ბებიას ნარევი:აურიეთ, დააყენეთ და გამოიყენეთ. თაობების მიერ გამოცდილი რეცეპტი

1352
ბებიას ნარევი:აურიეთ, დააყენეთ და გამოიყენეთ. თაობების მიერ გამოცდილი რეცეპტი
ბებიას ნარევი:აურიეთ, დააყენეთ და გამოიყენეთ. თაობების მიერ გამოცდილი რეცეპტი

ტკივილი, რომელიც სხვადასხვა სახის სახსრების (ართრიტი, ართროზი, რევმატიზმი, ოსტეოქონდროზი) დაავადებას თან ახლავს, შეიძლება ნებისმიერ ასაკში გვაწუხებდეს, რაც ფიზიკურ აქტივობას და ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გთავაზობთ სახსრების ტკივილის გასაქრობ რეცეპტს, რომელიც თაობების მიერ არის გამოცდილი და ყოველთვის დადებითი კომენტარები ახლდა.

მტკივნეული სახსრების მკურნალობის გარდა, სახლში მომზადებული ნარევი საჯდომის ნერვის, მალთაშუა თიაქარის, ქუსლის ძვლის დეზი შევიწროების დროს… საერთოდ, არა საშუალება, არამედ ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც სახლში ყველას უნდა ჰქონდეს!

ნარევი სახსრებისთვის

ინგრედიენტები:

  • 40 ტაბლეტი ანალგინი
  • 40 მლ კაფურის სპირტი
  • 40 მლ 5%-იანი სპირტიანი იოდის ხსნარი
  • 200 მლ 70%-იანი სპირტი
  • 20 „სახსრების“ ოქროს ულვაში
  • ½ ჭიქა მშრალი წყლის მარწყვა ბალახის ფესვები
  • 40 მლ მენოვაზინი

მომზადება:

1.ანალგინი და წყლის მარწყვა ბალახის ფესვები დააქუცმაცეთ, ოქროს ულვაში ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ.

2.ყველა ინგრედიენტი 3 ლიტრიან ქილაში მოათავსეთ. კარგად შეანჯღრიეთ.

3.ქილა ბნელ ადგილას შეინახეთ და 3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მისი შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ.

10 დღის განმავლობაში მტკივნეულ ადგილას ძილის წინ შეიზილეთ და თბილად შეფუთეთ. შემდეგ 5 დღიანი შესვენება გააკეთეთ და კურსი გაიმეორეთ.

რეცეპტიდან გამორიცხეთ მენოვაზინი, თუ დაბალი არტერიული წნევა გაწუხებთ. ასევე საშუალება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენოთ.

იოდი, მენოვაზინი, ანალგინი, სპირტი შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ. ოქროს ულვაში ალბათ ყველა ოჯახში ფანჯრის თაროზე იზრდება, ხოლო წყლის მარწყვა ბალახი შეგიძლიათ ბებიასთან სოფელში, ან სამკურნალო მცენარეების ბაზარზე შეგიძლიათ იპოვოთ.

მეგობრების ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ – ამ საშუალების შესახებ მოუყევით!