სამოთხე კუროსთვის – საყვარელი ადგილი დედამიწაზე, სადაც მაღვიძარა, ორშაბათი და უფროსი არ არსებობს

1370
სამოთხე კუროსთვის - საყვარელი ადგილი დედამიწაზე, სადაც მაღვიძარა, ორშაბათი და უფროსი არ არსებობს
სამოთხე კუროსთვის - საყვარელი ადგილი დედამიწაზე, სადაც მაღვიძარა, ორშაბათი და უფროსი არ არსებობს

პლანეტაზე მილიონობით ადამიანი იბადება, რომელთაც ხასიათის თვისებები, ქცევების მოტივები და საქციელის სტერეოტიპები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ასტროლოგია ასეთ მსგავსებას ადამიანის ბედზე დაბადების თარიღის და ზეციური სხეულების განლაგების გავლენით ხსნის. ჰოროსკოპის შეიძლება გჯეროდეთ, ან არა. მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მსგავსი ხასიათი აქვთ და ამ საკითხზე დავა რთულია.

სანამ ქალწული საკურორტო რომანს ხლართავს, თევზები ოცნებობენ, მერწყული მეგობრებთან ერთად ერთობა, ვერძი საერთოდ გეგმებს ადგენს. დღეს თქვენთვის, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ყველაზე საინტერესო და სათანადო გამონათქვამი შევაგროვეთ. აქ საკუთარი თავის ცნობას შეძლებთ!

საინტერესო გამონათქვამები

ვერძი

1.“ამბობენ, რომ ყველაზე ჯიუტი ადამიანები – კურო, თხის რქა და მორიელია. ოდესმე, ვერძთან ჩხუბი გიცდიათ?“

2.“ვერძები ეგოისტები არ არიან, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება შეუძლიათ. ამპარტავნები არ არიან, უბრალოდ ყველასთვის გაღიმებას სავალდებულოდ არ თვლიან. თავხედები არ არიან, უბრალოდ სიტყვას ჯიბეში არ ეძებენ. ეჭვიანი არ არის, უბრალოდ მიჩვეულია იყოს ერთადერთი.“

3.“ქალი-ვერძი არის წიგნი, რომელიც მამაკაცმა დაწერა. თუ ვერ მიხვდი, ანუ შენთვის არაა დაწერილი“

4.“ძალიან ბევრი ადამიანი მთელი კვირა ელოდება პარასკევს, მთელი თვე დღესასწაულს, მთელი წელი ზაფხულს და მთელი ცხოვრება – ბედნიერებას. ხოლო ვერძი თვლის, რომ ყოველი დღით უნდა დატკბეთ და თითოეული წამით სიამოვნება უნდა მიიღოთ“.

5.“ვერძის ნდობა ნერვულ უჯრედს ჰგავს: პრაქტიკულად აღდგენას არ ექვემდებარება“.

6.“ვერძს სჭირდება ჩახუტება, როცა მოწყენილი, კოცნა, როცა სისულელეს ამბობს და გამოკვება, როცა ისტერიკაში ვარდება“.

7.“გასაოცარია, რომ ვერძი ჯერ კიდევ არ გადაშენდა ადამიანების მიმართ თავისი უსაზღვრო ნდობისა და ზედმეტი გულწრფელობის გამო“.

8.“ვერძი იდეალური არასდროს არ იყოს, გარეგნობიდან დაწყებული და ხასიათით დამთავრებული. სამაგიეროდ ყოველთვის საკუთარ თავს ეკუთვნოდნენ“.

კურო

1.“სამოთხე კუროსთვის – დედამიწაზე საყვარელი ადგილი, სადაც მაღვიძარა, ორშაბათი და უფროსი არ არსებობს“.

2.“მამაკაცები თვლიან, რომ ქალებს მაგარი ბიჭები ბევრი ფულით სჭირდებათ. მაგრამ ქალი კუროების 90% „მაშა და დათვის“ სერიალიდან დათვს აირჩევდა.

3.“ქალ-კუროში გასაოცრად შეიძლება იყოს შერწყმული ის, ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ და ის, ვისთან ცხოვრებაც უბრალოდ შეუძლებელია“.

4.“თუ კუროს სურს შოკოლადი, ის მიდის და შოკოლადს ჭამს. რადგან შოკოლადის ნაცვლად რომ მიირთვას ხილი, ბოსტნეული ან თევზი, ბოლოს მაინც შოკოლადს მიირთმევს“.

5.“კუროს ბედნიერებაა ბევრი მოგზაურობა, გემრიელი საკვები და საყვარელ ადამიანთან ერთად ძილი“.

6.“კურო იმდენად ერთგულია, რომ გზაზე გადასვლის დროსაც მარცხნივ არ იყურება“.

7.“თუ კუროს ცხოვრებას ერთ ადგილას გადააბრუნებთ, ის მასზე ლამაზ მაქმანებიან საცვლებს დაინახავს“.

8.“კურო საშინელი მესაკუთრეა. თუ რამე მას ეკუთვნის, ანუ მხოლოდ მას და სხვას არავის. ის, რასაც კურო თავისად თვლის, სამყაროზე ყველაზე მეტად უყვარს“.

ტყუპები

1.„ტყუპები კანფეტი არაა, რო ყველას გემოვნებას მოერგოს. ის კაკალია, რომელიც ყველას კბილს არ ესადაგება“.

2.“ტყუპების დევიზი: თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან სურს, ანუ აუცილებლად სჭირდება“.

3.“თუ ტყუპები გადაწყვეტს, ვინმე ბედნიერი გახადოს, მაშინ ამ ადამიანს ვერავინ გადარჩეს“.

4.“იცით, რა სურს ტყუპებს? მას სურს, რომ ზაფხულის თბილმა ქარმა დაუბეროს და ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი გააქროს“.

5.“ტყუპების გაოცებას მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. ნამდვილი, გულწრფელი, ტყუილისა და ღალატის გარეშე. სხვა ყველაფერი მან უკვე ნახა“.

6.“ტყუპებს ყველა არც თუ ისე უყვარს, ვინც მის მიმართ კარგად განწყობილია. მაშინაც კი, თუ ტყუპები თქვენთან ხშირად არ საუბრობს, არ იფიქროთ, რომ თქვენ არ გაფასებთ“.

7.“ქალ-ტყუპებს თავდაჯერებული მამაკაცები უყვარს. თამამი, გონიერი ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია, სწრაფად აზროვნებს, არ ორჭოფობს, ქმნიან, არ ანგრევენ, ფიქრობენ და მართავენ“.

8.“ვერასდროს მიხვდებით, თუ ტყუპები გულის სიღრმეში რას ფიქრობენ, თუ თავად არ მოისურვებენ. თუ მისი ნდობა მოიპოვეთ, იცოდეთ, რომ მისთვის ერთგული მეგობარი ხართ“.

კირჩხიბი

1.“კირჩხიბს არ აქვს დრო, რომ ვინმე სძულდეს. ვისაც კირჩხიბი სძულს, სძულს იმიტომ, რომ კირჩხიბი ზედმეტად დაკავებულია უყვარდეს ის, ვინც უყვარს“.

2.“როცა კირჩხიბი ბედნიერია, ლაპარაკს არ წყვეტს. როცა მოწყენილია, მისგან სიტყვას ვერ ეღირსებით“.

3.“კირჩხიბს კრიტიკა გულთან ახლოს არ მიაქვს, რომელიც იმ ადამიანისგან მოდის, ვისაც ცხოვრებაში ჯერ არაფერი მიუღწევია“.

4.“როცა კირჩხიბის მოთმინება ზღვარს აღწევს, მაშინ სრული უწესრიგობა იწყება“.

5.“კირჩხიბი ყველაზე კარგად ოჯახში ცხოვრებას ახერხებს. ისინი ამაში მთელ სულს დებენ. მგონი, ოჯახი კირჩხიბმა მოიგონა“.

6.“ზოგჯერ კირჩხიბში 90 წლის მოხუცი სახლდება. ის წუწუნებს და ყველა სძულს“.

7.“თუ გკითხავენ, ყველაზე მეტად რა გსურთ – კირჩხიბი თუ მილიონი ევრო, უპასუხეთ: კირჩხიბი, რადგან ფულს მაინც არ მოგცემენ და კირჩხიბთან თავს მყუდროდ იგრძნობთ“.

8.“კირჩხიბს შესანიშნავი მეხსიერება აქვს! როცა კირჩხიბი ამბობს „არ მახსოვს’, მას უბრალოდ ამაზე საუბარი არ სურს“.

ლომი

1.“ლომი მარტო არასდროს არის. მასთან ყოველთვის მოდის ან შთაგონება, ან მადა, ან სიზარმაცე, ან…“

2.“ლომის მყარი ხასიათი, როგორ წესი, აგურისგან არის ნაშენები, რომელსაც მას ესროდნენ“.

3.“ლომისთვის მზე, ვიღაცისთვის მზის დარტყმა! ვიღაცისთვის კი სულ არ ანათებს“.

4.“გასაოცარია, რა ცოტა დრო სჭირდება ლომს, რომ სტადიიდან „როგორ ვნერვიულობ და განვიცდი“ გადავიდეს სტადიაზე „ოჰ, ყველა ჯანდაბამდე წასულა“.

5.“სანამ ლომთან თამაშს გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ლომი თავად არ გეთამაშებათ“.

6.“ჩახუტება ლომისთვის სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი ფორმაა. ასევე ადამიანთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რომ ყველა დარდი სადღაც გაქრა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი გრძნობაა.“

7.“ბევრ ქალს აწუხებს კითხვა, თუ მამაკაცი როგორ დააკავოს. მაგრამ ქალმა ლომმა იცის, რომ თუ ნამდვილად ბედნიერება გსურთ, არ ღირს იმ მამაკაცთან ცხოვრება, ვისაც დაკავება სჭირდება“.

8.“ლომს არ სურს, რომ ცხოვრება იყოს, როგორც ზებრა. მას სურს, რომ ის ისეთივე ფერადი იყოს, როგორც თუთიყუში“.

ქალწული

1.“ქალწული ნამდვილად წონა და ზრდააა! ეს ინტელექტის, გემოვნების და თავდაჯერებულობის შერწყმაა“.

2.“ქალწულს ზოგჯერ საკუთარი თავი სძულს, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს“.

3.“ქალწულის სიბრძნე და ეშმაკობა ისეთ ეფექტს იძლევა, რომელსაც არცერთი უმაღლესი განათლება არ იძლევა“.

4.“დააფასეთ ქალწული, რომელიც მეორე შანსს გაძლევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ გულს მეორე მცდელობისთვის ძალა ჰყოფნის“.

5.“როცა ქალწული რაღაცას გეკითხებათ, უმჯობესია სიმართლე უთხრათ. დიდი ალბათობით, მან პასუხი უკვე იცის“.

6.“ქალწულთან ჩხუბის დასრულების საუკეთესო მეთოდია – მოეჩვენათ, რომ მოკვდით“.

7.“ქალწული არასდროს ნერვიულობს იმის გამო, რომ მის ბედში ბევრი სირთულეა. მას მთელი ცხოვრების მანძილზე წარმატების მისაღწევად იყენებს“.

8.“ინტელექტუალი და დეტალებზე დაკვირვებული ქალწული სერიოზულ გავლენას ახდენს მათზე, ვისაც გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აქვს. ამას წარმატებით იყენებს“.

სასწორი

1.“ყველა სასწორს ორი ცხოვრება აქვს: ერთი ხედავს ყველას, ვინც მის გარშემოა. და მეორე კი მხოლოდ საკუთარ თავს ხედავს“.

2.“სასწორი გასაოცარი ადამიანია! მას ნებისმიერ ადამიანში რაღაც კარგის დანახვა შეუძლია“

3.“არაფერია ამქვეყნად იმაზე სამწუხარო, როცა ბუ სასწორებს ტოროლას თამაში უწევს“.

4.“სასწორი ადამიანის ნიღბის ჩამოხსნას იშვიათად ცდილობს, რადგან ხვდება რომ ეს ნიღაბი კი არა, დამცავია“.

5.“სასწორს ხშირად სურს დააჭიროს ღილაკს „არ იფიქრო“. და უბრალოდ ცხოვრებით დატკბეს“.

6.“სასწორს, როგორც არავის, სურს დარწმუნდეს, რომ ის უყვართ. ეს საქმით უნდა იყოს გამყარებული“.

7.“სასწორმა უნდა ისწავლოს, რომ პრობლემებს არ უნდა გაექცეს, არამედ გადაწყვეტილება მიიღოს და იმწამსვე შეასრულოს ის, რაც გადაწყვიტა“.

8.“სასწორმა ადამიანებთან მის დამოკიდებულება ამ ადამიანების თვალით უნდა შეხედოს: ერთი წამით წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, ყველაფერი მოგწონთ, ყველაფერი სწორად ხდება და როგორ უნდა იყოს სინამდვილეში“.

მორიელი

1.“მორიელის პრობლემების 90% გადაჭრილი იქნებოდა, თუ დამშვიდდება და ამ პრობლემებზე ძალიან ღრმად ფიქრს შეწყვეტს“.

