ღორი ყულაბა: 2019 წლის ფინანსური და კარიერული ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1751
ღორი ყულაბა: 2019 წლის ფინანსური და კარიერული ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ღორი ყულაბა: 2019 წლის ფინანსური და კარიერული ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

გსურთ გაიგოთ, თუ როგორი კარიერული პერსპექტივები გელოდებათ ღორის წელში? მაშინ ასტროლოგი ვერა ხუბელაშვილის ზუსტი პროგნოზი წაიკითხეთ.

ვერძი

ზოდიაქოს პირველი ნიშნის წარმომადგენლებს 2019 წელს შეუძლიათ კარიერაზე არ ინერვიულონ. ყველაფერი შეუდარებლად იქნება. თუ მმართველი პოზიციების დაკავება გსურთ – ამ წლის მფარველი ღორი წარმატებაში ხელს შეგიწყობთ. მეშურნეები აუცილებლად იქნებიან, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციოთ. მაშინაც კი, თუ 2018 წელს სამსახურის გარეშე შეხვდებიან, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკვე იანვარში სამსახური გამოჩნდება. მთავარია – საკუთარი ძალების ირწმუნოთ და რისკზე წასვლის არ შეგეშინდეთ. თუ საკუთარი საქმის გახსნის სურვილი გაქვთ, ასეც მოიქეცით! ღორი მის წარმატებაზე იზრუნებს. ღირებულ რჩევას მოგცემთ: აირჩიეთ ის, რაც სულით და გულით ნამდვილად გსურთ. მოგებას ან ფინანსებს არ გამოეკიდოთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ სამსახურში თქვენს ადგილას იმყოფებით, სხვა ყველაფერი ისედაც გამოვა.

კურო

2019 წლის მფარველის კარიერაში ცვლილებების მოთხოვნით გული არ გაუწვრილოთ. მას თქვენი საქმიანობის შესახებ განსხვავებული შეხედულებები აქვს და მოგიწოდებთ სტაბილურობისკენ, თვლის რომ ეს თქვენთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია. სწორედ ახლანდელ ადგილას საუკეთესო პერსპექტივების შანსი გაქვთ. და კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრების ახალ რიტმსა და მდგომარეობაზე გადასვლა არ მოგიწევთ: თქვენ ჩვეულ ადგილას დარჩებით და დაკავდებით იმ საქმიანობით, რაშიც უკვე დიდი ხანია კარგად გამოგდით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. პირიქით, სწორედ მას უნდა ელოდოთ 2019 წელს. უკვე წლის დასაწყიში არაერთი შანსი გაჩნდება, რომელიც საკუთარი მიმართულებით განვითარების საშუალებას მოგცემთ. ხოლო ბიზნესით დაკავებულნი, უბრალოდ წარმატება ელოდებათ.

ტყუპები

2019 წელს ტყუპებს სამსახურზე ფოკუსირება არ ენდომებათ, ღორი მის სოლიდარობას უცხადებს და ფინანსურ კეთილდღეობაზე ზიანის მიყენების გარეშე დასვენების ბევრ შანსს მისცემს. მიუხედავად ამისა, უკვე წლის შუა პერიოდში ტყუპების უმეტესობა რაღაც საქმით დაკავებას მოისურვებს და მათ ბევრი ვარიანტი გამოუჩნდებათ, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესი იქნება. ნებისმიერზე დათანხმება შეიძლება, რადგან გულკეთილი ღორი ამ ნიშნის წარმატებით დაინტერესებული არის. ვინც 2018 წლის ალიაქოთით დაიღალა დასვენების საშუალებას დაუწყებს ძებნას, ძალების აღდგენას საბოლოოდ შემოდგომის დასაწყისში შეძლებს. კარიერული ზრდა – საკმაოდ პერსპექტიულია იმ ტყუპებისთვის, რომლებიც სამსახურზე არიან კონცენტრირებულნი.

კირჩხიბი

კირჩხიბს მთელი წლის განმავლობაში კარიერაში სტაბილურობა ელოდება. მათგან ცოტას თუ მოუნდება პროფესიის ან სამსახურის შეცვლა, რადგან ამის მიზეზი არ გამოჩნდება. კარიერული ზრდა გამორიცხული არაა, ოღონდ ნელა და მოკრძალებულად, რადგან ღორი ცდილობს მგრძნობიარე კირჩხიბს სწრაფი ცვლილებები აარიდოს. 2019 წლის მფარველი გირჩევთ სამომავლოდ ნიადაგი მოამზადოთ – ამისთვის კონკრეტულ სფეროში საჭირო ცოდნა მიიღოთ, იქ, სადაც ხარვეზები არის ამოავსოთ. რაც უფრო მეტ ენთუზიაზმს გამოიჩენთ, წლის ბოლოს მით უფრო მეტი წარმატება გელოდებათ. ბიზნესმენები საკუთარ პროექტებს გააფართოებენ და ინვესტორების დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. შემოქმედებითი კირჩხიბი შთაგონების წყაროს და ნამუშევრების ჩვენების ახალ მეთოდებს იპოვიან. ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელი თანამდეობრივ ზრდას მიუახლოვდება, ყველაზე გულმოდგინე კი მას წლის ბოლოს საახალწლო საჩუქრის სახით მიიღებს.

ლომი

ლომს მოთმინების მოკრება მოუწევს, რადგან ღორი კარიერულ საკითხებში დიდად არ დაეხმარება. 2019 წლის მფარველი ლომის კარიერული ზრდისთვის ნიადაგს ნელა გაანაყოფიერებს. ხელსაყრელ ცვლილებებს ივნისი-ივლისის პერიოდში ელოდეთ, მანამდე კი ცოდნის ამაღლებაზე იზრუნეთ. მაგ., თუ ფიქრობთ, რომ ახალ სამუშაო ადგილას ინგლისური ენის შესწავლა გჭირდებათ, ზამთარი და გაზაფხული ამ მხრივ ცოდნის გაღრმავებას დაუთმეთ. თუ ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, 2019 წლის პირველი ნახევარი ეფექტური სტრატეგიები დაგეგმეთ. ხელმძღვანელებს ღორი გირჩევთ ქვეშევრდომებს ყურადღება მიაქციოთ და მათი ურთიერთქმედება დაარეგულიროთ.

ქალწული

ღორს მის მფლობელობაში ქალწულის დანახვა ძალიან გაუხარდება. თავდაპირველად მათ შეშინებას შეეცდება, მიანიშნებს, რომ წარმატება მათგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს მოჩვენებითია. სინამდვილეში წლის მფარველმა ქალწულისთვის უკვე ყველაფერი მოიფიქრა და ამ სფეროში მათ ბევრ პერსპექტივას სთავაზობს: დაელოდეთ წარმატებულ პროექტებს, გარიგებებს, სხვადასხვა საინტერესო და მომგებიან შეთავაზებებს. ფულის გამომუშავების ბევრი შანსი გექნებათ. ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ. მთელ ფულს ვერ გამოიმუშავებთ და ყველაფერს აქვს საზღვარი აქვს. მზრუნველი გოჭი ეცდება, რომ ქალწულმა ცხოვრების ყველა სფეროში საკუთარი თავი გამოავლინოს და კარიერა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. საკუთარი ძალები სწორად შეაფასეთ და სხვა რამეზე გადართვა და ცოტა დასვენება არ დაგავიწყდეთ.

სასწორი

2019 წელს რაიმე საქმით დაწყებას სასწორი ადვილად მოახერხებს. ღორი ყველა პირობას შექმნისთვის, რომ სასწორის სიახლის არ შეეშინდეს. მაგ., ბევრი საკუთარ თავში შემოქმედებით უნარებს აღმოაჩენს და მათ შემოსავლის მთავარ წყაროდ გახდის. მაგრამ ამის წინასწარ განზრახვით მოთხოვნა არ ღირს – საკუთარ თავს, გრძნობებს და სურვილებს მოუსმინეთ. თუ გზას და მიმართულებას სწორად აირჩევთ, წარმატება თქვენს მხარეს იქნება. მნიშვნელოვანი რჩევა ვარსკვლავებისგან: შიშსა და სხვა მსგავს ემოციას უფრო ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ, რადგან ღორს თქვენი სჯერა. გარდა ამისა, თქვენ აუცილებლად გაგიმართლებთ, განსაკუთრებით კარიერაში.

მორიელი

მორიელს 2019 წელს გრანდიოზული წარმატება ელოდება. თუ ძაღლის მფარველობის დროს სირთულეები გამორიცხული არ იყოს, თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი ღორი სიტუაციის გაკონტროლების საშუალებას მოგცემთ. ნებისმიერი შრომა თქვენს კარიერასა და ფინანსებზე დადებითად აისახება. სურვილის შემთხვევაში კარიერულ კიბეზე რამდენიმე ნაბიჯით ასვლასაც მოახერხებთ. თუ ასეთი მიზანი არ გაქვთ, ხელმძღვანელობასთან პრობლემები არ გექნებათ. ისინი გენდობიან და სრულ თავისუფლებას მოგანიჭებენ. თქვენ ღირებული თანამშრომელი ხართ, რომლის აზრიც ნებისმიერ საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაგრამ ამის ბოროტად გამოყენება არ ღირს. ხელმძღვანელის მხარდაჭერა საჭიროების გარეშე არ გამოიყენოთ. ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება თავადაც შეგიძლიათ.

მშვილდოსანი

ახალი წელი დიდი მოცულობის სამუშაოს გამოცდით დაიწყება. მათგან სწრაფად თავის დაღწევა არ სცადოთ. პირიქით, რაც უფრო ხარისხიანად შეასრულებთ, მით უფრო კარგ რეკომენდაციას გაუწევთ საკუთარ თავს და ეს კი სამომავლო თანამშრომლობაზე დადებითად აისახება. საკუთარი ბიზნესის გახსნის გადაწყვეტილება – საუკეთესო გამოსავალი არის. თუ ასე მოიქცევით, ღორი სრულ მფარველობას გაგიწევთ. შემოქმედებითი მშვილდოსანი აუცილებლად იპოვის აუდიტორიას, რომლებიც მათი მუშაობით აღფრთოვანებულნი დარჩებიან. პერსპექტივაში გატაცება შეიძლება შემოსავლის წყაროდ აქციოთ. შესაბამისად, ფულის თვალსაზრისით ყველაფერი კარგად იქნება.

თხის რქა

თხის რქამ სწრაფ შედეგებზე გათვლა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ პროფესიული კუთხით წარმატების იმედი უნდა გქონდეთ. აუჩქარებელი ღორი თქვენი კარიერული ზრდისთვის ნიადაგის მომზადებაზე დიდ დროს დახარჯავს, მაგრამ შედეგი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება. დაწინაურება, ყველაზე მოსალოდნელია და ბევრი თხის რქისთვის გარდაუვალი პერსპექტივა არის. თუ ახალი, საინტერესო პროფესიის ნახვის სურვილი გაქვთ, ღორი აუცილებლად რაიმე საინტერესო ვარიანტს შემოგთავაზებთ. ხელფასი გაიზრდება – ასევე არა სწრაფად, მაგრამ სტაბილურად. მოკლევადიანი მოგებისა და გრძელვადიანი პერსპექტივის არჩევანის შემთხვევაში, უპირატესობა გრძელვადიან პროექტს მიანიჭეთ.

მერწყული

2019 წლის მფარველმა მერწყულისთვის სამუშაოს კუთხით საკმაოდ საინტერესო რამ გადაინახა, მაგრამ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა სურს და დეტალებზე არ საუბრობს. წლის დასაწყისში ცოტა მუშაობა მოგიწევთ, თუ ღორს თქვენზე და თქვენს კარიერაზე რა გეგმები აქვს. ალბათ მოგეწონებათ, ასე რომ მოთმინება მოიკრიბეთ და მომენტალურ შედეგს არ ელოდოთ. თუ წლის მფარველს არ ააჩქარებთ, მაისის დასაწყისში კარიერულ კიბეზე წარმოუდგენელი წინსვლა გელოდებათ. თქვენი საქმიანობა მალე შედეგს გამოიღებს, რითაც კმაყოფილი დარჩებით. ხელმძღვანელობა თქვენს საქმიანობას დადებითად შეაფასებს და სათანადო ანაზღაურებას შემოგთავაზებთ. მთავარია – არ გადააჭარბოთ, პირადი ცხოვრებისთვის სივრცე და დრო დატოვეთ. სამსახური არსად გაიქცევა და მასში წარმატება გარანტირებული არის, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, ცვლილებებზე  სწრაფად რეაგირება უნდა ისწავლოთ.

თევზები

ზოდიაქოს მე-12 ნიშანს სერიოზული ცვლილებები ელოდება. წლის დასაწყიში გაუჩნდებათ კითხვა იმის შესახებ, თუ კარიერული კუთხით რაღაც ახალი, განვითარების ელემენტი არის საჭირო, რომელიც მათ ცხოვრებაში არ არის. წელი ძიების პროცესით დაიწყება და ღორი ამ საქმიანობაში შემოგიერთდებით. ის ოპტიმალურ გარემოს და პირობას შექმნის იმისთვის, რომ ახალი საქმე სწრაფად იპოვოთ. მოსაბეზრებელ საქმიანობაზე უარის თქმისთვის მზად იყავით. ფინანსურ დახმარებაზე უარი არ თქვათ, თუ ეს სანდო ხალხმა შემოგთავაზათ. კარიერაში ხელსაყრელი ცვლილებები უკვე ზამთრის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში არის მოსალოდნელი.