რით არის სასარგებლო ხურმა ჯანმრთელობისთვის

4110
photo by piqsels

ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ხურმა ეგზოტიკურ ხილად ითვლებოდა. დღეს მისი პოპულარობა შემცირდა, მაგრამ სულ ტყუილად.

ყოველდღე ინფორმაციას ვიგებთ ისეთი ხილის სასარგებლო თვისებებზე, როგორიცაა მანგო, ავოკადო ან მარაკუია. ჩვენთვის საყვარელი ხილი კი მივიწყებულია. ხურმა გაჯერებულია ორგანული მჟავებით, მათ შორის ვაშლის მჟავით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მასში ბევრი კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, პექტინი და ტანინები შედის. ხურმა C ვიტამინს და კაროტინს შეიცავს, ამასთან მათი დონე ციტრუსების მაჩვენებლებს არ ჩამოუვარდება. ხურმა 20%-ით ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო ხილის სახეობის შაქარს შეიცავს, მაგრამ დიაბეტიკებს მის მიღებას არ ურჩევენ.

ცოტამ თუ იცის, რომ ხურმას შენახვის რეკორდული ვადა აქვს. თუ მას მაცივარში ხილის განყოფილებაში შეინახავთ, ის ყველა სასარგებლო თვისებას 4 თვე შეინარჩუნებს. თუ შენახვის ტემპერატურა ძალიან მაღალია, ხურმა სწრაფად დამწიფდება. აღსანიშნავია, რომ ხურმა შეგიძლიათ ახალი, გაყინული ან ხმელი სახით მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ ხმელი ხურმა 3-ჯერ უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ახალი ხურმა. ხურმა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემის, ცუკატის, სიროფის, ღვეზელის შიგთავსის და შინაურული ღვინის ინგრედიენტად. ხილი შესანიშნავად დაგანაყრებთ, რადგან ბევრ უჯრედისს შეიცავს. საკმაოდ კარგი პროდუქტია მათთვის, ვისაც კოლიტი, ქოლეცისტიტი და გასტრიტი აწუხებთ.

ზოგმა შეიძლება თქვას, ომ ხურმას უსიამოვნო მწკლარტე გემო აქვს. პირველ რიგში, არსებობს ხურმის სახეობა, რომელსაც მსგავსი მოქმედება არ ახასიათებს, მაგალითად, კარალიოკი. მეორეც, თუ ხურმას 12 საათით თბილ წყალში გააჩერებთ, ტანინების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.