ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვანაირად ბერდებიან. თქვენზე ყველაფერი სიმართლეა?

1802
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვანაირად ბერდებიან. თქვენზე ყველაფერი სიმართლეა?
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვანაირად ბერდებიან. თქვენზე ყველაფერი სიმართლეა?

გაინტერესებთ, როგორი იქნება თქვენი სიბერე? მოდით ასტროლოგებს დავეკითხოთ! მათ შეადგინეს ჰოროსკოპი მათთვის, ვინც უკვე პენსიაზე გასვლაზე ფიქრობს. წაიკითხეთ, გაიღიმეთ და საკუთარი თავი შეიცანით.

აი, რა სიგიჟეებს ჩაიდენთ სიბერეში:

ვერძი

ვერძს სიბერე არ აშინებს. ის ერთი დღით ცხოვრობს, ცდილობს აქტიური ცხოვრების რიტმი 80 წლის ასაკშიც კი შეინარჩუნოს. შვილიშვილებთან დროს სიამოვნებით ატარებს, საყვარელი საქმით არის დაკავებული, კულტურულ ღონისძიებებს ესწრება და მოდით არის დაინტერესებული.

კურო

შეიძლება ყველა ახლობელსა და ნათესავზე უფრო დიდხანს იცოცხლოთ. თქვენი ამტანობის შეიძლება მხოლოდ შეგვშურდეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სიბერეში კიდევ უფრო ჯიუტი გახდებით. პენსიაზე გასვლის შემდეგ გონივრული და ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი გექნებათ.

ტყუპები

სიბერეში კი აქტიური და სიცოცხლით სავსე პიროვნება იქნებით. თქვენ ირგვლივ ყველაფერი გაინტერესებთ, ჭორაობა გიყვართ. ტყუპები თავს ყოველთვის ისე გრძნობენ, თითქოსდა ახლა 18 წლის არიან. დივანზე წამოწოლა და დასვენება მათთვის არ არის. პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი საქმეს იპოვიან.

კირჩხიბი

კირჩხიბი მოითხოვს პატივისცემას, განსაკუთრებით სიბერეში. თქვენგან „კლასიკური“ მოხუცი გამოვა. შვილიშვილებისთვის რაღაც გემრიელობებს სიამოვნებით გამოაცხობთ და მათთან ერთად რაიმეს შექმნით. თუ ოჯახი არ გექნებათ, სიბერეში ბევრი შინაური ცხოველი გეყოლებათ.

ლომი

ლომი სიბერეში საინტერესო სანახავი არის. ის მშვიდი, თავდაჯერებული, დიდებული ბებია ან ბაბუა არის. რამდენიმე ზედმეტი კილოგრამით. ის მის მიმართ პატივისცემას მოითხოვს, ზოგჯერ თაყვანისცემასაც კი, სურს ბავშვებისა და შვილიშვილებისთვის ავტორიტეტი იყოს.

ქალწული

ქალწული სიბერეში ბუზღუნა და ყველაფრით უკმაყოფილო ხდება. უფრო მეტიც, პენსიაზე გასვლის შემდეგ მას კარგ ფორმაში და საღ გონებაზე შეხვდებით. ჭკვიანი, ახალგაზრდული ადამიანი ცუდი ხასიათით  – აი, რას იტყვიან თქვენს შესახებ სიბერეში ზურგს უკან.

სასწორი

თქვენ სიბერის გეშინიათ, სწორედ ამიტომ ყოველთვის ცდილობთ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. სიბერეში თქვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ზედმეტ კილოგრამებთან და ნაოჭებთან ბრძოლა. 80 წლის ასაკშიც კი გარშემომყოფების დარწმუნებას შეეცდებით, რომ თქვენ ჯერ 40 წლისაც არ ხართ.

მორიელი

სიბერეში, ბუზღუნა ან ყველაფრით უკმაყოფილო მოხუცი იქნებით. პენსიაზე გასვლის შემდეგ ერთ ადგილას არ იჯდებით. ეს ნამდვილად. მოხუცებული მორიელი – კიდევ უფრო ჯიუტი და აუტანელი არის, ვიდრე ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენელი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანზე სიბერეზე ფიქრი არ სურს, სწორედ ამიტომ რეალური ასაკის დამალვას ყველანაირად ცდილობს. მათ აქტიური ცხოვრების წესი აქვთ და შვილიშვილებთან და ბავშვებთან სიამოვნებით ურთიერთობობენ, საკუთარ მოვალეობას სიამოვნებით ასრულებენ.

თხის რქა

ახალგაზრდობაში თხის რქა ძალიან გონივრული და სერიოზული ადამიანი არის. სიბერეში კი მათ გართობის დრო აქვთ. ისინი ბავშვივით იქცევიან. გონიერება და პასუხისმგებლობა თავიდან სადღაც ორთქლდება. მათ ხასიათში უფრო მეტი ეშმაკობა და ბავშვური მხიარულება ჩნდება.

მერწყული

მერწყული სიბერეში თავის მეამბოხე ხასიათს ავლენს. ხშირად ექსცენტრიულ და ზოგჯერ, სულელურ საქციელს ჩადის. მათ გარშემომყოფების აზრი აღარ აინტერესებთ, 80 წლის ასაკში ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ.

თევზები

თევზებს თავად „სიტყვა“ სიბერე აშინებთ, რადგან ცხოვრებაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი და შესასრულებელი! პენსიაზე გასვლის შემდეგ შეიძლება მოიწყინონ. მათ საინტერესო ჰობი უნდა იპოვონ. თევზები საკუთარ თავზე ბოლო წუთამდე იზრუნებს, მათ ვინმესთვის ტვირთი იყვნენ.

თქვენ რის გაკეთებას გეგმავთ სიბერეში? როგორი იქნება თქვენი გარეგნობა?