ცხვირით სუნთქვას უკვე 1 წუთში შეძლებთ. 3 მეთოდი სურდოს სწრაფად და შედეგების გარეშე სამკურნალოდ

12140
ცხვირით სუნთქვას უკვე 1 წუთში შეძლებთ. 3 მეთოდი სურდოს სწრაფად და შედეგების გარეშე სამკურნალოდ
ცხვირით სუნთქვას უკვე 1 წუთში შეძლებთ. 3 მეთოდი სურდოს სწრაფად და შედეგების გარეშე სამკურნალოდ

ცხვირის თავის მოსაბეზრებელი გაჭედილობა ცხოვრებაში ერთხელ ყველას აწუხებს. ცხვირში უსიამოვნო სისველის შეგრძნებისთანავე აფთიაქში გავრბივართ, რომ მშველელი წვეთები ან სასწაულ მოქმედი ტაბლეტები შევიძინოთ, რომელიც შეიძლება სულ არ გვჭირდებოდეს. ამბობენ, რომ სურდო მკურნალობის გარეშე ერთ კვირაში გადადის, ხოლო მკურნალობით 7 დღეში. მაგრამ ამ უსიამოვნო სიმპტომის მალე მოშორება როგორ გვსურს!

დღეს გიამბობთ, როგორ მოირჩინოთ სურდო სახლის პირობებში ეფექტურად და რამდენიმე დღეში. აფთიაქში სირბილი შეწყვიტეთ! მხოლოდ 3 მარტივი მეთოდი არსებობს, რომელიც რინიტს მედიკამენტის გარეშე გაგიქრობთ.

როგორ ვუმკურნალოთ სურდოს სწრაფად

ექიმი კომაროვსკის მეთოდი

ექიმმა კომაროვსკმა ზუსტად იცის, თუ სურდოს და გრიპს როგორ უმკურნალოს, მაგრამ მთავარია – ბავშვებში სურდოს სწრაფად, მედიკამენტის და ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე როგორ უმკურნალოს. პედიატრს თავისი, ათასობით დედის მიერ გამოცდილი მეთოდი აქვს, რომელიც ბავშვის მდგომარეობას შეამსუბუქებს და გამოჯანმრთელებას დააჩქარებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მეთოდი მოზრდილებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ სეზონური გაციება გაწუხებთ. ცხვირის ლორწო 2 დღეში გაქრება!

1.აფთიაქში ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი (ნატრიუმის ქლორიდი) შეიძინეთ და ცხვირის ნესტოებში ნახევარი პიპეტი ჩაიწვეთეთ. ხსნარი შეგიძლიათ თავად დაამზადოთ: 1 ლ მდუღარე წყალში 1 ჩ/კ მარილი გახსენით.

2.სწრაფად გამოჯამრთელებისთვის, ბავშვებს C ვიტამინის მოზრდილების დღიური დოზა მიეცით.

3.კიდევ ერთი დამხმარე სურდოს დროს – სწორი სმის რეჟიმი. ხშირად თბილი სითხე დალიეთ (სწორედ თბილი, რადგან მას ორგანიზმი სწრაფად ითვისებს). ასე პროცესი დაჩქარდება. თუ ყველა პუნქტს, რეგულარულად ოთახის განიავებას და ზედაპირების სველი ქსოვილით გაწმენდას შეუთავსებთ, ასეთ მკურნალობას სწრაფი შედეგი ექნება!

ჩინური მეთოდი

სურდოს სწრაფად მოშორებას ბიოლოგიურად აქტიური წერტილები დაგეხმარებათ. მათზე სწორი ზემოქმედება გაციების ნიშნებს გააქრობს და ორგანიზმის შინაგან დამცავ ძალებს გაზრდის. აკუპუნქტურულ წერტილებზე ზემოქმედებით გაიქრობთ რინიტს, მათ შორის ალერგიულს, თავის ტკივილი, დაღლილობა გაქრება და მხედველობა გაუმჯობესდება.

1.წერტილებზე ზემოქმედების თანმიმდევრობა და მათი ადგილმდებარეობის ცოდნა საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს! პირველი წერტილი წყვილია და ცხვირის ნესტოების კუთხეებთან მდებარეობს, მეორე ასევე წყვილია და მდებარეობს თვალების შიდა კუთხეებთან. მესამე წერტილი წარბებს შორის მდებარეობს. ბოლო, მეოთხე წერტილი, თვალების გარე კუთხეებთან მდებარეობს და საფეთქლებთან მდებარეობს.

2.მასაჟი წრიული მოძრაობით უნდა დაიწყოთ, აქტიურ წერტილებზე ცერა ან საჩვენებელი თითით აქტიურად უნდა დააჭიროთ. მოძრაობა 10-ჯერ გაიმეორეთ, წერტილიდან წერტილამდე იმოძრავეთ.

3.უფრო კარგი ეფექტის მისაღწევად, თითოეულთან 3 წრე გააკეთეთ, 10 წუთიანი შესვენებებით. პროცედურის დროს თვალები დახუჭეთ და ეცადეთ მოდუნდეთ, რომ თითის თითოეული მოძრაობა შეიგრძნოთ. სპეციალისტები ხშირად გაღიმებას გირჩევთ, ეს ტკივილისგან ყურადღების გადატანაში და სამკურნალო ზემოქმედების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

4.მასაჟი დღეში მინიმუმ 2-ჯერ ჩაიტარეთ – დილით დაბანის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.

მასაჟი თავად დაავადებას არ კურნავს და მიზეზს არ აქრობს, იქნება ეს ვირუსი თუ ინფექცია, მაგრამ უსიამოვნო სიმპტომების მოშორებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. დაავადების ადვილად გადატანას და იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ.

ნივრის ღერო გაჭედილი ცხვირის დროს

ნიორი ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. მისი თავი სასარგებლო ნივთიერებების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. საკვებში ნივრის რეგულარული გამოყენება და შესუნთქვა ბევრი დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკას წარმოადგენს – გაციებიდან დაწყებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით დამთავრებული. მაგრამ არა მხოლოდ ნივრის კბილით!

როგორც აღმოჩნდა, კულინარიაში ნივრის გამოყენების გარდა, მისგან ხსნარებს და სპირტიან ნაყენებს ამზადებენ, მის წვენს და ფაფას იყენებენ. ძალიან სასარგებლოა მცენარის ღეროს გამოყენება.

შემდეგში, როცა ნივრიანი კერძის მომზადებას გადაწყვეტთ, მისი ღერო არ გადააგდოთ, არამედ შეინახეთ და გამოაშრეთ. სურდოს პირველივე ნიშნებისთანავე მშრალი ნივრის ღერო აიღეთ, ერთი ბოლო მოწვით (არ უნდა დაიწვას, არამედ ოდნავ უნდა იფერფლებოდეს) და ნივრის კვამლი შეისუნთქეთ, რიგრიგობით ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ნესტოთი. 5-7 შესუნთქვა საკმარისი იქნება.

ფრთხილად იყავით! მიუხედავად იმისა, რომ კვამლს ნივრის დამახასიათებელი არომატი არ აქვს, შეიძლება ოდნავ მომწარო იყოს. ბავშვისთვის კვამლის შესუნთქვა საჭირო არაა – საკმარისია იმყოფებოდეს ოთახში, სადაც ნივრის ღერო იწვის. ამბობენ, თუ ასეთ პროცედურას დაავადების დაწყებისთანავე ჩაიტარებთ, მეორე დღეს სურდოს კვალიც გაქრება.