ფრთხილად, ჯადო. აი, როგორ უნდა დაიცვათ ავი თვალისგან თავი ბებიების და წესების დაცვის გარეშე

9866
ფრთხილად, ჯადო. აი, როგორ უნდა დაიცვათ ავი თვალისგან თავი ბებიების და წესების დაცვის გარეშე
ფრთხილად, ჯადო. აი, როგორ უნდა დაიცვათ ავი თვალისგან თავი ბებიების და წესების დაცვის გარეშე

სამყარო ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო ბედნიერია ადამიანი, მით უფრო მეტი არაკეთილმოსურნე ჰყავს. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც საკუთარი უუნარობის გამო სხვების შურთ, ზოგჯერ კი როგორ საშინლად არ უნდა ჟღერდეს, ჯადოს აკეთებენ, რომელიც ადამიანის წარუმატებლობას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. და მნიშვნელობა არ აქვს, შავი მაგიის გჯერათ თუ არა, ეკლესიაში დადიხართ თუ არა, სხვებისთვის მხოლოდ სიკეთე გსურთ, სხვის მიმართ შური ყოველთვის არსებობს და ის ენერგეტიკულ ველს აზიანებს და სასიცოცხლო ძალებს ართმევს.

ავი თვალისგან თავდაცვის ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ უმჯობესია უპირატესობა მიანიჭონ მათ, რომლებიც რაღაც რიტუალთან დაკავშირებული არაა.

თავდაცვის საუკეთესო იარაღია ბუნებრივი ქვები. ისინი თქვენს ბედს იცავენ და სასიცოცხლო ენერგიით გავსებენ. ამასთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემის დროს გეხმარებათ და წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს. დღეს კი ყველაზე ძლიერი და მისაღები ქვების შესახებ. ამასთან, ამ ქვებისგან ლამაზ სამკაულებს ამზადებენ. ასე რომ, თქვენთვის საჭირო ქვის აქსესუარი შეგიძლიათ შეათვალიეროთ.

დამცავი ქვები

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მინერალები „ქალური“ და „მამაკაცური“ არსებობს. როგორც წესი, მამაკაცურ ქვებს უფრო ანათებენ და თბილი ყვავილოვანი შეფერილობა აქვთ. ქვები, რომლებიც ქალებმა უნდა გამოიყენონ, გლუვი და ცივი ფერების არის. თვალის და ჯადოსგან დასაცავი ქვების შერჩევა საკმაოდ მარტივია. ამისთვის საკუთარ ჰოროსკოპს შეხედე და გაიგეთ, თუ რომელი ქვა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ასევე უნივერსალური ქვებიც არსებობენ, რომლებიც ყველა ადამიანს ესადაგება.

1.შავი ონიქსი

შავ ონიქსს ძლიერი დამცავი ძალა აქვს. მის ტარებას ურჩევენ ადამიანებს, რომელთაც ძლიერი შინაგანი ძალა აქვთ, რაც გარშემომყოფებში ხშირად შურს იწვევს. დაცვის გარდა, მას ენერგიის მომატება და განსაკუთრებული ენერგეტიკის მოწოდება შეუძლია. ყურადღების კონცენტრირებაში და საღად აზროვნებაში დაგეხმარებათ. სწორედ ამიტომ, მას საქმიან და სწავლით დაკავებულ ადამიანებს ურჩევენ.

პერიოდულად შავი ონიქსის ავგაროზი უნდა დაასვენოთ, რომ დაგროვებული ცუდი ენერგიისგან თავად განიწმინდოს. გირჩევთ, ნაკლებად ნაცნობი ადამიანისგან ამ ქვის ნაკეთობის საჩუქარზე უარი თქვათ, რადგან ქვას შეუძლია ცუდი ენერგეტიკა შეგმატოს.

2.მალაქიტი

ეს ლამაზი ქვა ავი თვალისა და სხვადასხვა უსიამოვნებისგან დაგიცავთ. ის თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს, ამიტომ ხშირად მისგან ბავშვების აქსესუარებს ამზადებენ. მის ტარებას მარტოხელა ადამიანებს ურჩევენ, რადგან ქვა სიყვარულს და კეთილდღეობას იზიდავს.

ეს ძალიან მრავალფუნქციური ქვა არის. მისი მუდმივად ტარება აუცილებელი არა. შეგიძლიათ სუვენირი გააკეთოთ ან სახლში გქონდეთ, რომ ის ცუდი ენერგიისგან დაიცვათ. ამბობენ, რომ სახლებში სადაც მალაქიტის ქვა აქვთ, ნაკლებად ჩხუბობენ.

3.ვეფხვის თვალი

ამბობენ, რომ ეს ყველაზე ცნობილი და ხშირად შემხვედრი ავი თვალისგან დამცავი ქვა არის. ვეფხვის თვალი უძველესი დროიდან ყველა სახის უარყოფითი ენერგიისგან  ძლიერ დამცველად არის აღიარებული, მათ შორის ჯადოქრობა, ავი თვალი და წყევლა. ეს ქვა შესანიშნავი ამულეტია ოჯახური ურთიერთობის დასაცავად, ამიტომ ხშირად მის ტარებას ქალებს ურჩევენ.

ბევრი უარყოფითი ენერგიის შეწოვის შემთხვევაში შეიძლება გატყდეს. ასეთ შემთხვევაში სანაგვე ყუთში არ გადააგდოთ, არამედ მიწაში ჩაფალით.

4.ხრიზოკოლა

ხრიზოკოლა ცუდი ფიქრებისა და სხვისი გავლენისგან დაგიცავთ. ქვა ფობიებს და კოშმარულ სიზმრებს მოგაშორებთ. შესანიშნავად გამოადგება მათ, ვინც ხშირად საზოგადოებაში იმყოფება ან ხშირად გარშემომყოფების არაკეთილმოსურნე ხედვას ამჩნევთ. ასევე ხრიზოკოლას გონიერების ქვას უწოდებენ.

5.ავანტიურინი

ავანტიურინი წარმოუდგენლად ლამაზი ქვაა და ბევრს ერთი შეხედვით უყვარდება. ასტროლოგები ამ ქვას მუდმივ სიყვარულს უკავშირებენ. როგორც ამულეტი, ავი თვალისა და ჯადოსგან დაგიცავთ, ბედნიერებას მოგიტანთ და კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ავანტიურინი მზის ოპტიმიზმით აგავსებთ.

ეს ლამაზი ქვა შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას ხელს უწყობს, მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების, მსახიობების და შემოქმედებითი პროფესიით დაკავებული ადამიანების ერთგული თანამგზავრია.

ეს მინერალების და ქვების სახეობის სრული სია არ არის. აირჩიეთ ქვა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. გვიამბეთ კომენტარებში, ქვების ძალის თუ გჯერათ და რომელი ქვის. ასევე ეს საინტერესო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.