მან ეს საშუალება შეღებილ თმაზე წაისვა, ნახევარ საათში კი გასაოცარი შედეგი მიიღო

1175
მან ეს საშუალება შეღებილ თმაზე წაისვა, ნახევარ საათში კი გასაოცარი შედეგი მიიღო
მან ეს საშუალება შეღებილ თმაზე წაისვა, ნახევარ საათში კი გასაოცარი შედეგი მიიღო

თავის კანი შამპუნის, კონდიციონერის, სავლების და თმის ნიღბების ქიმიურ ნივთიერებებს აქტიურად იწოვს. განსაკუთრებით აგრესიულად თმის შესაღები საშუალება მოქმედებს, რომელიც ალერგიას და სიწითლეს იწვევს.

გთავაზობთ თმის ნატურალურ კონდიციონერს, რომლის წყალობით ხელოვნური საშუალების გამოყენებაზე უარს იტყვით. ბუნებრივი კომპონენტები თმას უფრო ხავერდოვანს გახდის და ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს

როგორ დავატენიანოთ თმა

1.კონდიციონერი ბანანით

ბანანი დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს, რომლებიც თმის ეფექტურად დატენიანებას და კვებას ხელს უწყობს. კონდიციონერის მოსამზადებლად, საკმარისია 1 მწიფე ბანანი დაჭყლიტოთ, შემდეგ 1 ს/კ თაფლი და ამავე რაოდენობის ნუშის ზეთი დაუმატოთ.

მიღებული ნიღაბი წინასწარ დაბანილ თმაზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. კონდიციონერი გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ.

2.ბალახებზე დაფუძნებული კონდიციონერი

ასეთი კონდიციონერი მტვრევადი, მშრალი და შეღებილ თმის ნამდვილი მხსნელია. მისი არომატი კი დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა. კონდიციონერის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ნახევარი ლიტრა წყალი, 10 გრ მშრალი შავბალახა, 5 გრ გვირილას მშრალი ყვავილები, 5 გრ კალენდულას მშრალი ყვავილები და 15-20 წვეთი ღვიას ეთეროვანი ზეთი.

პირველ რიგში წყალი აადუღეთ, შემდეგ ბალახები მცირე ზომის ქვაბში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ნაყენს ბოლომდე გაგრილება აცადეთ.

შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და მცირე ზომის სპრეი ბოთლში გადაასხით, აქვე ეთეროვანი ზეთი დაუმატეთ. დარჩენილი საშუალება შეგიძლიათ მაცივარში 2 კვირის განმავლობაში შეინახოთ. კონდიციონერი ახალ დაბანილ და პირსახოცით გამშრალებულ თმაზე წაისვით.

3.კონდიციონერი ავოკადოსგან

ავოკადო ვიტამინებით და მინერალებით მდიდარია. ის თმას არბილებს და მტვრევად თმებს ატენიანებს. კონდიციონერის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ნახევარი მწიფე ავოკადო, 1 ჩ/კ ხორბლის ჩანასახის ზეთი, 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთი

ავოკადო დაჭყლიტეთ და აურიეთ ყველა ინგრედიენტი, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შემდეგ საშუალება წინასწარ დაბანილ თმაზე და თავის კანზე წაისვით. კონდიციონერი დაახლოებით 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ბალახების ნაყენით ჩამოიბანეთ.

აუცილებლად უამბეთ მეგობრებს, თუ მშრალი თმა როგორ დაატენიანოთ და გააძლიეროთ.