იაპონური ტექნიკა თვალის ირგვლივ კანის გასაახალგაზრდავებლად. მხოლოდ 1 წუთი დაგჭირდებათ

3197
იაპონური ტექნიკა თვალის ირგვლივ კანის გასაახალგაზრდავებლად. მხოლოდ 1 წუთი დაგჭირდებათ
იაპონური ტექნიკა თვალის ირგვლივ კანის გასაახალგაზრდავებლად. მხოლოდ 1 წუთი დაგჭირდებათ

ასაკთან ერთად, სარკეში ჩახედვის დროს ვამჩნევთ, რომ თვალები დაღლილი და მუქი ხდება. წარბები, ზედა ქუთუთო ჩამოშვებული ხდება, თვალის კუთხეები ღრმავდება, წვრილი და ღრმა ნაოჭები ჩნდება, რომლებიც ასეთი შეფერილობის გამო ჩანს. თვალის ირგვლივ კანის გაახალგაზრდავებას და მის „საკუთარ ადგილზე“ დაბრუნებას აზიური მასაჟის გამოყენებით შეძლებთ. მასაჟი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ერთადერთი მოძრაობა გარკვეულ წერტილებზე დაჭერაა. იაპონელი ქალები შიაცუს იკეთებენ და ალბათ მათი სილამაზის და ახალგაზრდობის საიდუმლო სწორედ ამაში მდგომარეობს?

ჩვენ დავინტერესდით სისტემით, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ოფიციალურად მედიცინაში მხოლოდ იაპონიაშია აღიარებული. შიაცუს მიხედვით ყოველდღიური მასაჟი მხოლოდ 1 წუთს მოითხოვს, უნდა გააკეთოთ დილას, საღამოს და მაშინ, როცა გრძნობთ რომ თვალები დაღლილი გაქვთ.

რა არის მასაჟი შიაცუ?

მასაჟის სახელი მოდის იაპონური სიტყვიდან: „დაწოლა“ და „თითი“, ის იაპონელმა ტოკუზირო ნამიკოსიმ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოიფიქრა. მასაჟი ანატომიის ცოდნას და ტიბეტური მედიცინის საიდუმლოს ეფუძნება, ავტორი მას ართრიტის სამკურნალოდ იყენებდა. მარტივი და ეფექტური მეთოდი მოეწონათ და იაპონიაში დღემდე აქტუალურია, მათ შორის კოსმეტოლოგიაში. საინტერესოა, რომ მეთოდი ავტორმა 95 წლამდე იცოცხლა და სიცოცხლის ბოლომდე ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ის ამბობდა, რომ მასაჟი ინსტიქტზე არის დაფუძნებული, როცა ადამიანი გაუცნობიერებულად მტკივნეულ ადგილს იზელს და ახურებს.

როგორ მუშაობს? სხეულსა და სახეზე განსაზღვრული წერტილები არსებობს, რომლებზეც ზეწოლა სისხლის და ლიმფების უკეთ მოძრაობას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლის პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. ორგანიზმის ბუნებრივი განახლების პროცესი ეშვება.

თვითმასაჟის დროს წერტილების მასაჟი აუცილებელი არაა (ეს მხოლოდ სპეციალისტმა უნდა გააკეთოს). საშუალო ინტენსიურობის ზეწოლა, მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნებით, საკმარისია.

თუ თვალის ირგვლივ კანზე ვსაუბრობთ, მასაჟის დახმარებით:

  • კუნთები ძლიერდება;
  • ნაოჭები ქრება;
  • კანის მოქნილობა კოლაგენის და ელასტინის სწრაფი გამომუშავების წყალობით იზრდება;
  • კანის ცხიმის გამომუშავება რეგულირდება;

1.წარბები აწევა

მოქმედება: შიდა და გარე წარბების ბოლოებსა, წარბების შუა ადგილას.

საჩვენებელი, უსახელო და შუა თითი წერტილებს დაადეთ და დააწექით. წარბები რომ თავის ადგილას დაუბრუნდეს, ზეწოლა ოდნავ ზემოთ მიმართეთ.

დრო: 7 წამი.

2.მოიშორეთ „ბატის თათები“

მოქმედება: თვალის გარე კუთხეები

საჩვენებელი თითები წერტილებს დაადეთ, ზონა ოდნავ გაახურეთ, დააწექით და გაუშვით. შეგიძლიათ კუნთები ოდნავ საფეთქლებისკენ გაწიოთ ისე, რომ ზონას თითი არ მოაშოროთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კანი კი არა, არამედ კუნთები უნდა დაჭიმოთ.

დრო: 3 წამი

გამეორება: 3-ჯერ.

3.მოიშორეთ მუქი წრეები

მოქმედება: თვალის შიდა კუთხეები

საჩვენებელი თითები წერტილებს დაადეთ და მკაცრად პერპენდიკულარულად დააწექით, კანი არ დაჭიმოთ და არ ამოძრაოთ. შეგიძლიათ შუა და საჩვენებელი თითებით ჩანგალი გააკეთოთ და ერთდროულად თვალის შიდა და გარე კუთხეებზე ზეწოლა მოახდინოთ.

დრო: 3 წამი

გამეორება: 3-ჯერ.

4.წარბებს შორის ნაოჭების მოშორება

მოქმედება: წარბებს შორის, „მესამე თვალის“ ზონა.

საჩვენებელი, შუა და უსახელო თითები მჭიდრო შეაერთეთ და თითის ბალიშებით წარბებს შორის ადგილად 3 წერტილს დააწექით.

დრო: 5-7 წამი

გამეორება: 2-ჯერ.

5.თვალის ირგვლივ კანის გაახალგაზრდავება

მოქმედება: თვალის ქვეშ

მითითებულ წერტილებზე საჩვენებელი, შუა და უსახელო თითები დაადეთ და დააწექით.

დრო: 10 წამი

გამეორება: 2-ჯერ.

ეს ნაკრები შეგიძლიათ ცალკე გაიკეთოთ ან სახის სრული მასაჟი შეისწავლოთ და შიაცუს ტექნიკის მიხედვით მასაჟი გაიკეთოთ. მისი შესრულება ნებისმიერ სხვა მასაჟს ან სახის ტანვარჯიშს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.