ტაფამწვარს მხოლოდ ასე ვამზადებ. ეს კერძი ქმარს ბავშვივით უხარია

1808
ტაფამწვარს მხოლოდ ასე ვამზადებ. ეს კერძი ქმარს ბავშვივით უხარია
ტაფამწვარს მხოლოდ ასე ვამზადებ. ეს კერძი ქმარს ბავშვივით უხარია

თუ საუზმეზე ტრადიციული ომლეტი ან ტაფამწვარი მოგბეზრდათ, დროა საკუთარი თავი და ახლობლები მორიგი კულინარიული შედევრით გაახაროთ. ამ კერძით დილის ტრაპეზი არა მხოლოდ ნოყიერი და გემრიელი, არამედ დახვეწილი იქნება.

კვერცხი „ორსინი“ – ცნობილი მხატვრის, კლო მონეს საყვარელი კერძია და ეს გასაოცარი არაა. კვერცხი ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის, თითქოსდა ნაზი სუფლეა. გთავაზობთ ამ შესანიშნავ რეცეპტს, რომ თქვენს ცხოვრებაში უჩვეულო საუზმე მოამზადოთ.

კვერცხი „ორსინი“

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • 50 გრ კარაქი

მომზადება:

1.კვერცხის გული და ცილა ფრთხილად დააცალკევეთ.

2.ცილას მწიკვი მარილი დაუმატეთ და მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და კარაქი წაუსვით.

3.კოვზით ცილის ქაფი პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ და თითოეულში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ.

4.თითოეულ ჩაღრმავებაში კვერცხის გული  მოათავსეთ. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.

ეს შესანიშნავი კერძი თქვენს გულს დაიპყრობს. რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.