4 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და ადგილობრივმა ქალებმა ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მასწავლეს

1632
4 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და ადგილობრივმა ქალებმა ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მასწავლეს
4 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და ადგილობრივმა ქალებმა ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მასწავლეს

ჩემი საყვარელი დეიდა უკვე 4 წელია ბერლინში ცხოვრობს. გერმანიაში ის სამუშაოდ გადავიდა, მაგრამ მალე თავისი სიყვარული იპოვა და დარჩენა გადაწყვიტა. ერთი კვირის წინ მე და ჩემმა დამ შვებულება ავიღეთ და დეიდას ვესტუმრეთ.

ვიმედოვნებდი, რომ სახლში გერმანიის ქალაქის ახალი შთაბეჭდილებებით, ასობით სურათით და ნათესავების ნახვის სიხარულით დავბრუნდებოდი. თუმცა მოგზაურობიდან უფრო მეტი რამ წამოვიღე – დეიდას ბრძნული რჩევები, რომლებიც მას გერმანიაში ხანგრძლივი ცხოვრებისა და ადგილობრივ ქალებთან ურთიერთობის შემდეგ ჩამოუყალიბდა.

ბრძნული რჩევები ქალებს

„გერმანიაში 3 წლის ცხოვრების განმავლობაში ადგილობრივი გათხოვილი ქალებისგან რაღაც ვისწავლე“ – დაიწყო დეიდა. და რაც მან გვიამბო, ჩემს მსოფლმხედველობაზეც გავლენა იქონია! ჩემი აზრით, მეორე და მეოთხე პუნქტებს აუცილებლად გავითვალისწინებ!

გთავაზობთ, გერმანელი გათხოვილი ქალების 5 ბრძნულ რჩევას.

1.მამაკაცი – თქვენი პრობლემის გადაჭრის მეთოდს არ წარმოადგენს

გერმანელი ქალების უმეტესობა შესანიშნავად აცნობიერებს, რომ ადამიანები სამუდამოდ ერთად არ არია. მამაკაცმა შეიძლება მიგატოვოს, გაკოტრდეს, უუნარო გახდეს და ბოლოს და ბოლოს გარდაიცვალოს. თუ მამაკაცთან შეხვედრამდე პრობლემების თავად მოგვარებას არ ისწავლით, შემდეგ უფრო მტკივნეული იქნება!

გარდა ამისა, ვნება ვნებაა, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობაში ყოველდღიურობამ შეიძლება ყველაფერი დაამსხვრიოს. ყოველდღიურობაში ყველაზე მშვენიერ პრინცსაც კი ცუდი განწყობა შეიძლება ჰქონდეს (ეს ნორმალურია). და ამ დროს ის თქვენს შინაგან ფსიქოლოგიურ ტრავმებზე ყურადღებას გაამახვილებს.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ორი ზრდასრული ადამიანი ხართ, ერთმანეთს ცხოვრების შემსუბუქებაში უნდა დაეხმაროთ და ზემოდან პრობლემები არ უნდა დაუმატოთ! ეცადეთ საყვარელი ადამიანი, როგორც პრობლემის გადაჭრის მეთოდი ისე არ განიხილოთ: იქნება ეს მატერიალური თუ ფსიქოლოგიური.

2.თქვენ ქალი ხართ და არა მხოლოდ დედა და ცოლი

„ისინი თავისუფლების დიდი დამცველები არ არიან და დედობის ან ქორწინების მნიშვნელობის უარყოფას არ ცდილობენ. როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ“ – ამბობს დეიდა. გერმანელ ქალებს, როგორც ყველა ქალს, სურს სიყვარული, ოჯახური კომფორტი და პაწაწუნა ქუსლები.

უბრალოდ გერმანელი ქალები ამ მიზნების მთელი ცხოვრების მიზნად არ ისახავენ. ისინი მზად არიან იმისთვის, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მათ ცხოვრებაში არ მოხდეს.

მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი რამ იყოს: ერთ-ერთი პარტნიორის უნაყოფობა, შიში (მაგ., პარტნიორის ან პირველი შვილის გარდაცვალების შემდეგ), ან იმ ადამიანის არ არსებობა, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობის დაწყება სურთ.

