ქმარი ძველ საბურავებს არ ყრის: ნიჭი, ფანრაზია და ოქროს ხელებია საჭირო ეზოს გარდასაქმნელად

5038

უკვე ძალიან დათბა და, ჩიტების ცივ ქვეყნებში დაბრუნებასთან ერთად, მებაღეები თავიანთი ნაკვეთებისკენ მიეშურებიან. სწორედ ამიტომ, დღეს გთავაზობთ რამდენიმე უჩვეულო, ლამაზ და პრაქტიკულ იდეას ბაღის ან სააგარაკე ნაკვეთის გასაფორმებლად.

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური კლუმბები

ავტომობილის საბურავები – უნივერსალური ნივთია, რომელიც, უტილიზაციის შემდეგ, კიდევ მრავალ წელს გემსახურებათ. რატომ უნდა გამოვიყენოთ სწორედ ავტომობილის საბურავები კლუმბებისა და სხვა პრაქტიკული ნივთების დასამზადებლად ბაღისთვის?

პირველ რიგში, ეს მასალა ხელმისაწვდომია. თუ საკუთარი მანქანა არ გყავთ, გამოუსადეგარი ბორბლების წამოღება შეგიძლიათ მეზობლებისა და ახლობლებისგან. მეორეც, საბურავები მარტივად გადამუშავდება. შეგიძლიათ, თამამად შეიარაღდეთ ჩვეულებრივი ბასრი დანითა და ბურღით და საბურავებისგან პრაქტიკულად ნებისმიერი რამ “გამოაცხოთ”.

ამასთან, საბურავები შესანიშნავი და მყარი მასალაა ამინდის პირობების მიმართ. მაშინაც კი, თუ საბურავი დამუშავების პროცესში გააფუჭეთ, მისი ნაჭრების გამოყენებაც შეგიძლიათ მომავალი შედევრების დეტალებად.

ქოთნებისა და კლუმბების დასამზადებლად უნდა იპოვოთ ძველი საბურავი, აიღოთ ბასრი დანა და შთაგონდეთ ჩვენი იდეებით.

კლუმბები შეიძლება იყოს როგორც დასადგამი, ისე დაკიდებულიც. დაკიდებულისთვის თოკის ან ჯაჭვის გამოყენება შეგიძლიათ.

როგორ დავამზადოთ დაკიდებული კლუმბა? მოჭერით საბურავების სექტორი, კუთხეებში გაუკეთეთ ხვრელები თოკისთვის და გაავსეთ შიგნით ნიადაგით. მზადაა!

თუ უვე გაქვთ გარკვეული გამოცდილება და აქამდე მსგავს მასალასთან გიმუშავიათ, სცადეთ ფრინველების ფორმის კლუმბების გაკეთება. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, ჩართეთ პროცესში ბავშვები, მათ ხომ ძალიან უყვართ შემოქმედებითი პროცესი დედასა და მამასთან ერთად. დაკიდებული კლუმბის დამზადება საკუთარი ხელით სულაც არაა რთული, ამისთვის მხოლოდ დრო და მოთმინება გჭირდებათ.

ბავშვებისთვის, ასევე, მრავალი სასარგებლო ნივთის დამზადება შეგიძლიათ საბურავებით. შესანიშნავი გასართობი იქნება დიდი დინოზავრი, რომელზეც პატარა იცოცებს, ან მანქანა. ასეთი შედევრის შექმნა რთული არაა, სამაგიეროდ, ბავშვი დი სიამოვნებას მიიღებს.

თქვენს იდეებს სრულყოფილება რომ მიანიჭოთ, შეგიძლიათ საბურავები გადაღებოთ კიდევაც. განსაკუთრებით კარგად გამოიყურება შეღებილი ფრინველები საბურავებისგან.

აი, საყვარელი ბაყაყები, რომლებიც თქვენს ბაღს ხალისით აავსებს.

გახსოვდეთ, ყველა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავებაა შესაძლებელი, თუ ამისთვის მონდომებასა და დროს გამონახავთ.