2019 წლის დეტალური აღმოსავლური ჰოროსკოპი: დროა მამალი დაქორწინდეს, ხოლო ვეფხვმა გადასახადები გადაიხადოს

2259
2019 წლის დეტალური აღმოსავლური ჰოროსკოპი: დროა მამალი დაქორწინდეს, ხოლო ვეფხვმა გადასახადები გადაიხადოს
2019 წლის დეტალური აღმოსავლური ჰოროსკოპი: დროა მამალი დაქორწინდეს, ხოლო ვეფხვმა გადასახადები გადაიხადოს

2019 წლის 5 თებერვალი – ჩინური ახალი წლის და მასთან ერთად მისი მფარველის, მიწის ყვითელი ღორის შეხვედრის დროა. როგორი ურთიერთობა ექნება წლის მფარველს და აღმოსავლური ჰოროსკოპის წარმომადგენელ მტაცებელ ცხოველებს, რას მოუტანს 2019 წელი მგრძნობიარე და რომანტიკულ ნიშნებს, რა ელოდებათ ზარმაცებს და შრომისმოყვარეებს, რისი იმედი აქვთ ღორის ქვეშევრდომებს, რომლებიც მისი მმართველობის გასულ წლებში დაიბადნენ? ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიწის ყვითელ ღორს კეთილი მიზანი აქვს – კაცობრიობა გააბედნიეროს და წლის მფარველი ამას ნამდვილად მიაღწევს!

ჩვენ გავიგეთ, თუ რა მოამზადა ღორმა აღმოსავლური ჰოროსკოპის თითოეული ნიშნისთვის. თუ ძაღლის წელში ჩვენ ღრუბლებში დავფრინავდით, ახლა მიწის ღორის მმართველობის დროს აქტიურ მოქმედებაზე უნდა გადახვიდეთ. მომავლის კარი გააღეთ და 2019 წლის ჩინური ჰოროსკოპი დროულად შეისწავლეთ!

2019 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996)

ვირთხა მიზანდასახული არსება არის, ამიტომ მის გზიდან გადახვევას ვერ შეძლებთ. ყვითელი ღორი ასეთი შეუპოვრობით აღფრთოვანებული არის და მას 2019 წელს ბევრ შესაძლებლობას მისცემს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სამყაროს საკუთარი თავი ჯერ კიდევ ვერ გააცნეს, დროა ნიჭი გამოაჩინონ.

ოჯახურ ცხოვრებაში უთანხმოება ჩაივლის, ხოლო მარტოხელა ვირთხას საბედისწერო შეხვედრა ელოდება შემდეგი შედეგებით – სიყვარული, დაოჯახება და ბავშვები. თებერვალში, აპრილსა და ოქტომბერში იღბალი ვირთხის მხარეს იქნება.

ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009)

შეუპოვარი ხარი მიიღებს იმას, რისთვისაც მთელი წელი მიისწრაფვოდა, აქტიური შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს. განსაკუთრებული მღელვარებით ღორი იზრუნებს ხარის ოჯახურ და პირად ცხოვრებაზე – მომავალი წელი სიყვარულით, სითბოთი და ჰარმონიით იქნება სავსე! თუ ოჯახი მხოლოდ გეგმაში არის, ღორი შესაფერის ადამიანს აუცილებლად შეგახვედრებთ.

2019 წელს ხარი საოცნებო მოგზაურობაში წასვლას შეძლებს, მაგრამ უმჯობესია ამ თავგადასავალში მარტო არ გადაეშვათ, არამედ ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად. მარტში, მაისსა და აგვისტოში ხარს ფინანსური წარმატება ელოდება, ზაფხულში კი – სამსახურის შესაცვლელად და ახალ თანამდედობაზე გადასასვლელად საუკეთესო პერიოდი არის.

ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010)

თუ ვეფხვმა პირობა დადო, მისი შესრულება მოუწევს – ღორს ცარიელი სიტყვები არ უყვარს და ასეთ ადამიანებს სასიამოვნო ბონუსებს წაართმევს. ამ ნიშნის წარმომადგენელმა გრძელვადიან პროექტებზე უარი უნდა თქვას და უფრო სწრაფი შედეგის მქონე საქმეზე გაამახვილოს ყურადღება. ყველა სურვილი ვეფხვს ხელში ჩაუვარდება, მთავარია – არ იზარმაცოთ.

ღორი ნაყოფიერი ცხოველია, ამიტომ ვეფხვი ოჯახურ კეთილდღეობას გვერდს ვერ აუვლის. გაუთხოვარ და დასაოჯახებელ ვეფხვებს ბედი გაუღიმებთ, სერიოზული ურთიერთობა დიდხანს არ დააყოვნებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს აპრილში, მაისსა და სექტემბერში ელოდეთ.

კურდღელი (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011)

რბილი და დელიკატური ღორის მრისხანება რომ არ გამოიწვიონ, მკვირცხლ და გულფიცხ კურდღლებს საკუთარი თვისებების მოთოკვა მოუწევთ.  მიზნების მიღწევაში მხოლოდ მოლაპარაკებების და კომპრომისზე წასვლის უნარი დაგეხმარებათ. სამსახური, ოჯახი, გართობა – დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები გელოდებათ, რომელთა ყველას ერთად მიღებას კურდღელი ვერ შეძლებს. ასტროლოგები გირჩევენ ყველაფერს ერთდროულად ხელი არ მოკიდოთ – აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოს საკუთარი თავით იამაყოთ. ყველაზე უფრო ხელსაყრელი პერიოდია – სექტემბერი, ოქტომბერი, დეკემბერი.

დრაკონი (1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)

ყველა მხრიდან მიმზიდველ წინადადებებს შემოგთავაზებენ, მაგრამ თავით არ უნდა გადაეშვათ – ბევრი პროექტის რეალიზება შეუძლებელი იქნება, ასე რომ სარეზერვო გეგმაზე წინასწარ იფიქრეთ. დაოჯახებულ დრაკონს ოჯახში გამრავლება ელოდება.

ღორის მფარველობის წელი შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ. დრაკონი ბუნებაში ხშირად უნდა გავიდეს და ფეთქებადი ხასიათი მედიტაციით დააოკოს – მხოლოდ ასე შეძლებთ ბევრი უსიამოვნების თავიდან აცილებას. ხელსაყრელი პერიოდია – თებერვალი, მაისი და ივლისი.

გველი (1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)

გველის და წლის მფარველის ურთიერთობა ვერ შედგება – გველის ნიშნის წარმომადგენელმა სჯობს მისი გამოწვევა არ სცადოს. ჩვეულ რიტმში იცხოვრეთ, ჯანსაღი ამბიციის და ზომიერი ინიციატივის გამოვლენის არ შეგეშინდეთ. თითოეული ნაბიჯი კარგად მოფიქრებული უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ წლის უდიდეს ნაწილში გველის ფიქრები მხოლოდ ფინანსური საკითხებით იქნება დაკავებული, დიდი კაპიტალის დაგროვებას  მაინც ვერ მოახერხებს. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, გველმა ერთი სიბრძნე უნდა გაიხსენოს: უმჯობესია იყოთ მარტო, ვიდრე ნებისმიერთან. პერსპექტიული თვეები – მარტი, ივნისი, ივლისი, დეკემბერი.

ცხენი (1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)

ამ ნიშნის წარმომადგენელმა სჯობს გაჭენებულ ცხენზე უარი თქვას და ოდნავ იზარმაცოს – ღორი გაპატიებთ. შრომისმოყვარე ცხენი დაჯილდოებული იქნება ფინანსებით, ხოლო წელი წარმატებას მოუტანს მათ, ვინც საკუთარ საქმეს დაიწყებს.

გამორიცხული არაა, რომ სამსახურის შეცვლა შემოგთავაზონ. ცხენებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელოდებათ: შემოთავაზებას ელოდეთ, ან ბოლოს და ბოლოს მიიღეთ გადაწყვეტილება. თუ ეჭვი გეპარებათ, დროა ურთიერთობა წარსულში დატოვოთ, უმჯობესია ეს 2019 წელს გააკეთოთ. ხელსაყრელი პერიოდია – აპრილი, ივლისი და დეკემბერი.

