ორსულობა 40 წლის შემდეგ: ყველაფერი დადებითი, უარყოფითი მხარეებისა და იმის შესახებ, თუ საზოგადოების ზეწოლას როგორ გავუმკლავდეთ

1100
ორსულობა 40 წლის შემდეგ: ყველაფერი დადებითი, უარყოფითი მხარეებისა და იმის შესახებ, თუ საზოგადოების ზეწოლას როგორ გავუმკლავდეთ
ორსულობა 40 წლის შემდეგ: ყველაფერი დადებითი, უარყოფითი მხარეებისა და იმის შესახებ, თუ საზოგადოების ზეწოლას როგორ გავუმკლავდეთ

წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ 40-ზე მეტი, წარმატებული ქალი ხართ, რომელსაც კარიერა და ქმარი ჰყავს (საუკეთესო ვარიანტს გთავაზობთ). თქვენი ბავშვები უკვე მოზრდილები არიან, თქვენ კი სიამოვნებით ცხოვრობთ. აქ უკვე რაღაც მოულოდნელი ხდება: ორსულობის ტესტი საყვარლად ორ ხაზს გიჩვენებთ. რას გააკეთებთ? ბავშვს დაიტოვებთ თუ აბორტს გაიკეთებთ?

ამის შესახებ ყველას თავისი მოსაზრება აქვს. და გადაწყვეტილება საბოლოოდ თავად ქალმა უნდა მიიღოს, მაგრამ დღეს 40 წლის შემდეგ ორსულობის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილა. მას თქვენც გთავაზობთ.

რა გავაკეთოთ გვიანი ორსულობის დროს

ამ სიტუაციაში ორჭოფობა ნორმალურია, რადგან ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ჩვენ ვთვლით, რომ თავიდან რაციონალური პოზიციიდან უნდა გამოხვიდეთ. სხვადასხვა სიტუაციები ხდება და ყველა დეტალი უნდა განიხილოთ. მაგ., თუ ფინანსური ან ფიზიკური მდგომარეობა საუკეთესოს სურვილს გიტოვებთ, ამ რისკზე წასვლა არ ღირს.

ხშირად მოისმენთ ფრაზას: „ბავშვი ღმერთმა მოგცათ და ბავშვის სარჩენსაც მოგცემთ“, თუმცა ეს დამაჯერებლად არ ჟღერს. მხოლოდ თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოთ. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ჯერ კი გვიანი ორსულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები განვიხილოთ.

გვიანი ორსულობის შედეგები

1.ჯანმრთელობა

ბუნებრივია, პირველ რიგში, ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ. 40 წლის შემდეგ დაორსულება რთულია, ამიტომ პირველი ორსულობა ამ ასაკამდე არ უნდა გადადოთ. გარე ორსულობის და ნაყოფის მოშორების რისკი მაღალია და შესაძლოა ხანგრძლივად წოლითი რეჟიმში ყოფნა მოგიწიოთ.

ასევე არსებობს დიდი რისკი, რომ ბავშვი სერიოზული თანდაყოლილი დავადებით დაიბადოს. მაგ., ბავშვი დაუნის სინდრომით 1:30 ალბათობით შეიძლება დაიბადოს. ბევრი ტესტის გავლა და ანალიზების ჩაბარება მოგიწევთ, მაგრამ გარანტიას მაინც ვერავინ მოგცემთ.

2.ფსიქიკური მდგომარეობა

ეს ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ტესტი გაკეთებული და აჩვენებს, რომ თქვენ ავადმყოფი ბავშვი გაგიჩნდებათ. მორალური არჩევანი – მისცეთ ბავშვს სიცოცხლე თუ არა – საკმაოდ რთულია. მშობლები ორივე ვარიანტში იტანჯებიან. ბავშვის დატოვების შემდეგ ბევრ სირთულესთან გამკლავება მოუწევთ. ხოლო, აბორტის გადაწყვეტის შემთხვევაში, რას განიცდის მშობელი, რთული წარმოსადგენია.

ყველა ქალი ამისთვის მზად არაა. ამან ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურზე, შეიძლება გავლენა იქონიოს.

3.ცხოვრება

როგორ მკაცრადაც არ უნდა ჟღერდეს, არსებობს დიდი რისკი, რომ ბავშვი მშობლებს ადრეულ ასაკში დაკარგავს. ამის შესახებაც უნდა დაფიქრდეთ: ასეთ შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის აღება ვინმეს თუ შეუძლია. თუ ბავშვს სიცოცხლეს მიანიჭებთ, ყველა პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. აქ ეგოიზმს ადგილი არ აქვს.

4.ფინანსური საკითხი

მშობლებს შეიძლება ბავშვის ფეხზე დასაყენებლად საკმარისი სახსრები არ ჰქონდეთ. თუ სხვა ბავშვები უკვე გყავთ, კიდევ ერთი ბავშვის განათლებისთვის ფულადი სახსრები გეყოფათ? ეს საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა.

5.სიმშვიდე უქმდება

თუ მშვიდად დაბერებასა და ცხოვრებით ტკბობაზე ოცნებობდით, ბავშვის გაჩენის შემდეგ ეს უკვე შესაძლებელი აღარ იქნება. ბავშვი – ენერგიის ამომწურავია, რომელთან ერთად უნდა ირბინოთ და ითამაშოთ. ასევე ბავშვის მოზარდობის პერიოდში თქვენ 50 წლის იქნებით. ამას უნდა შეეგუოთ.

6.დიდი ასაკობრივი სხვაობა

ეს სხვაობა თითქმის ორ თაობას უდრის, რაც მშობლებსა და ბავშვებს შორის გაუგებრობებს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

7.მორალური ზეწოლა გარშემომყოფების მხრიდან

თქვენს გადარწმუნებას შეეცდებიან. მშობლები, ნათესავები, ექიმები და კიდევ უცხოეთში მყოფი შორეული ნათესავიც კი. ცოტათი ვაზვიადებთ, მაგრამ ნამდვილად ასე ხდება. მზად უნდა იყოთ, რომ საავადმყოფოში ბებერ მშობიარედ გიწოდებენ, ზოგიერთი ზემოდან გადმოგხედავთ. თუმცა აქ მთავარი ყველა სირთულის მიმართ თქვენს მზადყოფნაზეა.

ეს თქვენი გადარწმუნების მცდელობა არაა. უბრალოდ სიტუაცია გონივრულად შეაფასეთ და ყველა საფრთხე და მინუსი რეალურად განიხილეთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, არა? მოდით სიტუაციას სხვა მხრიდან შევხედოთ.

გვიანი ორსულობის დადებითი მხარეები

1.მეორე ახალგაზრდობა

40 წლის შემდეგ მშობიარობის შემდეგ ქალები უფრო ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებიან. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი მეორე ახალგაზრდობას იძენს: ჰორმონალური აფეთქება ხდება, რომლის შემდეგ ქალი კიდევ ლამაზი და ახალგაზრდა ხდება.

2.პასუხისმგებლობა

პრაქტიკულად დამტკიცებულია, რომ 40 წლის ქალები ორსულობას უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ვიდრე ახალგაზრდები. ამ დროს მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობა გააზრებული აქვთ და ყველაფერს უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ის ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებს, როგორც ბავშვისთვის უკეთესი იქნება.

3.ჭკვიანი ბავშვები

არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ შუა ასაკის ადამიანების მიერ გაჩენილი ბავშვი უფრო ჭკვიანი და ნიჭიერია. შეიძლება საქმე იმაშია, რომ მშობლებს უფრო მეტი დრო აქვთ, რომ შვილებს ყურადღება მიაქციონ.

4.მოწიფულობა

მასში ორი რამ შედის: მორალური და ფინანსური მდგომარეობა. მოწიფული ადამიანი უფრო მშვიდი, გამოცდილი და ჭკვიანია. კარგი აღმზრდელები არიან და ბავშვისთვის ბევრის მიცემა შეუძლიათ. ხშირად, 40 წლის ასაკში მშობლების მატერიალური მდგომარეობა უფრო კარგია, ვიდრე 20 წლის ასაკში, ამიტომ ფინანსური კუთხით ბავშვები შეიძლება უფრო უზრუნველყოფილნი იყვნენ.

5.ავადმყოფობის და დაბერების დრო არ გაქვთ

ადამიანები თავს მორალურად უფრო ახალგაზრდულად და ენერგიულად გრძნობენ. მათ ავადმყოფობის დრო უბრალოდ არ აქვთ – მათ ხომ პატარა ბავშვები ჰყავთ. არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა შუა ხნის ასაკის ადამიანების ცხოვრება ბავშვის გაჩენის შემდეგ კარდინალურად შეიცვალა. ბავშვი – დიდხანს ცხოვრების სტიმულია, რომ აქტიური დარჩეთ და ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ.

S

6.ასრულებული ოცნებები

ზოგიერთი დიდი ხნის განმავლობაში დაორსულებას ვერ ახერხებს. ბავშვი, თუნდაც 40 წლის ასაკში გაჩენილი, თქვენ ახალ სიცოცხლეს მოგანიჭებთ და ნანატრი დედობის ბედნიერებას მოგანიჭებთ.

გვიანი ორსულობის ბევრი მაგალითი არსებობს ცნობილ ადამიანებში, როცა ქალები დედობის ბედნიერების განცდის გამო გვიან ასაკში აჩენდნენ.

აი, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რომელთა შესახებ საუბარი გვსურდა. ბავშვის გაჩენა თუ არ გაცენა მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუ ბავშვი სასურველია, ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, რატომაც არა? დიახ, სირთულეებს შეხვდებით, თქვენს გადარწმუნებას ან თქვენზე ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან, მაგრამ თუ გსურთ, გააჩინეთ. თუ ექიმი ალმაცერად გიყურებთ, უბრალოდ ექიმი შეცვალეთ. თუ ნათესავები გასაქანს არ გაძლევენ, დროებით მათთან ურთიერთობა შეწყვიტეთ. ეს მხოლოდ თქვენი საქმეა.

მთავარია, ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოთ და რისკები მიიღოთ.

თქვენ რას ფიქრობთ გვიანდელ ორსულობაზე? 40 წლის შემდეგ ბავშვის გაჩენა შეიძლება? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!