ეს უბრალოდ დღესასწაულია. ახალ წელს ყველაზე მაგრად რომელი ზოდიაქოს ნიშანი აღნიშნავს

1277
ეს უბრალოდ დღესასწაულია. ახალ წელს ყველაზე მაგრად რომელი ზოდიაქოს ნიშანი აღნიშნავს
ეს უბრალოდ დღესასწაულია. ახალ წელს ყველაზე მაგრად რომელი ზოდიაქოს ნიშანი აღნიშნავს

დღეს გიამბობთ, თუ ახალი წლის ღამეს ნამდვილ კოცონს რომელიც ზოდიაქოს ნიშანი დაანთებს, ხოლო ვინ დაასრულებს ოლივიეს მოწყენილი სახით. გსურთ გაიგოთ, ვინ არის პირველ ადგილზე? მაშინ ჩვენი რეიტინგი წაიკითხეთ.

მე-12 ადგილი  – ქალწული

რა დასანანია! ქალწული ახალ წელს ვერ იტანს, რადგან მასში გაერთიანებულია ყველაფერი, რაც მას სძულს: ყალბი მხიარულება, დაზეპირებული სურვილები, ჯანმრთელობის სადღეგრძელო და სხვა მსგავსი. ხოლო დიდი საათის ხმა უბრალოდ ზედმეტი პაფოსია. ახალ წელს ქალწულს სახლში მყუდროდ მოკალათება ურჩევნია, ასე რომ გირჩევთ არ შეეხოთ. თუ ქალწული თქვენს გვერდით არის, ფრთხილად იყავით: ის გულწრფელად დალევას გაიძულებთ. ეს მტკივნეულია!

მე-11 ადგილი – თევზები

თევზებისთვის ახალი წლის ღამე ერთი დიდი სტრესია: 31 დეკემბერს დილით იმას აცნობიერებენ, უკვე დღეს დღესასწაულია და ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთოს! თევზები შეეცდება თქვენი საათი 15 წუთით უკან გადასწიოს, რომ თქვენ დააგვიანოთ. თევზები ვერ იტანს ფრაზას „უნდა ვიჩქაროთ, ცოტა დრო გვაქვს“. ახალ წელს მათ ცოტა დრო აქვთ, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად აღნიშნავს: სახლში შუბის სალათის მომზადებას 23:25 წუთზე მორჩება, ხოლო სტუმრად დროულად ვერ მივა და სხვა უბანში ამოყოფს თავს. ასეთი სტრესის შემდეგ თევზებს ჯერ დამშვიდება სჭირდებათ, შემდეგ კი დღესასწაულის აღნიშვნა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როცა უკვე დამშვიდებას მოახერხებენ, უფრო ზრდასრული ზოდიაქოს ნიშნები სალათი ოლივიეს მირთმევას დაასრულებენ.

მე-10 ადგილი – თხის რქა

თხის რქა გართობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ თავიდან მას ამოსუნთქვა სჭირდება: გემრიელობის მირთმევა, ნათესავებისთვის მილოცვა, დალევა – შეიძლება გარეთ ფეიერვერკების გასაშვებად გავიდეს, ზოგჯერ სიგარეტის მოსაწევად. მნიშვნელოვანი პირობა: თხის რქამ პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს. როგორც ხვდებით, თხის რქა წვეულებაზე არასდროს დაიღლება: შეიძლება დახმარების სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ყოველთვის მოიძებნა სტუმარი, რომლეიც ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე გაითიშება და ამ წლის მოდიფიცირებულ სიმბოლოდ მოქცევას დაიწყებს. და ვინ შეასრულებს მომლაპარაკებლის როლს ფსიქოთერაპევტის, ექიმის, მწვრთნელის, პოლიციისა და მეზობელს შორის კონფლიქტს?რა თქმა უნდა, თხის რქა. აქ მხიარულობის დრო არ არის.

მე-9 ადგილი – კურო

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: კუროს ახალი წელი თითქმის არასდროს არ ახარებს. რას დაგვპირდნენ? საახალწლო სასწაულებს! რომ ნაძვის ხის და მანდარინების სუნი თავბრუს დაგვახვევდა, რომ ნათურების ნათებით სახლი ჯადოსნურ სასახლედ გარდაიქმნებოდა, რომ ნაძვის ხის სათამაშო ბავშვურ აღტაცებას დააბრუნებდა, რომ შამპანურის მხიარული ბუშტები ნამდვილად მხიარულია. და რას ვღებულობთ? რომ ყველა ჯინაზე იქცევა: ქმარმა ტყის ნაძვის ხე მოიტანა, კატამ სათამაშო თოვლის ბაბუა გააფუჭა. თითქოსდა შეთანხმდნენ არა? მეორე მხრივ, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ შუაღამის შემდეგ სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე უკეთეს დროს ატარებს: მას უბრალოდ საძინებელში ნოუთბუქი, ორი ბოთლი შამპანური შეაქვს და ადამიანურ ცოდვაში გადადის. მაგ. მეხუთედ უყურებს „სამეფო კარის თამაშების“ მეოთხე სეზონს.

მე-8 ადგილი – კირჩხიბი

მერვე ადგილს კირჩხიბი იკავებს, რომელიც დეკემბრის დასაწყისიდან იდეალურ ახალ წელზე ფიქრობს: ბრწყინვალე სუფთა სახლი, მსუქანი ნაძვის ხე სასტუმრო ოთახში, მთელი ოჯახი საახალწლო სუფრაზე (ასევე ყვავილები და თევზი აუცილებლად), გრძნობით აღსავსე სადღეგრძელოები, დიასახლისის შექება და მგრძნობიარე სიმღერები მეხუთე ჭიქის შემდეგ. რა ხდება სინამდვილეში: ოჯახის წევრები საკუთარი საქმეებით არიან დაკავებულნი და საათობით ოლივიეს ინგრედიენტების დაჭრის სურვილი არ აქვთ. მრავალფეროვანი კერძებით სავსე მაგიდის შემხედვარე სტუმრები ამბობენ, „ასე ვისთვის გაისარჯე?“. კირჩხიბის გარდა სადღეგრძელოს წარმოთქმაზე ყველა უარს ამბობს, მას კი საეჭვოდ უსმენენ… და ბოლოს სიმღერის სტადიაზე აღმოაჩენს, რომ პატარები სათამაშოდ გავიდნენ, უფროსები მოსაწევად გავიდნენ, ხოლო ვინც არ ეწევა, ისინი უკვე თვლემენ. და ამის შემხედვარე როგორ უნდა გაერთო?

მე-7 ადგილი – ტყუპები

ზოდიაქოს ნიშნებს შორის წვეულებების ყველაზე დიდ მოყვარულს მეშვიდე ადგილი ერგო: პირველ რიგში, მათ ენერგია ამოეწურა.

მაგრამ, თუ სერიოზულად ვიტყვით, ახალი წელი – ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც ტყუპებს მწარე რეალობაში აბრუნებს: ყველა წლის შედეგებს აჯამებს, დანაკარგს ითვლიან, მიღწევების დემონსტრირებას ახდენენ და ყველა შესაძლო მეთოდით აღნიშნავენ, რომ დრო სწრაფად გადის. აი, ტყუპებს ანგარიშის დროს ნერვოზი ეწყებათ: მათი ნება რომ იყოს, კალენდრის გაყიდვას საერთოდ აკრძალავდა, 70 წელს ასე მომწამვლელად და პოტენციურად ტრავმირებულად არ დაასრულებდა. ახალი წელი ტყუპებს სურვილის მიუხედავად რეალობაში ჩახედვას აიძულებს, ამის შემდეგ სტუმრებთან კარგი განწყობით არ გამოდის. ამ ღამის გადატანის ერთადერთი შანსი, კარგად გამოთრობა არის, მაშინ ურჩხული გარეთ გამოვა და ყველა იმხიარულებს.

მე-6 ადგილი – ლომი

ცენტრალურ ადგილს ლომი იკავებს, რომელიც ახალი წლის საღამოს აკადემიურ ორკესტრს, შავ ხიზილალას და სტუმრად ცნობილ სახეებს ელოდება. მათ ყველაფრის მიღება შეუძლიათ. როგორც იახტაზე წვეულება, სადაც ჯონი დეპიც იქნება, ასევე კოქტეილის საღამო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლომი ნებისმიერ სიტუაციაში ლომურ ღირსებას ინარჩუნებს და წვეულების ცენტრალური ფიგურა ხდება. მაგრამ გართობას ვერსად შეძლებს: რეპუტაციაზე მუშაობა დიდი ძალისხმევას მოითხოვს.

მე-5 ადგილი – მორიელი

მორიელი ახალ წელზე გულწრფელად შეყვარებული არის, რადგან ეს სწორედ ის ღამეა, როცა ახლობლებით მანიპულირება შეიძლება ისე, რომ ზედმეტი ძალისხმევის გაწევაც არ მოუწევს. საკმარისია თქვას: „მე არ მოვალ, რაღაც განწყობაზე არ ვარ“ , რომ ყველა მეფური მორიელის წინაშე გაჩნდება და მას ღვთაებრივ ბატის ხორცს ვაშლით, სასმელს, შავ ხიზილალას, სასიამოვნო კომპანიას და ნამდვილ ნაძვის ხის სათამაშოებს შესთავაზებენ. არა, არანაირი განსაკუთრებული ექსკლუზიური სარგებელი, არამედ ურთიერთობა: წვეულება მოსაწყენი აღარ იქნება, რადგან მორიელი მისი ცენტრი გახდება. თოვლის ბაბუა? არა, ამის შესახებ არ სმენია.

მე-4 ადგილი – ვერძი

სამეულამდე ცოტა დააკლდა, რომლის გარეშეც საახალწლო წვეულების წარმოდგენა რთული არის. შამპანურის საცობს ნათურას ვინ მოარტყამს? წინასწარ 8 ყუთ ფეიერვერკს ვინ შეაგროვებს? ვინ მოიფიქრებს ათობით სასაცილო კონკურსებს თავისი ჯილდოებით, და მოგზაურობას ქალაქის ერთ-ერთ ბარში? რა თქმა უნდა, ვერძი! მხოლოდ ერთი პრობლემაა: ვერძს წლის ყველაზე მაგარი წვეულების მოწყობა შეუძლია, მაგრამ თავად ოლივიეში თავჩარგულს მანამ დაეძინება, სანამ ბარში შეიკრიბებიან.

მე-3 ადგილი – მერწყული

ბრინჯაოს მედალი და საახალწლო წვეულების ყველაზე დაუღალავი ტიტულის მფლობელი მერწყული გახდა. პირველ რიგში, მას ყველგან და ყოველთვის გართობა შეუძლია, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს, ღორის წელი სად მოუსწრებს: აეროპორტში, ღამის დასარჩენ ადგილას, ბნელ ხეივანზე  თუ მიტოვებული საბავშვო ბაღის ეზოში – მერწყული ყველგან გაერთობა. მეორე მხრივ, არ აინტერესებს თუ რა არის წვეულების მიზეზი. სწორედ ამიტომ მესამე ადგილს იკავებს. მის საახალწლო დღესასწაულზე არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. თუმცა, განა სისულელე არაა იპოვოთ მიზეზი იმისთვის, რომ გემრიელად მიირთვათ, დალიოთ და გაერთოთ?

მე-2 ადგილი – მშვილდოსანი

ვერცხლის მედალი მშვილდოსანს ერგო  ადამიანს, რომელსაც ყველაზე მოსაწყენი საახალწლო შეკრების ნამდვილ წვეულებად გარდაქმნა შეუძლია. მშვილდოსნის საიდუმლო მგონი ყველასთვის ცნობილია: უშრეტი ოპტიმიზმი, თავგადასავლებისთვის მზადყოფნა, მხიარულების, ინტელექტის, იუმორისკენ მისწრაფება და ნებისმიერთან საერთო ენის გამონახვა – აი, წარმატების რეცეპტი. სინამდვილეში ყველაფერი სიმართლეა, ოღონდ ხილული ნაწილი. მხოლოდ მწვერვალი, როგორც აისბერგი. ყინულოვანი წყლის ქვეშ კი მშვილდოსანი სიამოვნებას მალავს: მშვილდოსანს უყვარს იმის ყურება, თუ სხვები როგორ უსხდებიან სუფრას. ახალ წელი მათთვის ყველაზე მხიარული დღესასწაულია.

1-ელი ადგილი – სასწორი

საპატიო პირველი ადგილი და „ახალი წლის დედოფლის“ ტიტული სასწორს ერგო. ამასთან სასწორი ფაქტიურად არც იხარჯება და ახალი წლის ყველგან და ყველანაირად აღნიშვნა შეუძლიათ. ყველაზე მთავარს მათ ვერ წაართმევთ: სასწორს გულწრფელად სჯერა, რომ ეს ღამე ჯადოსნურია და თავის განწყობით ყველას ავსებს. ახალი წლის ღამეს მასთან სტუმრობას გირჩევთ.