როდის უნდა გარეცხოთ თეთრეული?

0
3872

ზოგი ყოველდღე ცოტ-ცოტა თეთრეულს რეცხავს, ზოგი კი – თვეში ერთხელ, მაგრამ ამასთან მთელი დღე. როგორი პერიოდულობით უნდა გავრეცხოთ ტანსაცმელი და თეთრეული?

ყველაფერი ქსოვილზე და მის დანიშნულებაზეა დამოკიდებული. ტანსაცმელი და ქვედა საცვლები სხეულს თითქმის მთლიანად ფარავენ, ანუ გამოყოფილ ოფლს და კანის ცხიმს შთანთქავენ. აქ მნიშვნელოვანია მასალა, რომელზეც ჰაერის გამტარობაა დამოკიდებული. რეიტინგში პირველ ადგილას ბამბის ნაწარმი, შემდეგ სელი, შემდეგ აბრეშუმი და ბოლო ადგილას სინთეტიკაა. სხვათა შორის, სინთეტიკური ქსოვილი ტენს ცუდად იწოვს, მაგრამ შიგნით ნაკლებად ბინძურდება. სინთეტიკა კანს ცუდად წმენდს, მაგრამ სტატიკურ ელექტროენერგიას და მტვერს კარგად აგროვებს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია სინთეტიკური თეთრეული ყოველდღე გარეცხოთ, ან ყოველდღე შეცვალოთ და საერთო რეცხვამდე დააგროვოთ.

ბამბის ნაწარმს ყოველკვირა რეცხავენ, ხოლო შერეული ბოჭკოების ნაწარმს – ყოველ 2-3 დღეში. თუ სარეცხ მანქანაში ხისტი წყალი შემოდის (დღესდღეობით წყლის სიხისტის ხარისხის შეფასება რთული არაა), ქსოვილებზე შეიძლება ფხვნილის წვრილი ნაწილაკები დარჩეს. ხისტი წყალი სპეციალური საშუალებებით ან უბრალოდ საკვები წყლის და სოდის ნარევით (1 კოვზი სოდა 1 ლ წყალზე) უნდა დაარბილოთ. აუცილებელია, რომ სარეცხი ფხვნილი სწორად შეარჩიოთ. ბეწვიანი ნივთები და ბამბის ნაწარმი ერთად არ გარეცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელი გაუხეშდება და შეიძლება ფერიც კი შეიცვალოს. ბეწვის ნაწარმი განსაკუთრებულ დელიკატურ რეცხვას მოითხოვს (ეს რეჟიმი სარეცხ მანქანას აქვს), მისი გარეცხვა ცხელ წყალში ან ძლიერად გაწურვა არ შეიძლება.

საწოლის თეთრეულის რეგულარულად გარეცხვა არ დაგავიწყდეთ. იდეალური იქნება, თუ ბალიშისპირებს, ზეწრებს და საბნის გამოსაკრავებს სარეცხ მანქანაში 3-4 დღეში ერთხელ გარეცხავთ, როგორც მინიმუმ კვირაში ერთხელ. თუ საწოლის თეთრეულს ძალიან დიდხანს არ გამოცვლით, მასში კანის ნაწილაკები, მტვერი, ოფლის ლაქები, კანის ცხიმი და სხვა ნივთიერებები დაგროვდება, რაც კანის გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციებს გამოიწვევს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი