ინგლისელმა ქალებმა თავის მოვლა იციან: სახის გასაახალგაზრდავებელი ნიღბის უძველესი რეცეპტი

1346
ინგლისელმა ქალებმა თავის მოვლა იციან: სახის გასაახალგაზრდავებელი ნიღბის უძველესი რეცეპტი
ინგლისელმა ქალებმა თავის მოვლა იციან: სახის გასაახალგაზრდავებელი ნიღბის უძველესი რეცეპტი

ყველა ქალს სურს, რომ ლამაზი და ახალგაზრდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ამისთვის სახის და სხეულის კანის მოვლა არის საჭირო. საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევაში რომ დაგეხმაროთ, თქვენ ინგლისური სახის გასაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტს გთავაზობთ. ეს რეცეპტი თითქმის 500 წლისაა, ამიტომ თამამად შეიძლება დადასტურებით ვთქვათ. რომ მისი ეფექტი საუკუნეების მიერ არის გამოცდილი! ნიღბის ინგრედიენტები ყველაზე ხელმისაწვდომია, ხოლო გაკეთებით ძილის წინ უნდა გაიკეთოთ.

ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანზე შეიძლება გამოიყენოთ. შედეგი კანი სუფთა და ჯანსაღი იქნება. ნიღაბი კანს გამოკვებავს, დაატენიანებს, სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს. ამის შემდეგ სახის ფერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება!

გამოცდილის სახის ნიღაბი

თქვენ გჭირდებათ მხოლოდ 3 ჭიქა

1.პირველი ნებისმიერი მცენარეული ზეთით და დაქუცმაცებული შვრიის ფანტელით აავსეთ. პროპორციით 1:1.

2.მეორე წვრილ სახეხზე გახეხილი ვაშლით, ნახევარი ლიმონის წვენით და 1 ს/კ თაფლით აავსეთ.

3.მესამე – კეფირით ან შრატით 1 ჩ/კ წვრილი საკვები მარილით (მარილი ბოლოს უნდა დაუმატოთ, რომ გახსნა ვერ მოასწროს)

ნიღბის წასმა

1.სახეზე, კისერსა და დეკოლტეს ზონაზე პირველი ჭიქის მასა წაისვით. კანი 2-3 წუთით მსუბუქად დაიმასაჟეთ. ამის შემდეგ ნიღაბი 5 წუთით გაიჩერეთ.

2.ნიღბის პირველი ფენა არ მოიშოროთ, ზემოდან მეორე ჭიქის მასა წაისვით. კანი კიდევ 2-3 წუთით დაიმასაჟეთ და ნიღაბი კიდევ 5 წუთით გაიჩერეთ.

3.ნიღაბი მესამე ჭიქის მასაში დასველებული ბამბის დისკით ან ღრუბელის გამოყენებით მოიშორეთ. კანი კიდევ 2-3 წუთით დაიმასაჟეთ და კვლავ 5 წუთით გაიჩერეთ.

4.ნიღაბი მინერალური წლით ან გვირილას ნაყენით მოიშორეთ. შემდეგ ღამის კრემი წაისვით.

სასურველია კურსის სახით ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ნიღაბი მთელ სხეულზე გაიკეთეთ. შედეგი არ დააყოვნებს! კანი უფრო სუფთა და ჯანსაღი გახდება. თქვენი შესახედაობა უფრო ახალგაზრდული იქნება.