აი, რატომ სვამს ათასობით იაპონელი ქალი ჩაის სოკოს ნაყენს

2051
აი, რატომ სვამს ათასობით იაპონელი ქალი ჩაის სოკოს ნაყენს
აი, რატომ სვამს ათასობით იაპონელი ქალი ჩაის სოკოს ნაყენს

2 წლის წინ, მეგობრის სამზარეულოში ჩაის სოკოს ქილა დავინახე. მეგობარი ცივი სასმელით გამიმასპინძლდა. ღრმა ბავშვობის მოგონება, გემო, რომელიც არაფერში აგერევათ! გაოცდებით, მაგრამ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ გამოკითხვა დამავიწყდა.

ცოტა ხნის წინ კი, საინტერესო კვლევას წავაწყდი, რომელიც ჩაის სოკოს სასარგებლო თვისებებს ეხებოდა. ამის გაგების შემდეგ, მისი გაზრდა და ზამთრის პერიოდში გამოყენების სურვილი გამიჩნდა.

„იაპონური საშვილოსნო“, „მანჩურის სოკო“, იაპონური სოკო, მედუზა, – მას როგორ არ უწოდებენ.

ჩაის სოკოს თვისება

ჩაის სოკო მდიდარი ძმრის და რძის მჟავებით, ასევე საფუარის კულტურით. სოკოში შემავალი განსაკუთრებული ფერმენტები, ორგანიზმში ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. სწორედ ამიტომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის მისი ნაყენი ცოცხალ წყალს წარმოადგენს.

ეფექტი განსაკუთრებულად შესამჩნევი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ არის. ანტიბიოტიკები ნაწლავებში ყველა სასარგებლო მიკროფლორას კლავენ, ხოლო ამ სასწაული სასმელის გამოყენებით მისი აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება.

ჩაის სოკოს მიღება ღვიძლის და პანკრეასის დაავადების დროსაც სასარგებლოა. წარმოუდგენლად სასარგებლოა მისი დალევა ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევის, გასუქების, ჰორმონალური დისბალანსის დროს! ჩაის სოკო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, რადგან კუჭის ნორმალური მუშაობა გახდომის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს. ასევე ნაყენი ნერვულ სისტემას დააწყნარებს და თავის მუდმივ ტკივილს გააქრობს.

აი, ზუსტი ინსტრუქცია, როგორ გაზარდოთ ჩაის სოკო სახლის პირობებში.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • სუფთა ლიტრიანი მინის ქილა
  • 5 ს/კ შავი ჩაის ფოთოლი დანამატების გარეშე
  • 0,5 ლ მდუღარე წყალი
  • 7 ს/კ შაქარი
  • მარლა

მომზადება:

1.ჩაი ჩვეულებრივად მოადუღეთ, გააგრილეთ. შაქარი დაუმატეთ.

2.ლიტრიანი ქილა სოდით გარეცხეთ, რომ ყველა მავნე მიკროორგანიზმი მოკლათ. ქილა მარლაში გაწურული ჩაით ნახევრად აავსეთ.

3.ქილას მარლა შემოახვიეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. რამდენიმე კვირაში ის ძმრისთვის დამახასიათებელ სუნს გამოსცემს, უკვე ნახევარ თვეში მის ზედაპირზე სოკო გაიზრდება. ის ფრთხილად უნდა გამოიღოთ და სამლიტრიან ქილაში უნდა გადაიტანოთ, რომელიც ჩაით არის სავსე.

როგორც აღმოჩნდა, ჩაის სოკოს ნაყენი რეკომენდებულია თმის გადასავლებად, რომ თმა უფრო რბილი და ძლიერი გახდეს, სახეზე ტონიკის სახით, ან ჭრილობის შესახორცებლად.

ჩაის სოკოს ნაყენის რეგულარული გამოყენება – დღეში 3-4-ჯერ ნახევარი ჭიქა – დაგეხმარებათ ჰიპერტონიის დროს და სისხლში ქოლესტერინის დონეს შეამცირებს. მისი ღამით მიღება რეკომენდებულია ათეროსკლეროზის დროს. სადილის წინ 1 ჭიქა ნაყენის მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ანემია აწუხებს.

ჩაის სოკო ცოცხალი წამალია! თუმცა მის გამოყენებას უკუჩვენებაც აქვს: ეს არის შაქრის დიაბეტი, გასტრიტი, დაბალი არტერიული წნევა, ასევე სოკოვანი დაავადების დროს. დანარჩენ შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ! გისრუვებთ ჯანმრთელობას.