თხა (1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)

ყველაფრის შეცნობის სურვილმა შეიძლება რქა მოგტეხოთ, მაგრამ წარუმატებლობა თქვენს გაჩერებას ვერ მოახერხებს, რადგან წლის მფარველი მისი საუკეთესო მეგობარია. ღორი თხას ყველა სახის სიამოვნებას და წარმატებას მოუტანს. წელი უზარმაზარ პერსპექტივებს გპირდებათ. თხა, რომელიც მთელი წელი თავაუწევლად შრომობდა, ფულად კომპენსაციას მიიღებენ და გარშემომყოფების პატივისცემას დაიმსახურებენ.

თხას რაღაც ახალ საქმეში თავის გამოვლენის, ახალი ჰობის მოძებნის, კიდევ ერთი პროფესიის ათვისების ან რაღაც უჩვეულოს შესწავლის სურვილი გაუჩნდება. ყველაფერი გამოგივათ, მხოლოდ ისურვეთ! მარტი, სექტემბერი და ოქტომბერი – ამ თვეებში პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებს ელოდეთ.

მაიმუნი (1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)

2019 წლის მოვლენები მაიმუნს თავბრუს დაახვევს – ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა მოგიწევთ და საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა გამოჩნდეს, მაიმუნი ნებისმიერ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს.

ამ ნიშნის წარმომადგენელს ზოგჯერ შეიძლება არჩევანის სისწორეში ეჭვი შეეპაროს, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ მოუსმინოთ იმ ადამიანების რჩევებს, რომელთაც ყველაზე მეტად ენდობით. გაზაფხულზე მაიმუნს ნერვიულობა მოუწევს, რადგან ვარსკვლავები მას გამოცდას მოუწყობენ. სასიამოვნო სიურპრიზები და წარმატებული მოლაპარაკება გელოდებათ მაისში, სექტემბერსა და ნოემბერში.

მამალი (1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)

მამალს აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა მოუნდება: სამსახური, გარემო წრე, იმიჯი. სიტყვაზე, თითქმის ყველა ჩანაფიქრის შესრულებას შეძლებენ! მამალი საკუთარ თავზე განაცხადს გააკეთებს და სასურველ აღიარებას მოიპოვებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს მშობლებთან კავშირი, რომელიც ფინანსურ წარმატებასთან რბოლაში მეორეხარიხსოვანი არ უნდა გახდეს.

დიდი უსიამოვნებები მამალს გვერდს აუვლის. 2019 წელი მამლის დასაოჯახებლად და გვარის გასაგრძელებლად ხელსაყრელი პერიოდია. პულსის გასინჯვა მოგიწევთ ივლისში, ოქტომბერსა და დეკემბერში – მამალს ბევრი გასახსენებელი ექნება.

ძაღლი (1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)

2019 წელს შეიძლება ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წარმატებული ვუწოდოთ – კარიერა მწვერვალს მიაღწევს, პირადი ცხოვრება დალაგდება. ღორმა ძაღლისთვის ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადა, ხოლო ყველაზე კარგი პერიოდი იქნება – იანვარი, მარტი და აგვისტო.

დროა გასული წლის შეცდომები გამოასწოროთ და საკუთარი თავი ახალ სფეროში გამოცადოთ. მარტოხელა ძაღლს საბედისწერო შეხვედრა ელოდებათ და პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთების დროს სჯობს არჩევანი სიყვარულზე გააკეთოთ.

ღორი (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)

საკუთარი ქვეშევრდომებისთვის მიწის ყვითელმა ღორმა მაქსიმუმ სასიამოვნო მოვლენები შეაგროვა. ასე რომ მათი მარაგი მომავალი წლისთვისაც მარაგის სახით დაიტოვეთ. ასტროლოგები გირჩევენ მოაგვაროთ სამსახურის საქმეები, ფული დაზოგოთ, ოჯახი შეინარჩუნოთ ან შექმნათ.

წლის მფარველი როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს, საკუთარ თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცეთ და საქმე თავის ნებაზე არ უნდა მიუშვათ – ასე ბევრ გრანდიოზულ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებთ. გულის საქმეებში ჰარმონია და წესრიგი სუფევს, ხოლო მყარი ოჯახური ურთიერთობის მქონე წყვილმა დროა საკუთარი საქმე დაიწყონ. წარმატებული თვეებია – მარტი, მაისი და ნოემბერი.

2019 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის პროგნოზის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ! დარწმუნებული ვარ, მათაც დააინტერესებთ!