აი რა მოხდება, თუ ცოტა იოდს ქუსლებზე წაისვამთ

17380
აი რა მოხდება, თუ ცოტა იოდს ქუსლებზე წაისვამთ
აი რა მოხდება, თუ ცოტა იოდს ქუსლებზე წაისვამთ

ფეხისგულებზე წასმული იოდის ბადე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ეს კი ფეხის შეშუპებას აქრობს, რაც აქტუალურია მათთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა ან ფეხზე დგომა უწევს.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ იოდი სხეულის ტემპერატურას ზრდის. სწორედ ამიტომ გაციების დროს, თუ ფეხის დათბობის საშუალება არ გაქვთ, ღამით ქუსლებზე იოდის ბადე წაისვით, ზემოდან კი თბილი წინდები ჩაიცვით.

გარდა ამისა, ამ პროცედურის წყალობით ორგანიზმში იოდის დონის შესახებ შეიძლება გაიგოთ. თუ დილით ბადე გამქრალი იქნება, ანუ თქვენ უფრო მეტი ზღვის პროდუქტი ან იოდის შემცველი საკვები უნდა მიიღოთ.

როგორ გავაკეთოთ იოდის ბადე

სანამ იოდის ბადეს გააკეთებთ, სასურველია დარწმუნდეთ, რომ იოდზე ალერგია არ გაქვთ. ამისთვის მაჯის შიდა მხარეს იოდის წვრილი ხაზი გაავლეთ და 15-30 წუთი დაელოდეთ. თუ ამ დროის განმავლობაში არანაირი მტკივნეული შეგრძნება ან სიწითლე არ გექნებათ, ყველაფერი წესრიგში და შეგიძლიათ შემდეგ ნაბიჯზე გადახვიდეთ.

იოდის სქელი ფენა არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამწვრობას მიიღებთ. ბამბის ჩხირით ფეხისგულებზე კვერცხის ზომის თხელი ბადე დახაზეთ დაახლოებით 1×1 სმ.

გახსოვდეთ, ეს მეთოდი როგორი ეფექტურიც არ უნდა იყოს, მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. ექიმები გირჩევენ იოდის ბადე კვირაში მაქსიმუმ 3-4-ჯერ გაიკეთოთ.

აი, ამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია თეთრებად ღირებულ პროცედურას, იოდის ბადის ქუსლებზე წასმას. ამ გასაოცარი მეთოდის შესახებ მეგობრებს უამბეთ, ამ ინფორმაციის მოსმენა მათთვის სასიამოვნო იქნება.