საიდუმლო ამოხსნილია. როგორ შევიღებოთ ტუჩები სწორად რომ უფრო სქელი გამოჩნდეს

1896
საიდუმლო ამოხსნილია. როგორ შევიღებოთ ტუჩები სწორად რომ უფრო სქელი გამოჩნდეს
საიდუმლო ამოხსნილია. როგორ შევიღებოთ ტუჩები სწორად რომ უფრო სქელი გამოჩნდეს

თითქოსდა რთული არაფერია იმაში, რომ ტუჩები თანაბრად შეიღებოთ. მაგრამ ლამაზი მაკიაჟი ერთგვარი ხელოვნებაა. გთავაზობთ, ისწავლოთ, თუ როგორ შეიღებოთ ტუჩები, რომ ისინი უფრო სქელი და მიმზიდველი გამოჩნდეს, ამასთან ბუნებრივიც იყოს!

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ ტუჩის ხაზის ზემოთ კონტურის მოხაზვა არასწორია. ეს ძველმოდური მეთოდია, რომელიც ახლა მოდური და თანამედროვე აღარაა. უფრო მეტიც, როცა პომადა ნელ-ნელა შემოგეჭმებათ, შესამჩნევი გახდება, რომ კონტური ტუჩის ბუნებრივ ხაზს გადაცდენილია.

მაკიაჟის გაკეთების დროს, ტუჩები ბოლოს უნდა შეღებოთ. თუ ტუჩების შეღებვით დაიწყებთ და შემდეგ უკვე პუდრს ან რუმიანას გამოიყენებთ პომადაზე ხელის გაკვრის და მაკიაჟის გაფუჭების რისკის არსებობს. ასევე ტუჩების დატენიანება არ უნდა დაგავიწყდეთ. ამისთვის ნებისმიერი ბალზამი გამოიყენეთ. მაგ., მაკიაჟის გაკეთებამდე ბალზამი წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ბამბის დისკით ფრთხილად მოიშორეთ.

თუ თხევად პომადას იყენებთ, კარგი იქნება, თუ თავიდან გამჭვირვალე, ოდნავ მოთეთრო ფერის ფანქარს გამოიყენებთ. ეს ტუჩის სწორი ხაზის გავლებაში დაგეხმარებათ. და რაც ყველაზე მთავარია – გადადით ფერად ფანქარზე.

როგორ გავავლოთ ხაზები სწორად? გამოიყენეთ ფანქარი, რომელიც პომადის ფერის შესაბამისი იქნება ან ერთი ტონით მუქი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ღია ფერის. შემდეგ დახატეთ X „ამურის ისრის“ სივრცეში ან ზედა ტუჩის ჩაღრმავებაში. შემდეგ კუთხიდან „ამურის ისრამდე“ ხაზი გაავლეთ.

ახლა ქვედა ტუჩის ცენტრი გამოკვეთეთ. ეს ფრთხილი ტირეს მსგავსი ხაზი იქნება. შემდეგ ხაზი ცენტრიდან კუთხეებისკენ მოავლეთ. ამის შემდეგ ზედა ხაზიც მოხაზეთ. მნიშვნელოვანია ტუჩის კუთხეებში ლამაზი და თანაბარი ხაზი მოხაზოთ. ასე ტუჩები ვიზუალურად უფრო სქელი გამოჩნდება.

ახლა, როცა უკვე კონტური მზადაა, პომადა გამოიყენეთ და წვეულებაზე თამამად წადით – თქვენი ტუჩები იდეალურია!