როგორ შევქმნათ შთამაგონებელი, შემოქმედებითი ატმოსფერო ძველ ნაკვეთზე

5434

აგარაკების სეზონი ყველას უყვარს: ბუნებაში გასვლა, მთელი ოჯახის ერთად შეკრება, მიწაზე მუშაობა… ვის არ სიამოვნებს აგარაკზე წასვლა მტვრიანი, ხმაურიანი ქალაქიდან, მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, წვნიანი, უსაფრთხო პომიდვრის მოწყვეტა პირდაპირ ბუჩქიდან და ასე ჭამა, ლამაზი ყვავილებით ტკბობა…

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომ იყოს, დიდი შრომაა საჭირო, თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ შრომის მიმართ. აგარაკი მყუდრო ადგილად რომ აქციოთ, რომელიც თვალს ახარებს, მატერიალური ხარჯებიც დაგჭირდებათ, თანაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას.

ორიგინალური საყვავილეები

საყვავილეების დამზადება საკუთარი ხელებით, ხელთ არსებული საშუალებებისგან, გაალამაზებს ნაკვეთს, თანაც მინიმალური დაახარჯებით.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 19 იდეას ბაღის საყვავილეებისა და კლუმბებისთვის, რომლებსაც ძველი ნივთებისგან შექმნით,

1. კლუმბის უჩვეულო იდეა ნაკადულის სახით, ძველი ლარნაკისგან.

2. აი, ასეთ საყვავილედ იქცევა ძველი გალია. ამისთვის უბრალოდ გაავსეთ იგი მიწით, დარგეთ ამპელური ყვავილები – მათი მორჩები ლამაზად შემოეხვევა თხელ მეტალის მავთულებს.

3. ძველი კალოშებიც გამოგადგებათ, თუ ეზოს კრეატიულად გალამაზება გაქვთ გადაწყვეტილი.

4. პლასტმასის ბოთლების ქცევაც შეიძლება საყვავილეებად.

5. ძალიან მომეწონა პეპლის ფორმის საყვავილე… ასეთის შესაქმნელად სქელი მავთული დაგჭირდებათ, რომლისგანაც ჩონჩხი უნდა ააგოთ. მასში იყრება ნიადაგი და ირგვება სხვადასხვა ფერის მცენარე.

6. დაზიანებული კასრის გადაგდებაც არ ღირს! იგი იდეალურია ყვავილოვანი კომპოზიციების შესაქმნელად – მთავარია, ფანტაზია გამოავლინოთ.

ასევე, შეიძლება კასრის ორად დაყოფა, მიღებულ ნაწილებში კი ნიადაგის ჩაყრა და ყვავილების ჩარგვა.

7. ძალიან მოდურად გამოიყურება მორის საყვავილე. მასში ყვავილებისთვის საკმარისი ადგილი რომ იყოს, 50 სმ ან მეტი დიამეტრის მქონე მორი დაგჭირდებათ.

არსებობს მსგავსი საყვავილის ეკონომ-ვარიანტიც: ხის ყუთს სიგრძეზე აწებებენ ის ნაჭრებს, დაბოლოებებზე კი მორის ორ ნაჭერს ამაგრებენ.

8. პლასტმასის მილებისგან შეიძლება ვერტიკალური საყვავილის გაკეთება. მისი სიღრმე დიდი სულაც არაა, ამიტომ მასში თავს კარგად იგრძნობენ მცენარეები, რომლებსაც არაღრმა ფესვთა სისტემა აქვთ: პორტულაკი და სუკულენტები.

სად ჩავა ზედმეტი წყალი? თუ ქვემოთ ნახვრეტებს გააკეთებთ, ბინძური წყალი კედელს დასვრის. შეგიძლიათ, საირიგაციო სისტემა გააკეთოთ მილებისთვის, წვეთოვანი რწყვით თითოეული მოდულისთვის, ან უფრო მარტივად მოიქცეთ: გამოიყენოთ ეს კონსტრუქცია პატარა ყვავილების ჭიქებისთვის, კაშპოს სახით.

9. ბაღის ყვავილების კონტეინერის ორიგინალური ვარიანტი მიიღება რბილი ფორმების გამოყენებით – თუნდაც, ტომრების.

საწყისი ქოთანი გაავსეთ რამე მძიმეთი და ჩადეთ ცემენტის ხსნარით სავსე პლასტმასის პაკეტში. როცა ფორმა გაშრება, ჩააცვით თხევად ცემენტში ჩალბობილი ტომარა, ჩააბრუნეთ მისი კიდეები შიგნით და წაუსვით ხსნარი. მნიშვნელოვანი დეტალია თოკით დამაგრებაც.

10. ნებისმიერი ავტომოყვარულის ფარეხში აუცილებლად მოიძებნება 1-2 გაცვეთილი საბურავი. ყველაზე “ზარმაცი” ვარიანტია სწორი ადგილის პოვნა, საბურავის დადება, მისი ნაყოფიერი ნიადაგით გავსება და ყვავილების ჩარგვა.

საყვავილე უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, შეგიძლიათ სასურველ ფერში შეღებოთ – ავტორეზინი შესანიშნავად ინარჩუნებს საღებავს.

11. ხოლო ძველი, დამტვრეული ველოსიპედი საყვავილეების სადგამად გამოიყენეთ. საუკეთესო არჩევანია ხვიარა მცენარეები.

12. ეს შესანიშნავი ვარიანტია არამხოლოდ აგარაკისთვის, არამედ სახლისთვისაც. პლასტმასის ჭიქა და სამი ძველი კომპაქტ-დისკი ასეთ შესანიშნავ საყვავილედ იქცევა სამუშაო მაგიდისთვის.

13. ძველი ავეჯის საყვავილეებად გამოყენბა მხოლოდ თქვენი ფანტაზიითა და აგარაკის ზომებითაა შეზღუდული.

უჩვეულოდ გამოიყურება ძველი მეტალის ან ხის საწოლები, მათზე შეიძლება პატარა საყვავილის მოწყობა. ხოლო მე ძალიან მომეწონა კლუმბა ძველი ტუმბოსგან.

14. მუსიკალური საყვავილე როიალში – ჩემი ოცნება!

15. პლასტმასის ბოთლები ჩვენ გარშემოა! მათ ყოველდღიურად ვყრით, თუმცა ვინ თქვა, რომ მათი გამოყენება არ შეგვიძლია?

დიდი ზომის პლასტმასის ბოთლისა და თაბაშირის გამოყენებით, შეიძლება გედის ან სხვა ფიგურის დამზადება.

16. არსებობს უამრავი იდეა ხის პანელების გამოსაყენებლად, თუმცა საყვავილისა და, ამავდროულად, ძაღლის ბუნაგის ვარიანტი მოულოდნელად გამოიყურება.

პანელები კარგად გააშალაშინეთ, მოაშორეთ გამოშვერილი ლურსმნები და ისე შეღებეთ, რათა თქვენი ერთგული მეგობარი ამ ზედაპირებმა არ დააზიანოს.

17. კიდევ ერთი საინტერესო იდეა პლასტმასის ბოთლების გამოყენებით.

18. ვერტიკალური კლუმბა – შესანიშნავი დეკორაცია სააგარაკე სახლისთვის.

19. და კიდევ ერთი იდეა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ ჩემს აგარაკზე – ზარდახშა ყვავილებით.

თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ? გაქვთ აგარაკი? გაგვიზიარეთ სასარგებლო ხრიკები და იდეები კომენტარებში.