6 ფაქტი კიბოს შესახებ, რომლებიც მომავლის იმედს გვისახავს

0
823

კიბო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება. თუმცა მათთვისაც კი, ვისაც ამ საშინელ დაავადებასთან შეხება ჰქონია, კარგი ამბავი და ნამდვილად დამაიმედებელი მონაცემები გვაქვს. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე მეცნიერული ფაქტი, რომლებიც ოპტიმიზმსა და იმედს გვჩუქნის, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

1. ბოლო 30 წლის განმავლობაში, კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა

კიბოთი გარდაცვალების რიცხვმა უმაღლეს წერტილს 1991 წელს მიაღწია: 215 შემთხვევა 10 000-ადამიანზე. მას შემდეგ, ეს მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება(მართალია, ძალიან სწრაფად არა, მაგრამ მაინც) და, 2012 წლის მონაცემებით, თითქმის მეოთხედით – 23%-ით შემცირდა.

2. არსებობს კიბოს პროფილაქტიკის 30%-იანი შანსი

დაავადეებისგან 100%-იანი დაცვა, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა, ცხოვრების წესის ცოტათი შეცვლით, 30%-ით გაზრდით შანსს იმისა, რომ ამ დაავადებას არასდროს გადაეყრებით. ჯანსაღი დიეტა, რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოები, მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება ან სრულად უარის თქმა, კანის დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან – ყველა ეს ღონისძიება ამცირებს კიბოს განვითარების რისკს თითქმის მესამედით.

3. ბავშვების კიბოთი სიკვდილიანობა ყოველწლიურად 2%-ით ეცემა

2003-2012 წლების პერიოდში, 0-19 წლამდე ასაკის ბავშვებში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება 2%-ით. სხვათაშორის, ზრდასრულებში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 1.8%-ით ეცემოდა მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის – 1.4%-ით.

4. 6 წლის განმავლობაში, ნებისმიერი სახეობის კიბოს არსებობისას გადარჩენის შანსი 69%-ით გაიზარდა

ფარდობითი გადარჩენისუნარიანობა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგნოზია, რომელიც იმის ალბათობას აჩვენებს, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ, პაციენტი მინიმუმ 5 წლის განმავლობაში იცხოვრებს. ჰოდა, 6 წლის განმავლობაში, 2005-2011 წლებში, ეს მაჩვენებელი ნებისმიერი ტიპის კიბოსთვის, 69%-ით გაიზარდა. ეს შესანიშნავი ამბავია!

5. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიებზე დადგენის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი თითქმის 100%-ს შეადგენს

თუ სარძევე ჯირკვლის კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს, იმის ალბათობა, რომ პაციენტი გადარჩება, თითქმის 100%-ს შეადგენს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულარული დათვალიერება მამოლოგთან, თვითდიაგნოსტიკის ჩატარება, 50 წლის შემდეგ კი ორ წელიწადში ერთხელ მამოგრამის ჩატარება.

6. ფარდობითი ხუთწლიანი გადარჩენისუნარიანობა კიბოს დროს ბავშვებში 80%-ზე მეტს შეადგენს

გასული 50 წლის განმავლობაში, ხუთწლიანი გადარჩენისუნარიანობის დონე ბავშვებში, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაესვათ, გაიზარდა მეოთხედით და ახლა 83%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ეს მაჩვენებელი ლეიკემიის დროს უფრო მაღალია და 85%-ს შეადგენს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი