როგორ დავრგოთ და მოვიყვანოთ კამა, რომ მთელი ზაფხული დავტკბეთ არომატული მცენარით.

10412

ზაფხულში რაციონი სულ უფრო მეტი ბოსტნეულით და სხვადასხვა მწვანილით მდიდარი ხდება. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ორგანიზმს აღდგენა სჭირდება, რომელიც ამ დროისთვის უკვე ავიტამინოზს განიცდის და გაძლიერებას მოითხოვს.

ცნობილია, რომ კამა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა. დიეტოლოგები გირჩევენ ახალი მწვანილი საკვებში რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ. თუმცა ნამდვილად სასარგებლო და წვნიანი მწვანილის პოვნა ქალაქის მაღაზიებში გაგიჭირდებათ. ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია, შეგიძლიათ თავად გაზარდოთ.

კამა ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო ბაღის მცენარეა, მაგრამ ბევრი დამწყები მებაღე და მებოსტნე მათ დარგვას რატომღაც ვერ უმკლავდება. მნიშვნელობა არ აქვს მწვანილს აგარაკზე ღია ნიადაგში დარგავთ, თუ მინი ბოსტნის მოწყობას ბინაში, ფანჯრის რაფაზე აპირებთ, „ვივიენის“ რჩევების დახმარებით კამის სწორად დარგვას და მთელი ზაფხული ამ სურნელოვანი მწვანილის გამოყენებას ნამდვილად შეძლებთ.

როგორ დავრგოთ კამა

პირველ რიგში ამ კულტურის რამდენიმე განსაკუთრებულობა უნდა იცოდეთ. კამის ახალი თესლი ძალიან ნელა ღვივდება, ან მასში შემავალი დიდი რაოდენობით ეთერზეთების გამო შეიძლება საერთოდ არ გაღვივდეს. ასევე თესლი ცუდად ღვივდება, თუ მას მჟავე ნიადაგში დარგავთ.

თუ მხოლოდ ახალი თესლი გაქვთ, დარგვამდე შემდეგი მეთოდით უნდა დაამუშაოთ.

თესლის დამუშავება

1. მარლისგან მცირე ტომარა გააკეთეთ და მასში თესლები ჩაყარეთ.

2. შემდეგ 3 დღის განმავლობაში ცხელ წყალში ჩაალბეთ. ამასთან წყალი ყოველჯერზე შეუცვალეთ, როგორც კი გაგრილდება. საშუალოდ წყალი დღეში 5-ჯერ უნდა გამოცვალოთ.

3. შემდეგ თესლები ტომარას ზემოდან დაადეთ და სველი ქსოვილი დააფარეთ. თბილ ადგილას 4 დღე გააჩერეთ, სანამ აღმონაცენები არ გამოჩნდება.

4. დარგვამდე 30 წუთით ადრე თესლი ოდნავ შეამშრალეთ.

5. მთავარი ხრიკი დარგვის დროს – კამა გროვებად დარგეთ და არა რიგებად. 10-15 სმ სიღრმის ორმოში თესლები ჩაყარეთ და ზემოდან მიწა მოაყარეთ, შემდეგ წყალი დაასხით.

6. გარდა ამისა, კარგი ზრდის უზრუნველსაყოფად კარგად განათებულ ადგილას დარგეთ.

თუ ამ პატარა მინიშნებებს გამოიყენებთ, სუფრაზე ახალი მწვანილი ყოველთვის გექნებათ, ხოლო შემოდგომაზე კამის ქოლგები შეგიძლიათ დასაწნავად გამოიყენოთ. ასეთი დარგვის პირობებში კამა უფრო წვნიანი და არომატული გაიზრდება, რაც მთავარია ყოველგვარი სასუქის და მავნე დამხმარე ნივთიერების გარეშე, რომლებიც შეიძლება მაღაზიის დახლებზე გასაყიდ მწვანილებში გამოყენებული იყოს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.