რას გვეუბნება შარდის ფერი: ცისტიტიდან კიბომდე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხეულის მდგომარეობის შესახებ

5517

შარდის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ღირებული ინფორმაცია მოვიპოვოთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დროთა განმავლობაში ხდება სხვადასხვა სახის პათოლოგიის იდენტიფიცირება.

ბრიტანელმა თერაპევტმა, კრის სტელემ, დილის სატელევიზიო პროგრამაში განაცხადა, რომ თქვენ უამრავი ინფორმაციისს მიღება შეგიძლიათ შარდის ანალიზით თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უბრალოდ კარგად დააკვირდით, რა ფერია ის.

ექიმმა სტელემ სხვადასხვა ფერის შარდი შეამოწმა და განგვიმარტა თიტოეული მათგანი.

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შარდის ანალიზისას გახსოვდეთ რა საკვები, სასმელები ან ნარკოტიკები მიიღეთ, მა შეიძლება გავლენა იქონიოს მასზე. მაგალითად, ჭარხლის და წითელი კენკროვანის მიღების შემდეგ, შესაბამისად, მოწითალო ფერი ვლინდება.

1. სუფთა, თითქმის გამჭვირვალე შარდი არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი კარგად ამუშავებს წყლის ბალანსს. ეს შეიძლება ასევე იყოს დიურეტიკების (დიურეზული პრეპარატების) გამო.

2. გაჯერებული, ყვითელი ფერის შარდი უფრო ხშირად აღინიშნება დილით და მიუთითებს გაზრდილი ტოქსინების რაოდენობაზე. ღამის განმავლობაში თირკმლები მუშაობენ სხეულისგან ყველა არასასურველი ნივთიერების გამოსადევნად. თუ შარდი ამ ფერს მთელი დღის განმავლობაში ეს არის სიგნალი, რომ სხეული დეჰიდრატირებულია!

3. მუქი ყვითელი შარდი ხშირად ღვიძლის დაავადების ნიშანია. თქვენ ასევე შეგიძლიათ ამით განსაზღვროთ სიყვითლე კანსა და თვალებზე.

4. ღია წითელი შარდი ყველაზე შემაშფოთებელი სიგნალია (რა თქმა უნდა, თუ ადამიანმა მანამდე არ შეჭამა რაიმე ღია წითელი პროდუქტი). ეს ფერი ხშირად თირკმლების, ურეთრის ან შარდის ბუშტის ანთებითი პროცესის სიმპტომია, ასევე ცისტიტის ნიშანი… უკეთესია საავადმყოფოში წახვიდეთ.

5. წითელი შარდი შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლში კენჭების ან სიმსივნის არსებობაზე. ასეთ დორს დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ ექიმთან.

რა თქმა უნდა, შარდის ფერი ზუსტ დიაგნოზს არ განსაზღვრავს! გამჭვირვალობა, ნალექი, ქაფი და ა.შ. – ეს ყველაფერიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ფერი, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიაქციეთ ამ საკითხს ყურადღება და თუ რაიმე ეჭვი გაგიჩნდებათ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმსს.