ყველაფერი, რაც ქირომანტიის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

2362
ყველაფერი, რაც ქირომანტიის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც ქირომანტიის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

ყველა გრძნობა და ემოცია, რომელთაც განვიცდით, ჩვენს სახეს განსაზღვრულ გამოსახულებას ანიჭებს, ხოლო ამ გრძნობების ხშირი გამეორება სამუდამო კვალს ტოვებს. ჩვენი ემოციები არა მხოლოდ სახეზე, არამედ ხელზეც აისახება.

ქირომანტია – მკითხაობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სისტემაა, ის მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ქირომანტიის დამაარსებლად ინდოელების ასტროლოგია და ბოშური მკითხაობა ითვლება. ქირომანტიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ხასიათი და მომავალი ხელებზე არსებული ხაზებით და ნიშნებით განსაზღვროს.

დღეს გადავწყვიტეთ ამ საიდუმლო ხელოვნებაში გავერკვეთ და ამის შესახებ თქვენ გიამბობთ. მზად ხართ ცოტა საიდუმლო გაიგოთ?

ქირომანტია დამწყებთათვის

თავიდან დავიწყოთ. პირველ რიგში, სამკითხაოდ სწორი ხელი უნდა შეარჩიოთ. ითვლება, რომ ქალებში მარჯვენა ხელი აჩვენებს იმას, რაც დაბადებიდან ჰქონდა, ხოლო მარცხენა იმას, რაც ცხოვრების განმავლობაში დაგროვდა. მამაკაცებში პირიქით ხდება. ასევე მნიშვნელობა აქვს დომინირებულ (იმ ხელს, რომლითაც თქვენ ყველაფერს აკეთებთ) ხელს, ის ადამიანის წარსულსა და აწმყოზე გიამბობთ, არა დომინირებული კი მომავალზე.

შემდეგ ხელზე არსებულ ხაზებსა და მის მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ. 4 ძირითადი ხაზი არსებობს: გული, ტვინი, ცხოვრება და ბედი. თქვენ ყველა ხაზი უნდა იპოვოთ. ისინი შეიძლება მოკლე ან გრძელი, გადაჯვარედინებული, მკვეთრად გამოხატული ან მკრთალი იყო, მაგრამ აუცილებლად გექნებათ.

ხაზები ხელებზე

გულის ხაზი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას აჩვენებს, მის პიროვნულ შესაძლებლობაზე გვიამბობს. ზოგადად პიროვნების მგრძნობიარე მხარეზე, მის სიყვარულის და გრძნობების გამოხატვის უნარზე გვიამბობს.

გონების ხაზი, პირიქით, ადამიანის პრაგმატულ მხარეს გვიჩვენებს: მისი გონების, ინტელექტის მდგომარეობას და იმას, რაშიც ის საუკეთესოა.

ცხოვრების ხაზი ადამიანის ჯანმრთელობასა და გამძლეობაზე გვიამბობს. მისი დახმარებით შეგიძლიათ გაარკვიოთ ყველაფერი, რაც ადამიანის განწყობას და ავადმყოფობას ეხება.

ბედის ხაზი კარიერას, ცხოვრების გზას და ადამიანის მიზანს ასახავს. აქ შეგიძლიათ ყველაზე მთავარი მოვლენები და ცხოვრების ცვლილებები დაინახოთ.

ქირომანტია ხაზების წაკითხვით არ სრულდება. ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაიგოთ. მაგ., როგორ განსაზღვროთ ხელის ტიპი და რას ამბობს ის ადამიანზე.

ხელების ტიპი ქირომანტიაში

თითოეული ხელის ტიპი ადამიანის ხასიათის გარკვეულ ნაწილს განსაზღვრავს. აქ მნიშვნელოვანია ხელისგულის ზომა, რომელიც მაჯიდან უკანასკნელ ფალანგამდე იზომება. ხელის 4 ტიპი იყოფა.

1.მიწა

თუ თქვენ კვადრატის ფორმის ხელისგული და თითები გაქვთ, კანი უხეში და მოწითალო, ხოლო ხელისგულის სიგრძე თითის ზომის ტოლია, თქვენი ხელის ტიპი არის მიწა. ასეთი ხელის მქონე ადამიანი ძალიან პრაქტიკული და პასუხისმგებლის მქონე არის, მიზანდასახულობით არის სავსე. რაღაცის შეკეთება, შექმნა უყვარს. მისი სამსახური ასეთ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

2.ჰაერი

ამ ტიპის ხელისთვის დამახასიათებელია კვადრატული და მართკუთხა ხელისგული გრძელი თითებით და მშრალი კანით. ხელისგულის სიგრძე თითის სიგრძეზე პატარაა. ეს ადამიანები ძალიან კომუნიკაბელურები არიან. მათთვის დამახასიათებელია მახვილი გონება. იუმორის გრძნობა განვითარებული აქვთ. ამ ადამიანის სამკვიდრო არის სულიერი სივრცე.

3.წყალი

ამ ტიპის ადამიანს გრძელი, მოქნილი ხელისგული კონუსური თითებით აქვს. ხელისგულის სიგრძე თითის სიგრძის ტოლია. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს შემოქმედებაში ნახულობს. ძალიან მგრძნობიარე, თანამგრძნობი და გამჭრიახი არის. ზოგჯერ შეიძლება ჩაკეტილი იყოს, ხშირად არის ინტროვერტი. ყოველთვის მშვიდი და მტკიცეა.

4.ცეცხლი

კვადრატული ფორმის ხელის გული მოვარდისფერო კანით, მოკლე თითები ცეცხლის ტიპის ხელისთვის არის დამახასიათებელი. ხელისგულის სიგრძე თითის სიგრძეზე მეტია.

ასეთი ადამიანი, ცეცხლის მსგავსად, ძალიან ფეთქებადი და იმპულსურია, მაგრამ ამასთან ნათელი და დაუვიწყარი. მათი გადაწყვეტილება არის სპონტანური, თამამად და ინსტიქტურად მოქმედებენ.

ბორცვები

ხაზებსა და ხელის ტიპებში გავერკვიეთ. ახლა ბორცვების მნიშვნელობა უნდა გაიგოთ. მათ დასანახად, ხელები ოდნავ მოხარეთ. რომელი ბორცვი არის ყველაზე დიდი და რომელი არ ჩანს საერთოდ?

1.ვენერას ბორცვი

ცერა თითთან მდებარეობს. თუ ის მკვეთრად გამოხატული გაქვთ, თქვენ სიამოვნების მოყვარული ხართ. სწრაფად გიყვარდებათ, მაგრამ ასევე სწრაფად იმედი გიცრუვდებათ. თუ ეს ბორცვი სუსტად გამოხატულია, ეს სექსუალური ურთიერთობის სურვილის არქონაზე მეტყველებს.

2.იუპიტერის ბორცვი

საჩვენებელ თითთან მდებარეობს. ეს ბორცვი სიამაყეზე, კეთილგანწყობასა და სიყვარულზე არის პასუხისმგებელი, ლიდერულ თვისებებს გამოყოფს. თუ ადამიანს ასეთი ბორცვი არ აქვს – მას მისწრაფება და ამბიცია არ აქვს.

3.სატურნის ბორცვი

შუა თითთან მდებარეობს. მკვეთრად გამოხატული ბორცვი – სითამამის და სიმამაცის ნიშანია. ასეთი ადამიანი აზროვნებისკენ არის მიდრეკილი. თუ სუსტად ჩანს, ეს ადამიანის არა ორგანიზებულობაზე მიუთითებს.

4.მზის ბორცვი

უსახელო თითთან მდებარეობს. ეს ადამიანის შემოქმედებით მხარეს განსაზღვრავს, რომელიც სულიერებით და დიდი იდეების შთაგონებით არის სავსე. თუ ბორცვი საერთოდ არაა განვითარებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხელოვნებისა და შემოქმედებისკენ საერთოდ არ არის მიდრეკილი.

5.მერკურის ბორცვი

ნეკა თითთან მდებარეობს. განვითარებული ბორცვი ლაყბობის ნიშანია, სუსტად გამოხატული კი ჩაკეტილობის.

ქირომანტია ძალიან ფართო და ღრმა სისტემა არის, რომ ერთი წაკითხვით გაიგოთ. რომ აღარაფერი ვთქვათ მის სიღრმეზე. აქ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს: ხაზებს, ნიშნებს და ნახატებს, რომლებიც ხელზე არის გამოსახული. ასეთი კი წარმოუდგენლად ბევრია. მაგრამ არ შეგეშინდეთ და ქირომანტიის შესწავლა არ მიატოვოთ, რადგან ეს საკმაოდ საინტერესოა!

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.