ობობები: რატომ არ ტოვებენ ეს მწერები ჩვენს სახლს

0
4887

ობობების დიდი ნაწილი თავისუფლად, ღიაცისქვეშ ცხოვრობს, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ჭერის გაყოფა ადამიანებთან ურჩევნიათ. ხშირად, ბინებსა და სახლებში ბუდდებიან გრძელფეხა სახლის ფოლკუსები (სწორედ ისინი აწყობენ აბლაბუდურ უწესრიგობას), ასევე, შავი და ნაცრისფერი სახლის ობობები (ისინი უფრო ფრთხილ, სტრუქტურულ ქსელებს აბამენ).

ვისაც ცრურწმენების სჯერა, არასდროს აგდებს სახლიდან ობობას. ობობა სახლში – მომავალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ობობა დაგესიზმრათ, ესე იგი, მალე ფულადი მატება გექნებათ. კიდევ ამბობენ, რომ ობობები ნეგატიური ენერგეტიკის ადგილებში გროვდებიან და სახლის მფლობელებს მწუხარებისგან იცავენ.

როგორ მოვიშოროთ ობობები

ობობებს, რომლებიც ჩვენს სახლებში ცხოვრობენ, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება არ შეუძლიათ და ჩვენთან კონტაქტს მაქსიმალურად ერიდებიან. პირიქითაც კი: გვეხმარებიან ჩრჩილთან, ბუზებთა და მსგავს მავნე მწერებთან ბრძოლაში. თუმცა, აბლაბუდები ოთახის კუთხეებში, რა ლამაზადაც არ უნდა იყოს იგი მოქსოვილი, და მრავალფეხიანთა პოპულაციის გაზრდის პერსპექტივა არავის ესიამოვნება.

თუ სახლში ბევრი ობობა გაჩნდა, ესე იგი, საკვების მუდმივი წყარო იპოვეს. ამიტომ, თუ ობობების მოშორების აუცილებლობა დადგა, უნდა გაიგოთ, თუ რომელი მწერები ბუდობენ თქვენს სახლში, და სწორედ მათგან გათავისუფლდეთ.

ობობას თქვენი სახლის დატოვება რომ აიძულოთ, უბრალოდ აბლაბუდის ჩამოწმენდა საკმარისი არაა. ეს მშრომელი მწერი შეუპოვარია და უპრობლემოდ მოქსოვს ახალ მაქმანებს. თუმცა, არც ქიმიკატების გამოყენებაა აუცილებელი.

Vivien.ge-ს რედაქციამ იცის რამდენიმე ეფექტური საშუალება, რომლებიც ორ თვლაში აიძულებს ობობებს თქვენი საცხოვრებლიდან წასვლას.

1. პიტნის ეთერზეთი

ეს ობობებთან ბრძოლის ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ისინი მას ვერ იტანენ! ნატურალური რეპელენტის მოსამზადებლად. 100 მლ წყალს დაუმატეთ 2-5 მლ ეთერზეთი, გადაასხით მასა შხეფის ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. დალაგების დროს, დააუშავეთ ამ საშუალებით ფანჯრებისა და კარების ნაპრალები, კუთხეები და ბზარები სახლში. შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა 2-3 დღეში.

ნახავთ, რომ ობობები მალევე გაემგზავრებიან უფრო შესაფერისი საცხოვრებლის საძებნელად, ხოლო თქვენი სახლი არომატით გაივსება.

2. ძმარი

უნივერსალური საშუალება, სისუფთავის შესანარჩუნებლად და მწერებთან საბრძოლველად. გარდა იმისა, რომ მას მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს და ებრძვის უსიამოვნო სუნებს, ობობები ძმარს ვერ იტანენ. ჩაასხით ძმარი პატარა თეფშში და დადგით სახლის კუთხეებში, კარადებზე.

3. წაბლი

ობობებს წაბლის სუნიც აფრთხობს. დააქუცმაცეთ რამდენიმე წაბლი და მოათავსეთ იმ ადგილებში, სადაც ობობების გაჩენის დიდი ალბათობაა.

4. ბორმჟავა

ეს იაფი საშუალებაა, რომელიც ფხვნილის სახით იყიდება და წყალში უნდა გააზავოთ. ჩვეულებრივ, იგი წარმატებით გამოიყენება ტარაკნების დასაფრთხობად, თუმცა არც ობობებს მოსწონთ იგი. დადგით ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას მჟავით სავსე თეფში.

5. ციტრუსი

სასიამოვნო ლიმონის ან ფორთოხლის არომატი ობობებს ეზიზღებათ. მოათავსეთ ციტრუსის კანის ნაჭრები მთელ სახლში და ობობებს იქ გაჩერება ერთი წამითაც აღარ მოუნდებათ.

6. ბერძნული კაკალი

თბილი, მყუდრო სახლიდან, რომელშიც ბევრი საკვებია, ბერძნული კაკლის სუნი ყველაზე უშიშარ ობობასაც კი გააგდებს. დააქუცმაცეთ რამდენიმე ბერძნული კაკალი და დადეთ იქ, სადაც, თქვენი აზრით, ობობა შეიძლება დასახლდეს.

სანამ ობობებს ბინიდან სამუდამოდ გააგდებდეთ, სახლი ძირფესვიანად დაალაგეთ. სველი ტილოთი გაწმინდეთ ყველა კუთხე: დივნისა და კარადის უკან, ყველა ძნელად მისაწვდომი ჭრილი თუ ადგილი სახლში. გარდა ამისა, მკვეთრი შუქი, რომელიც იტყუებს მწერებს, იზიდავს მტაცებელ ობობებსაც. ამიტომ, ყოველ საღამოს დახურეთ ჟალუზები ან ფარდები, რათა მწერებმა შუქი ვერ დაინახონ. წებოვანი ხაფანგები აქ უძლურია, უმჯობესია, ისინი ულტრაბგერითი დამაფრთხობლებით ჩაანაცვლოთ. რეგულარულად ჩაატარეთ სველი დალაგება, რათა დაუპატიჟებელი სტუმრების განმეორებითი გაჩენა აიცილოთ თავიდან.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი