უძლიერესი ნათელმხილველების წინასწარმეტყველება 2019 წლის შესახებ

4589
უძლიერესი ნათელმხილველების წინასწარმეტყველება 2019 წლის შესახებ
უძლიერესი ნათელმხილველების წინასწარმეტყველება 2019 წლის შესახებ

ჩვენს სწრაფად მზარდ საუკუნეში, როცა ძნელია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დახმარებისთვის ასტროლოგიას მიმართავს. მათი წინასწარმეტყველება ადამიანებს ეხმარებათ, მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალი დღის სიურპრიზებმა და მოვლენებმა მათი გაოცება არ გამოიწვიონ. ბრძენი ადამიანები ხომ სულ ტყუილად არ ამბობდნენ – ინფორმირებული, ე.ი. შეირაღებული ხარ.

ბევრი ასტროლოგი და წინასწარმეტყველი არსებობს, რომლებიც ადამიანების მომავლის გაგების სურვილით სარგებლობენ და ყოველგვარი ნიჭის ან ცოდნის გარეშე თაღლითობით არიან დაკავებულნი. ცრუ ინფორმაცია ავრცელებენ და ხალხი შეცდომაში შეყავთ.

ამ სტატიაში შევაგროვეთ 2019 წლის შესახებ წინასწარმეტყველები მხოლოდ ცნობილი ნათელმხილველებისგან: ნოსტრადამუსი, ვანგა, მატრონა მოსკოველი, აველია, ვერა ლიონი. მათი წინასწარმეტყველება დროში გამოცდილი არის, უმეტესობა მათგანი უკვე ახდა და სიზუსტით ბევრი გონების გაოცება გამოიწვია.

ზოგადი წინასწარმეტყველება 2019 წლის შესახებ

ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა დაემართება ჩვენს პლანეტას უახლოეს მომავალში, სამყაროს აღსასრული ხომ არ ახლოვდება? ზოგი დარწმუნებულია, რომ აპოკალიფსი 2019 წელს მოხდება.

თუმცა ასტროლოგები ასეთ მოვლენას არ პროგნოზირებენ, მაგრამ, სამწუხაროდ და აღელვებულ ხალხს არც ამშვიდებენ. დედამიწაზე რაღაც ნამდვილად მოხდება, რაც კანკალს დაგაწყებინებთ: წყალდიდობა, ცუნამი, ხანძარი, ქარბორბალა, მეწყერი, მიწისძვრა და სხვა ბუნებრივი კატასტროფები.

დედამიწიდან გაქრება ის, რისთვისაც ადამიანები ცხოვრობდნენ და მთელი ცხოვრება შრომობდნენ. კატაკლიზმები ბევრს დააფიქრებს იმაზე, რომ ცხოვრებაში მატერიალური ფასეულობები ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის.

ვანგას წინასწარმეტყველება

ალბათ, ადამიანი არ არსებობს, ვისაც ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას შესახებ არ სმენია. მისი წინასწარმეტყველები გასაოცარი სიზუსტით სრულდება და ბევრი ადამიანის გაოგნებას იწვევს.

ვანგა სრულიად გაუნათლებელი და ამასთან მხედველობა დაქვეითებული იყო. მას არ შეეძლო იმ ტერმინების და მოვლენების ცოდნა, რაზეც საუბრობდა.

როგორც ნათელმხილველი ამბობს, 2019 წელს რუსეთის ფედერაცია კრიზისიდან გამოვა და ბევრი წარმატებული ქვეყნისთვის სამაგალითო გახდება. ბევრი შეეცდება მასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.

სხვა ქვეყნების შესახებ ნათელმხილველი სასიხარულოს არაფერს არ ამბობს. საზოგადოების საფუძვლები ეკონომიკური კრიზისით და სულიერების დაცემით დარღვეული იქნება. მმართველობის ძველი მეთოდები დაემხობა. ბუნებრივი კატასტოფები ქვეყნებს ბევრ დანაკარგს მოუტანს.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

ყველაზე პოპულარულ ნათელმხილველად მიშელ ნოსტრადამუსი ითვლება, მისი წინასწარმეტყველება შესაშური სიზუსტით სრულდება. თუმცა ყველა წინასწარმეტყველების ამოხსნა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს და ბევრზე დღემდე კამათი მიმდინარეობს.

ნოსტრადამუსის სიტყვებით, 2019 წელს უჩვეულო ომი დაიწყება, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს, ზოგიერთი გაგებით ეს ინფორმაციული ომი იქნება.

ბევრს აოცებს ნათელმხილველის სიტყვები იმის შესახებ, მსოფლიო ცენტრი ციმბირში იქნება გადატანილი.

მთელ პლანეტაზე ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველებს ხშირ ბუნებრივ კატასტროფებს: წყალდიდობა, გვალვა, მიწისძვრა.დედამიწა საკუთარი თავის შეურაცხყოფას არ აიტანს და აფეთქდება. წლის დასაწყისში ამერიკის ტერიტორიაზე ძლიერი ქარიშხალი არის მოსალოდნელი, რომელიც გზაზე ყველაფერს გაანადგურებს.

არსებობს წინასწარმეტყველება, რომელიც განუსაზღვრელ მომავალს ეხება. ზოგიერთი ფანტასტიკის სამყაროს ამონაგლეჯს ჰგავს. მან მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი აღწერა. მისი დასაწყისი იქნება უშნო ბავშვის დაბადება, რომლის მსგავსიც სამყაროს თავისი არსებობის განმავლობაში არასდროს უნახავს.

ამის შემდეგ აღმოსავლეთის ქვეყნებში კონფლიქტი დაიწყება, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი დაიღუპება. შემდეგ ერთ-ერთი ქვეყანა ქიმიურ იარაღს გამოიყენებს და მისი გამოყენების შემდეგ დედამიწის მოსახლეობის 30% განადგურდება.

ის, ვინც გადარჩება, ჩრდილოეთით გადასახლდება და მას „აღთქმულ მიწას“ უწოდებენ. ადამიანები ოკეანის სიღრმეშიც კი იცხოვრებენ და მასზე მთელ ქალაქს ააშენებენ.

მოსკოველი მატრონას წინასწარმეტყველება

ნათელმხილველის ბევრი წინასწარმეტყველება, რომლებიც ოფიციალურად წმინდანს მიაწერეს, უკვე ასრულდა. მომავლისთვის მან იწინასწარმეტყველა უბრძოლველი აჯანყება, რის გამო დედამიწაზე ყველაფერი ცოცხალი დაიღუპება.

გარდა ამისა, წმინდანის პროგნოზით, ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, ადამიანები მიწას დაუბრუნდებიან. სულ უფრო მეტი ადამიანი სოფლის მეურნეობას მოჰკიდებს ხელს, შინაურ ცხოველებს გაზრდის და მინდვრებს მოუვლის. მაგრამ ისეთი დროც დადგება, რომ დიდი შიმშილობის გამო ადამიანები მიწის ჭამას დაიწყებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

აველიას წინასწარმეტყველება 2019 წლის შესახებ

აველია ცნობილია იმით, რომ პროგნოზის 100 წლის წინ აკეთებდა და როცა დრო მოდიოდა, ყველაფერი ზუსტად სრულდებოდა. მაგ., მან წინასწარ იწინასწარმეტყველა რუსეთის იმპერიის დასრულება, წითელი ტერორი და ბოლშევიკური რევოლუცია.

მისი სიტყვებით, მალე რუსეთს ჭკვიანი მმართველი ეყოლება, რომელიც ქვეყანას დაუმარცხებელ სახელმწიფოდ გახდის.

ვერა ლიონის წინასწარმეტყველება

ყაზახი ნათელმხილველი და მკურნალი ასევე ბუნებრივი კატასტროფების შესახებ საუბრობს:

  • გერმანიას თოვლის საფარი დაფარავს, შემდეგ კი ძლიერი მიწისძვრები იქნება.
  • იტალიაში მიძინებული ვულკანები გააქტიურდება და ვატიკანს ჩაძირავს.
  • ფილიპინების და იაპონიის კუნძულები მთლიანად წყლით დაიფარებიან.

ევროპას ახალი ცვლილებები ელოდება – ბევრ ქვეყანას ევროკავშირიდან და ნატოდან გასვლა მოუნდება, რასაც უწესრიგობის ტალღა და ტერორისტული აქტები მოჰყვება. ევროპის მაცხოვრებლები იძულებულნი იქნებიან თავიანთი მშობლიური ქვეყნები მიატოვონ და საცხოვრებლად უფრო მშვიდი ადგილი ეძებონ.

კათოლიკური რწმენა მიმდევრებს დაკარგავს, ხოლო მალე საერთოდ არსებობას შეწყვეტს.

სხვა ყველაფერთან ერთად, ადამიანები ახალი უცნობი დაავადებით დაავადდებიან, რომლის წამალიც ჯერ კიდევ არ არსებობს.

ამ წინასწარმეტყველების დაჯერება უკვე თითოეული თქვენგანის საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია მორალურად ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად იყოთ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ? კომენტარებს ველოდები!