2.“მორიელი ხასიათის სიძლიერეს უნდა უმადლოდეს მათ, ვინც დაცემის დროს დახმარების ხელის გაწვდენის ნაცვლად, ფეხქვეშ მიწას აცლიდნენ“.

3.“ყველა მორიელში ორი ადამიანი ცხოვრობს: ერთი მშვიდი და წყნარი, მეორე კი მაშინ ჩნდება, როცა პირველს გულს ტკენენ“.

4.“მორიელი აგრესიას იმწამსვე იშვიათად გამოხატავს. ისინი ფრთხილობენ. მინიშნებებს იძლევიან…უნდა დაელოდოთ, როცა მოთმინება დაუმთავრდებათ.“

5.“მორიელს ურთიერთობაში მარტივი ადამიანები მოსწონს, თვალთმაქცობის გარეშე, გულწრფელები“.

6.“მორიელმა შეიძლება თავი მოგაჩვენოს, რომ სულში ჩაფურთხება ვერ დაინახა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას დაივიწყებს. მორიელის ცუდად დამახსოვრება ურყევია“.

7.“მორიელი არის ადამიანი, რომელსაც სიმშვიდესა და დიდ ენერგიას შორის ბალანსის პოვნა სჭირდება“.

8.“სწორედ მორიელზე შეიძლება ითქვას, რომ ის „შავი კატაა“:თუ გზას გადაუჭრით, მაშინ არანაირი „პფ-პფ“ არ გიშველით“.

მშვილდოსანი

1.“მშვილდოსანს უყვარს ხელებით. მან უნდა შეგეხოს, მოგეფეროს, გიჩქმიტოს. თუ არ გეხებათ ე.ი არ უყვარხართ“.

2.“მშვილდოსანი იმდენად სუსტი არაა, რომ შეურაცხყოფა აიტანოს, არც ისე ძლიერია, რომ გაპატიოთ, არც ისეთი ბოროტი, რომ შური იძიოს. სწორედ ამიტომ უბრალოდ ზურგს შეგაქცევთ, თუ აწყენინებთ. სამუდამოდ“.

3.“ძალიან ხშირად მშვილდოსნის ცხოვრებაში ისეთი პერიოდი დგება, რომ შეიძლება ყველაფერის იმედი გქონდეს, მაგრამ რეალობაში მხოლოდ საკუთარ თავის იმედი შეიძლება გქონდეს“.

4.“მშვილდოსანს არაფრის აღიარების არ ეშინია. მას უბრალოდ ეშინია, რომ მისი აღიარება არასწორად გაგებული იქნება, რადგან ხშირად სწორედ ასე ხდება“.

5.“მშვილდოსნების 99% დაბადებულია იმისთვის, რომ მათი არსებობის აზრი ასე თუ ისე გახდეს გზა“.

6.“ზოგჯერ მეგობრობა სრულდება. ღალატის, ჩხუბის და მიზეზის გარეშე – უბრალოდ სხვანაირი ხდებით და ყველა თავის გზაზე მიდის. წლებთან ერთად მეგობრების წრე სულ უფრო მცირდება. მაგრამ ისინი, ვინც რჩება, მშვილდოსნისთვის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ მონათესავე ადამიანი ხდება“.

7.“ქალმა მშვილდოსანმა მამაკაცისგან ბევრი რამ ისწავლა: სოლიდან სოლში ჩარჭობა, კითხვაზე თავის არიდება, აღარ გადარეკვა, საუკეთესო არჩევა და კმაყოფილების მიღება. თუმცა ამის გამო ისევ მამაკაცები ეჩხუბებიან“.

8.“მშვილდოსანს მყუდრო ხალხი უყვარს, რომელსაც ხასიათი ღრმა აუზი არ აქვს. უყვარს, რომ ადამიანთან ნებისმიერ საკითხზე საუბარი შეუძლიათ. ასეთი ადამიანი ცხოვრების ნაწილი ხდება და მის გამო ნერვიულობს ისე, როგორც საკუთარ თავზე“.

თხის რქა

1.“ნამდვილი თხის რქა არასდროს გაუღიმებს ადამიანს, ვინც მას არ მოსწონს. თუმცა ყველას მიმართ თავაზიანობას გამოიჩენს – მათი აღზრდა თავხედობის უფლებას არ მისცემს“.

2.“იცით, ზოგჯერ თხის რქას უცნაურს რატომ უწოდებენ? რადგან ცდილობს იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არ ისე, როგორც სხვები მიჩვეულნი არიან“.

3.“თუ თქვენს მეგობრებს შორის არის თხის რქა, მაშინ მტრის და პრობლემების არ შეგეშინდეთ“.

4.“თხის რქას დრო, მანძილი და სირთულე არ აშინებს. სწორედ ისინი ეხმარებიან თხის რქას საკუთარი ძალის შეცნობაში და საკუთარი თავის პატივისცემის მოპოვებაში“.

5.“თხის რქის უმეტესობა თვლის, რომ არსებობს ასაკობრივი დისკრიმინაცია: რაც უფრო მოხუცია თხის რქა, მით უფრო ბავშვური ხდება: მერე რა, რომ 9 წლის არ ვარ, მეც მსურს თამაში“.

6.“თხის რქას უცნაური ადამიანები უყვარს“.

7.“თხის რქას არ უყვარს, როცა ვინმე ისე უბრალოდ ეწეპება: ან თქვენს შორის რაღაც არის, ან თქვენ კატა ხართ, ან „არ შემეხოთ, გთხოვთ“.

8.“თუ გსურთ, რომ თხის რქას მოეწონოთ. იყავით გულწრფელი, არ იხუმროთ მასზე და სიტყვებით არ ითამაშოთ. მარტივად და ნათლად ნათქვამს უფრო მალე ხვდება და ყველაზე უფრო ეს მოსწონს“.

მერწყული

1.“ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ მერწყულს გავლენას ფლობენ. თუმცა ასე არაა“.

2.“თუ მერწყული ბავშვივით იქცევა, ანუ ბედნიერია“.

3.“მერწყულს ვინმეს უცნაურობა არ აკვირვებს, მას საკუთარი უცნაურობის ახსნა ბოლომდე არ შეუძლია“.

4“ქალი მერწყულის რეალობა ასეთია: გვერდით მამაკაცის ყოლა ისეთივე მნიშვნელოვანი არაა, როგორც გვერდით იდიოტის ყოფნა, რომელიც მთელ სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ“ .

5.“ნამდვილ მერწყულს რაღაც უცხოპლანეტური ნიჭი ახასიათებს“.

6.“ადამიანების უმეტესობა მერწყულს უბრაზდება იმის გამო, რომ მას მათი პირადი მოლოდინების გამართლება არ უნდა და არ სურს“.

7.“მერწყულისთვის ძალიან ხშირად გადამწყვეტი არის გემოს შემდეგ შეგრძნება. ყველაფერში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ამის შემდეგ რას იგრძნობს. დაპირების, კოცნის, ჩხუბის, ყავის, ხედვის შემდეგ. ეს „შემდეგ“ ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია“.

8.“როცა მერწყულს რეალობიდან გაქცევა სურს, საკუთარ თავში გარბის“.

თევზები

1.“კარგია რომ თევზების ფიქრების წაკითხვა არავის შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში მორიდებული ადამიანის კვალი არ დარჩებოდა“.

2.“დამდგარ წყალში მეტი ბაცილებია – ეს თევზებზე არის ნათქვამი“.

3.“თევზებს გრძნობის გამოხატვა არ აშინებს, მას გრძნობაში ჩაძირვის ეშინია“.

4.“თევზებისთვის ერთი ადამიანი შეიძლება ნამდვილად მთელი სამყარო გახდეს“.

5.“შემთხვევით – თევზების მეორე სახელია! მოულოდნელად მოიწყინა, მოულოდნელად გაიცინა და გაბრაზდა“.

6.“თუ არჩევანი უნდა გააკეთოთ, თევზები ლამაზად მოსაუბრე და კარგი სტილის მქონე ადამიანის ნაცვლად მეოჯახე და წყნარად საქმის გამკეთებელს აირჩევს“.

7.“თევზებს კარგი მეხსიერება აქვთ და მის მიმართ კარგ ურთიერთობას არასდროს ივიწყებს. ცუდი შეიძლება აპატიოთ და გადააგდოთ, ხოლო კარგი სულს ყოველთვის გაათბობს. თევზები არასდროს დაივიწყებს, თუ რთულ წუთებში მის გვერდით ვინ იყო“.

8.“სწორედ ქალი თევზები სერიოზულად ფიქრობენ კითხვაზე: „რაში მჭირდება ეს მამაკაცი სახლში, თუ ყველა პრობლემის გადაჭრა თავად მომიწევს?“

ამ ფრაზებს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების ხასიათს ავლენს, ეთანხმებით?