ცნობილმა ასტროლოგმა საიდუმლოს ფარდა ახადა: საბედისწერო წლები ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში

5912
ცნობილმა ასტროლოგმა საიდუმლოს ფარდა ახადა: საბედისწერო წლები ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში
ცნობილმა ასტროლოგმა საიდუმლოს ფარდა ახადა: საბედისწერო წლები ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში

ყველა ადამიანს ცხოვრება წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები აქვთ. ზოგჯერ უსიამოვნებას უსიამოვნება მოჰყვება, ზოგჯერ კი წარმატება უეცრად თავზე გვეცემა. ყველას აინტერესებს, თუ მსგავსი ეტაპები რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასტროლოგი პაველ გლობა დარწმუნებულია, რომ წარმატების საიდუმლო ვარსკვლავების განლაგებაზე არის დამოკიდებული.

ვიღაცას მსგავსი ახსნა აბსურდული შეიძლება მოეჩვენოს, ზოგს კი წარმოუდგენელი. მიუხედავად ამისა, კანონზომიერება დიდი ხნის წინ არის დადგენილი. ადამიანის ცხოვრება, მისი ეტაპები და პერიოდები ზეციური სხეულების განლაგებასთან მჭიდრო კავშირშია.

დღეს გიამბობთ, თუ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ცხოვრების რომელი წლებია ყველაზე წარმატებული. გახსოვდეთ წარსული, ჩაიხედეთ მომავალში და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ საინტერესო და დასამახსოვრებელი მოვლენები გელოდებათ!

ვერძი

ხელსაყრელი გარემო. სასიამოვნო მოვლენები ნეგატიურზე ბევრად უფრო მეტი იქნება. მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76. ამ წლებში მიმდინარე მოვლენები შეიძლება ძალიან კარგი არ იყოს, მაგრამ აუცილებლად საბედისწერო აღმოჩნდება. პერიოდი, რომელიც 40 წლის შემდეგ დგება, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ.

კურო

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. დაბადებიდან 30 წლამდე პერიოდს სასიამოვნოს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ 30 წლის შემდეგ ნამდვილი აყვავება გელოდებათ.

ტყუპები

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80. უხილავი ძალა უსიამოვნების, განცდების და გაჭირვებისგან დაგიცავთ. სწორედ ამიტომ ძალიან რთული პერიოდი არასდროს გექნებათ. თქვენი ცხოვრება მშვიდი და ერთგვაროვანი იქნება.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 15, 15, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75. აღმაფრთოვანებელი, რომანტიული ურთიერთობები ცხოვრებაში 30 წლამდე გელოდებათ. ამის შემდეგ თქვენი ემოციურობა ოდნავ ჩაცხრება. ცხოვრებაში ყველაფერი თქვენი გემოვნების მიხედვით არ იქნება.

ლომი

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 19, 36, 40, 57, 60, 76. უშრეტი ოპტიმიზმი და საკუთარ ძალებში დარწმუნება ლომებს ყველაფრის კარგად გადალახვაში დაეხმარება, როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდის დროს.

ქალწული

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 16, 21, 24, 32, 41, 50. ქალწულის სასიამოვნო მოგონებები და ძლიერი ემოციები კარიერასთან არის დაკავშირებული. არ დამწუხრდეთ, სამსახურს სიამოვნების მოტანა შეუძლია, რომელიც ოჯახური ცხოვრების ბედნიერებას არაფრით ჩამოუვარდება.

სასწორი

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64 და 72. სასწორის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოულოდნელ წარმატებას მოუტანს. თითოეული დაბრკოლება სიამოვნებით მიიღეთ, ის შეიძლება წარმატების საფეხური აღმოჩნდეს.

მორიელი

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 15, 25, 30, 45, 50, 60 და 74. მორიელს ფეთქებადი ხასიათის დაცხრობას ურჩევენ. ყველა დაბრკოლება, რომელიც მის გზაზე ჩნდება, მხოლოდ მის მიერ იქნება შექმნილი.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 16, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75. თითოეული განვლილი წელი თქვენ წარმოუდგენელ გამოცდილებას შეგმატებთ. თქვენ ნამდვილად წარმატებული და ბედნიერი ადამიანი იქნებით.

თხის რქა

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57. ეს თარიღები დაიმახსოვრეთ. საბედისწერო ცვლილებები როგორც სასიხარულო, ასე სამწუხარო შედეგებს მოიტანს. ნებისმიერი გამოცდისთვის მზად იყავით. თქვენ მათ ღირსეულად აიტანთ.

მერწყული

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის ცრურწმენის არ გჯერათ, ერთხელ შეამჩნევთ, რომ მნიშვნელოვან წარმატებას ამ თარიღებიდან ერთ-ერთ პერიოდში მიაღწიეთ.

თევზები

მნიშვნელოვანი წლები ცხოვრებაში: 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60. ზედმეტი ემოციურობა მნიშვნელოვანი მომენტებით სიამოვნებასა და ცვლილებების სიხარულით მიღებაში ხელს გიშლით. ბევრად უფრო ბედნიერი იქნებით, როგორც კი შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ.

რედაქციის რჩევა

მნიშვნელოვანი თარიღებისთვის წინასწარ განეწყვეთ. ასე გეცოდინებათ, თუ სერიოზულ ცვლილებებს როდის უნდა ელოდოთ და საჭირო დროს მიხვდებით, რომ ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად ხართ.