ურთიერთობაში მთავარია ერთგულება: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს არ პატიობენ

1828
ურთიერთობაში მთავარია ერთგულება: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს არ პატიობენ
ურთიერთობაში მთავარია ერთგულება: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს არ პატიობენ

ხანდახან გვსურს, რომ საყვარელი ადამიანების მკლავებში მოვექცეთ და ამქვეყნად არაფერზე არ ვიფიქროთ. გვსურს, რომ მონათესავე სულის გასაბედნიერებლად ბოლომდე დავიხარჯოთ. საჩუქრებით და სასიამოვნო სიტყვებით აავსოთ, ასევე ხელიხელ ჩაკიდებულებმა ვისეირნოთ. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, სადაც თქვენზე არაფერია დამოკიდებულია და თქვენ ბედის მძევალი ხდებით.

ამ სულელური ტკივილის კვლავ გადატანა არავის სურს, მაგრამ მაინც გვიწევს. ასეთ სიტუაციებში მხოლოდ ძლიერი ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის, ხოლო შინაგანად წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიან, რომლის დამალვაც შეუძლებელია. ღალატის პატიება ყველას არ შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ჯერ კიდევ მათ გულში სუფევს. ზოგიერთი ადამიანი, სათადარიგო არასდროს იქნება, თუ ადამიანმა უღალატა, ე.ი. არ უყვარდა.

თუ მეორე ნახევარი საკუთარ თავს გვერდზე გახედვის უფლებას მისცემს, მაშინ ის ამას ყოველთვის გააკეთებს. ერთხელ კი სამუდამოდ წავა და ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ თქვენ იტანჯებით. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებმა ღალატი უკვე გადაიტანეს, ამიტომ იმავესს გამეორების უფლებას არავის მისცემენ. მათ ტკბილი სიტყვების არ სჯერათ, მათთვის ადამიანის ქცევას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თავხედურ ტყუილს.

ვერძი

ვერძს ურთიერთობაში ყოველთვის მწარე სიმართლე ურჩევნია და არა ტკბილი ტყუილი. თავის ნამდვილ ემოციას არასდროს მალავს. თუ უყვარს, მთელი ვნებით უყვარს. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ძალიან მომთმენია, მან შეიძლება გვერდზე გახედვა გაპატიოთ, მაგრამ ღალატს ცხოვრებაში არასდროს არ გაპატიებთ. არასდროს გაჩვენებთ, თუ რამდენად მტკივნეული და უსიამოვნოა ეს სიტუაცია, უბრალოდ ცხოვრებიდან და გულიდან სამუდამოდ ამოგიღებთ. მუხლებზეც რომ პატიება სთხოვოთ, ვერძი მაინც არასდროს გაპატიებთ. ყველა თქვენი მოქმედება უშედეგო იქნება.

კურო

ამ ადამიანებს ყოველთვის დაცულობის შეგრძნება სურთ. ასევე პარტნიორის მიმართ ბოლომდე დარწმუნებულნი სურთ რომ იყვნენ. კურო არც სულიერ, არც ფიზიკურ ღალატს არ გაპატიებთ. საყვარელი ადამიანი მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა რისთვის არის საჭირო. კავშირი იდეალურია, როცა ორი ადამიანი ერთი მიმართულებით იყურება და ურთიერთობაზე ერთობლივად მუშაობენ და არა ცალ-ცალკე. თუ პარტნიორი მხოლოდ პირადი ცხოვრებით არის დაკავებული, კუროს ინტერესებსა და ხედვებს არ იზიარებს, ასეთი ურთიერთობა არ იქნება.

კირჩხიბი

წყლის სტიქიის წარმომადგენელი ღალატის გაგების შემთხვევაში იმწამსვე პარტნიორს არ ტოვებს. მათ ურთიერთობის გაწყვეტისთვის აუცილებელი საბოლოო ნაბიჯის გადადგმა და ძვირფასი ადამიანის სამუდამოდ დაკარგვის ეშინია. პარტნიორს ნელ-ნელა, აუჩქარებლად დაშორდება. კირჩხიბი ყოველდღიურად მოემზადება იმ ფიქრისთვის, რომ მომავალში მათ დაშორება მოუწევთ. როგორც არ უნდა ეცადოს ეს ნიშანი ვერც დავიწყებას და ვერც პატიებას ვერ შეძლებს. მისთვის ერთობრლივი ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ასეთ ადამიანს უბრალოდ არ სჯერა, რომ მსგავსი უსიამოვნო სიტუაცია კვლავ არ განმეორდება. კირჩხიბს კვლავ დატანჯვა და მსგავსი ტკივილის განცდა არ სურს, სწორედ ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს უკანმოუხედავად წავა. გასაგები საქმეა, რომ გულში სიყვარული დარჩება, მაგრამ ამის შესახებ არავის ეტყვის. მისთვის ყველაზე საშინელი ზურგში ლახვრის ჩასმა არის იმ ადამიანისგან, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა.

მორიელი

მორიელის მთავარი მტერი თავხედური ტყუილი არის. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ღალატის პატიება შეუძლია, თუ პარტნიორი მას თვალში ჩახედავს და პატიოსნად ყველაფერს ეტყვის. თუ მეორე ნახევარი თავხედურად იტყუება და ცდილობს რომ მორიელს თვალი აუხვიოს, მაშინ მას არ გაუმართლებს. მორიელი უბრალოდ წავა და არასდროს არ დაბრუნდება. მორიელის აზრით, ოჯახური ცხოვრება ურთიერთგაგებასა და ერთგულებაზე უნდა იყოს აგებული და არა ტყუილზე. ერთხელ მორიელის ღალატი ნიშნავს იმას, რომ მის ნდობას ვეღარ დაიმსახურებთ. ადამიანები, რომლებიც ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, კიდევ დიდხანს დაიტანჯებიან და ძველ ურთიერთობას გაიხსენებენ, მაგრამ არასდროს აპატიებენ. მორიელი სიამაყეს ვერ გადააბიჯებს და ღირსების გრძნობას ვერ შელახავს. დრო გავა და მორიელი პარტნიორს გონებიდან სამუდამოდ ამოშლის და შემთხვევითი შეხვედრის შემთხვევაშიც კი არაფერს შეიმჩნევს. მისთვის თქვენ უბრალოდ შავი ლაქა იქნებით.

ურთიერთობაში მთავარი არის ერთგულება.