ვერძი შეგიყვარდათ? ეს 6 რჩევა გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობა გააუმჯობესოთ

1302

ვერძი ძალიან ძლიერი ბუნების ადამიანია, რომელსაც საკუთარ ეჭვიანობასთან გამკლავება არ შეუძლია, ხშირად ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ღებულობს და შემდეგ ამის გამო ნანობს. სწორედ ამიტომ გვერდით სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამ თვისებებს გაუგებს და ოდნავ დამშვიდებაში დაეხმარება. ყველამ, ვისაც ვერძთან ურთიერთობა აქვს, 6 რჩევა უნდა გაითვალისწინოს.

რჩევა #1 – მათ პატივი ეცით

თითქოსდა, ეს რჩევა თითოეული ადამიანისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ვერძი ძალიან მომთხოვნია, სწორედ ამიტომ მის მიმართ უპატივცემულობა დიდად შეფასებული იქნება. გახსოვდეთ, ყველაზე მეტად რა აბრაზებთ, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვათ.

რჩევა #2 – მათი პირადი სივრცე არ შეზღუდოთ

ასე მყარი ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ, რადგან თუ მის სივრცეს არ შეზღუდავთ და მას საკუთარ ფიქრებთან განმარტოების საშუალება ექნებათ, ვერძი წასვლას არასდროს მოისურვებს.

რჩევა #3 – ენდეთ

ვერძი სანახევრად არ თქმას ვერ იტანს. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ რომ თქვენ პრობლემა განხილვად არ ღირს, უმჯობესია ის ვერძს გაუზიაროთ. ის ბედნიერი იქნება, რომ დაგეხმაროთ.

რჩევა #4  სხვებთან ფლირტი დაივიწყეთ

ფლირტი ზოგჯერ ყველას სურს, მაგრამ ვერძი სხვა ადამიანთან პატარა ფლირტსაც კი არ გაპატიებთ. ასე რომ, თუ გსურთ აუხსნელი შედეგებს მქონე დიდი სკანდალი თავიდან აიცილოთ, სჯობს არ გარისკოთ.

რჩევა #5 – აქტიური ცხოვრების წესს მხარი დაუჭირეთ

ვერძს უყვარს სპორტი, დასვენება, მოგზაურობა, ამიტომ როგორც წყვილმა ეს ყველაფერი ცხოვრების ნაწილი უნდა გახადოთ. ერთობლივი დასვენება ურთიერთობას გააძლიერებს!

რჩევა #6 – სინაზე გამოხატეთ

 

ვერძი შეგიყვარდათ? ეს 6 რჩევა გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობა გააუმჯობესოთ
ვერძი შეგიყვარდათ? ეს 6 რჩევა გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობა გააუმჯობესოთ

ვერძი ძალიან ძლიერია და იმის შეგრძნება უყვარს, რომ ვიღაცას ის სჭირდება, ამიტომ მასთან სინაზის გამოხატვა – ყველაფერია, რაც მას სჭირდება.

ეს რჩევები თქვენი პარტნიორის ხასიათის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და ყველაფერი თქვენი სიტუაციიდან უნდა განიხილოთ, მაგრამ ზემოთ ნათქვამს თუ ეთანხმებით, ამ რჩევებს მოუსმინეთ!