გერმანელებს უბრალოდ არ აქვთ ისეთი ფრაზა, როგორიცაა „მოხუცებული ქალწული“ ან „ფუჭყვავილა“. მათთან ქალები ისეთივე პიროვნებები არიან, როგორც კაცები. თუ კაცი, რომელმაც რაღაც პირადი მიზეზის გამო ოჯახი არ შექმნა, ბავშვები არ ჰყავს, ითვლება „ბებერ მგლად“, მაშინ ქალს „ბებერ მელას“ უწოდებენ, მაგრამ არანაირად უბედურ არსებას.

„ბავშვები ერთადერთია, რაც გამაჩნია და  რის გამოც ვცხოვრობ“ – ეს გერმანელი ქალების ლოზუნგი ნამდვილად არაა. დიახ, ის დედა და ცოლია, მაგრამ ასევე უყვარს ნივთების შექმნა, ველოსიპედით სეირნობა, მეგობრებთან შეხვედრა, მთებში ხეტიალი, ტატუს გაკეთება…მას მილიონი პირადი საქმე აქვს, რომელიც ბავშვებთან და ქმრის ინტერესებთან დაკავშირებული არაა.

რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სტატუსში თავი პიროვნებად იგრძნოთ.

3.ბუნებრიობა ყოველთვის აქტუალურია

დიახ. აქ, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია! თუმცა იდეა ძალიან გონივრულია. თუ ეს თეატრში ან ქორწილში წასვლა არ არის – ნატურალური მაკიაჟი (ან მისი არ არსებობა), კომფორტული შარვალი და ფეხსაცმელი მისაღებია. ასე თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ.

ნამდვილი ქალი ასეთ ჩაცმულობაშიც კი ქალურად გამოიყურება, ყველაფერი სიარულსა და სტილის გრძნობაზე არის დამოკიდებული! შარვალი შეიძლება იყოს კომფორტული, მაგრამ ელეგანტური, ხოლო წითელი პომადის როლს სამკაული შეასრულებს. ხოლო ჯანსაღი, მოვლილი თმები – ქალის ყველაზე ქალური ელემენტია!

4.სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაყოთ

„გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ჩემი მისამართით ერთხელ არ მომისმენია კითხვა „რატომ არ ხარ გათხოვილი/ჯერ კიდევ არ გაგიჩენია ბავშვი/ სად არის შენი შეყვარებული?“. იმასაც კი არ მეკითხებიან, თუ რამდენი წლის ვარ, ამას ძალიან იშვიათად მეკითხებიან. მათ სხვის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ. მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებთან – გვიზიარებს დეიდა.

ნებისმიერ გარე გამაღიზიანებელზე გერმანელები გასაოცარი სიმშვიდით რეაგირებენ, თუ რაიმე მათ ემოციების აფეთქებას გამოიწვევს, ის საზოგადოების ღირსეული წევრი ნამდვილად არ იქნება. ამასთან გერმანიაში პირად სივრცეზე ძალიან მკაცრი ზღვარი არსებობს, ამიტომ ადამიანებს პირადი ცხოვრების განხილვის მიდრეკილება არ აქვთ, გარდა ძალიან ახლო ადამიანებთან.

საკმარისია შინაგანი შფოთვის შესახებ უამბოთ დედას (დას, უმჯობესია მეგობარს), ხოლო სხვა სტუმრებთან ერთად პირადი ცხოვრების განხილვა დროის ფუჭი ხარჯვაა. პირად ცხოვრებას პირადი იმიტომ ეწოდება, რომ თავად უნდა გადაწყვიტოთ, მას რა მოუხერხოთ. ამას სრულად ვეთანხმები!

5.იყავით უფრო მარტივი

დეიდამ მისი სასიამოვნო დაკვირვება გამიზიარა. ბერლინში ცხოვრების განმავლობაში, თითქმის არასდროს უნახავს ადამიანი, რომელიც ინტრიგებს ხლართავდა. თუ გერმანელ ქალს რამე არ მოსწონს, მაგ., მამაკაცში, ის ამბობს: „მე არ მომწონს ეს. რას გააკეთებ?“

თუ მეგობართან შეხვედრა ეზარება, არ მოიფიქრებს მიზეზს არამედ მიწერს: „გამარჯობა, რაღაც შეხვედრაზე წამოსვლის სურვილი არ მაქვს, მაპატიე“. თუ ფეხსაცმელში თავს არაკომფორტულად გრძნობს, მას არ ჩაიცვამს და კეტებსაც და ბალერინა ფეხსაცმელზე გადავა.

მოგეწონათ სტატია? მაშინ ბრძნული რჩევები თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.