ნამდვილი პონჩიკის რეცეპტი, რომლის გემოც ბავშვობიდან გახსოვთ.

8
71376
კრემიანი პონჩიკები ბავშვობიდან
კრემიანი პონჩიკები ბავშვობიდან

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გ. რძე
  • 50 გ. კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი დროჟი
  • 2 კვერცხი.
  • ცოტა მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • ფქვილი რასაც შეიზელს.

კრემი
ავადუღოთ 0,5 ლიტრი წყალი. ცალკე ჯამში 0,5 ჭ. პესოკი და 0,5 ჭ. ფქვილი ავურიოთ და ცოტა წყალი დავასხათ, შემდეგ ნელ-ნელა ჩავასხათ მდუღარეში და ვურიოთ. ნელ ცეცხლზე მივშუშოთ, სანამ ფქვილის გემო არ გაქრება. დავუმატოთ ვანილი.

ცომის მომზადება
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შემდეგ ავურიოთ კარგად ათქვეფილი კვერცხი. შერბილებული კარაქი. მარილი, ზეთი, პესოკი. ფქვილი შევაზილოთ ისე რომ მივიღოთ ფაფუკი ცომი. ხელზე უნდა გვეკრობოდეს. დავაცადოთ გაფუება.
ამოვიღოთ პატარა გუნდები. გავაბრტყელოთ ხელით. დავადოთ კრემი. მოვახვიოთ,მივცეთ პონჩიკის ფორმა. შემდეგ შევწვათ ზეთში.მოვაყაროთ პუდრი
ერთი პორციიდან გამოდის საშუალო ზომის 32-35 პონჩიკი. მიირთვით გემრიელად

Loading...

8 კომენტარები

  1. გამარჯობათ! კარგი რეცეპტია, მხოლოდ ამასთან ერთად ქართულადაც კარგად წერდეთ, უკეთესი იქნება! “პონჩიკი” კი არა – “ფუნჩულა”, “დროჟი” კი არა – “საფუარი”, “პესოკი” კი არა – “ფხვნილი”, “პორცია” კი არა – “ულუფა”! დავაფასოთ და პატივი ვცეთ მშობლიურ ენას!

    • არც ფუნჩულა,სწორია ფუნთუშა,ხოლო პესოკის ნაცვლად ამ შემთხვევაში სწორი იქნება შაქრის ფხვნილი.

  2. Axla vaketeb da zalian echvis tvalit ki vikurebi…. kremi zaan cklisferi mechveneba. Tan shaqari marto ori kovzi uceriat, am dros kremshi ukve naxevar chiqas pesoks ushvebian. Ar vici me zalin meechveba. Vnaxot ra gamova.

    • 2 კოვზი შაქარი უწერია,რომ უნდა ცომს,ხოლო კრემისთვის წერია ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი,ნახევარი ჭიქა ფქვილი და ნახევარი ლიტრი წყალი.

  3. ხო მეც იგივე შენიშნვა მაქვს დროჟი განსაკთრებით კიდე რაც მაღიაიზნებს “პესოკი” მადლობა ღმერთს მდიდარი ლექსიკონი გვაქვს რატომ წერთ მითუმეტეს საჯაროდ ასე>

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი