ბერლინური დიეტა: 10 მსუყე დღეში 4 კგ აორთქლდა

1116
ბერლინური დიეტა: 10 მსუყე დღეში 4 კგ აორთქლდა
ბერლინური დიეტა: 10 მსუყე დღეში 4 კგ აორთქლდა

როგორც კი შეფუთვის და მოხდენილი სხეულის თბილ სვიტრებში, ჯინსებსა და მოსაცმელებში დამალვის დრო მოდის, ბევრის ჭამის სურვილი გვიჩნდება. სიცივესთან თან ტკბილეულით თავის განებივრების გადაულახავი სურვილი მოჰყვება და ზედმეტი სანტიმეტრები კვლავ ყველაზე პრობლემურ ადგილებში ჩნდება.

შემოდგომა-ზამთრის სევდის შთანთქვის სურვილის დროს, ცოტას თუ ახსენდება, რომ ახალი წლის ღამეს საუკეთესო კაბის ჩაცმა და სრულყოფილად ყოფნა სურს. ხოლო როცა დღესასწაულამდე ცოტა დრო რჩება, ქალების უმეტესობა უბრალოდ ხელს იქნევს. ამის გაკეთებას არ გირჩევთ, მერწმუნეთ, გახდომის შანსი ყოველთვის გაქვთ. და ამასთან შიმშილობას არ გირჩევთ, პირიქით, ბერლინურ დიეტას გთავაზობთ, რომელიც უმოკლეს დროში ზედმეტ სანტიმეტრებს მოგაშორებთ. თუ ამ მენიუს გამოიყენებთ, 100%-ით მოხდენილი იქნებით!

ბერლინური დიეტის მენიუ

დღე #1

საუზმე: 1 ჭიქა ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე, მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ხორბლის პური და მწვანე ვაშლი.

სადილი: 2 მოხარშული კარტოფილი, 150 გრ მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის სალათი და 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.

სამხარი: 150 გრ ლორი, 2 ნაჭერი პური ქატოთი და ახალი კიტრით.

ვახშამი: 1 ჭიქა ახალ დაწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენი.

დღე #2

საუზმე: 1 ჭიქა ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე, გახუხული პური ყველით და 1 მწვანე ვაშლი.

სადილი: 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, 200 გრ მაკარონი (ხორბლის მყარი ჯიშისგან მიღებული), ახალი ბოსტნეულის სალათი და 1 ჭიქა ხილის ფრეში.

სამხარი: 150 გრ ლორი, მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ქატოს პური და 1 ჭიქა ჩაი შაქრის გარეშე.

ვახშამი: 1 ჭიქა სუფთა წყალი.

დღე #3

საუზმე: ჩაი შაქრის გარეშე, ხორბლის გახუხული პური 1 ს/კ ჯემთან ერთად.

სადილი: 150 გრ მოთუშული ქათმის ღვიძლი, ახალი ბოსტნეულის სალათი, ბოსტნეულის ან ხილის ფრეში.

სამხარი: 200 გრ უცხიმო ხაჭო, მწვანე ვაშლი ან ბანანი

ვახშამი: ახალ დაწურული ხილის წვენი

დღე #4

საუზმე: ჩაი შაქრის გარეშე, გახუხული პური ლორით ან ყველით და მოხარშული კვერცხი.

სადილი: 150 გრ თეთრი ხორცი, 200 გრ კომბოსტოს მწნილი და 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.

სამხარი: 1 ნაჭერი ქატოს პური, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი და 1 ჭიქა ჩაი შაქრის გარეშე.

ვახშამი: 1 ჭიქა ახალ დაწურული წვენი.

დღე #5

საუზმე: ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე, 1 ნაჭერი ხორბლის პური, მოხარშული კვერცხი

სადილი: 150 მოხარშული ქათმის მკერდი, 200 გრ ყავისფერი ბრინჯი, ახალი ბოსტნეულის სალათი და ნახევარი გრეიფრუტი.

სამხარი: 150 გრ ლორი ან მოხარშული ინდაურის ხორცი, გახუხული პური და ჩაი შაქრის გარეშე.

ვახშამი: ახალ დაწურული წვენი.

დღე #6

საუზმე: რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა, ყავა ან ჩაი შაქრის გარეშე, ნებისმიერი ხილი.

სადილი: ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო, 150 გრ მოხარშული თევზი, ხილი.

სამხარი: გახუხული პური ყველით, ჩაი შაქრის გარეშე, ფორთოხალი ან 3 მანდარინი.

ვახშამი: 1 ჭიქა სუფთა წყალი.

დღე #7

საუზმე: ჩაი შაქრის გარეშე, გახუხული ხორბლის პური 1 ს/კ ჯემთან ერთად.

სადილი: 2 გამომცხვარი კარტოფილი, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი ან ქათმის მკერდი და ბოსტნეულის სალათი.

სამხარი: 2 ნაჭერი პური ლორთან და ყველთან ერთად, ყავა ან ჩაი შაქრის გარეშე.

ვახშამი: 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.

დღე #8

საუზმე: ყავა შაქრის გარეშე, 2 გახუხული პური თაფლთან ერთად.

სადილი: 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, ბოსტნეულის სალათი, ახალ დაწურული ბოსტნეულის წვენი.

სამხარი: 250 გრ უცხიმო ხაჭო, 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 ჭიქა ჩაი შაქრის გარეშე.

ვახშამი: ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

დღე #9

საუზმე: ყავა შაქრის გარეშე, 2 ნაჭერი პური, მოხარშული კვერცხი.

სადილი: 150 გრ მოხარშული ქათმის მკერდი, ახალი ბოსტნეულის სალათი, ნებისმიერი ხილი.

სამხარი: მცირე ნაჭერი შვრიის ნამცხვარი ვაშლთან ერთად და ჩაი შაქრის გარეშე.

ვახშამი: მწვანე ვაშლი ან ახალი კიტრი.

დღე #10

საუზმე: უტკბილო ჩაი, გახუხული პური ლორით ან ყველით, მოხარშული კვერცხი.

სადილი: წიწიბურას წვნიანი წყალზე, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, პომიდორი ან კიტრი.

სამხარი: 1 ნაჭერი პური ყველთან ერთად, ფორთოხალი ან გრეიფრუტი და უტკბილო ჩაი.

ვახშამი: ახალ დაწურული ბოსტნეულის ან ხილის წვენი.

როგორც ხედავთ შიმშილის გრძნობასთან ბრძოლა არ მოგიწევთ, რადგან დიეტის მენიუ საკმაოდ მსუყე და მრავალფეროვანია. ამ აღმოჩენის მეგობრისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ.