ნამდვილი მკურნალი. აი, როგორ ვუმკურნალე ვარიკოზულ ვენებს ცხენის წაბლის დახმარებით

3930
ნამდვილი მკურნალი. აი, როგორ ვუმკურნალე ვარიკოზულ ვენებს ცხენის წაბლის დახმარებით
ნამდვილი მკურნალი. აი, როგორ ვუმკურნალე ვარიკოზულ ვენებს ცხენის წაბლის დახმარებით

ვინ იფიქრებდა, რომ ეს პატარა შეუხედავი ნაყოფი ამდენად სასარგებლო იქნებოდა. ის სასარგებლო ნივთიერებების საწყობს წარმოადგენს! ცხენის წაბლი ხელს უწყობს სხეულის გაწმენდას, მამაკაცური ძალის აღდგენას და რთული ჭრილობის შეხორცებას. და ეს ყველაფერი არაა, სასარგებლო თვისებების სია ძალიან გრძელია.

დღეს ცხენის წაბლის სასარგებლო თვისებების შესახებ გიამბობთ, ასევე გაგიზიარებთ ნაყენის რეცეპტს, რომელიც ვარიკოზის დროს შესანიშნავ შედეგს იძლევა.

ითვლება, რომ ცხენის წაბლი ცენტრალურ ევროპაში ოსმალებმა ცხენის საკვების სახით შემოიტანეს. ამ მცენარის ნამდვილი სამშობლო ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილია: საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი. ხშირად მას დეკორატიული გაფორმების სახით იყენებენ.

თუმცა ის არა მხოლოდ დეკორატიული ხე არის, არამედ ნამდვილი მკურნალი. მცენარის ყველა ნაწილი, ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, სასარგებლოა. მათგან მალამოს და ნაყენს ამზადებენ. ცხენის წაბლი აღიარებულია ხალხურ მედიცინაში, მის ექსტრაქტს სხვადასხვა რეცეპტს უმატებენ, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო და ვენების დამცველი თვისებები აქვთ.

ხალხურ მედიცინაში ყველაზე უფრო სასარგებლოდ წაბლის ნაყოფი ითვლება. მას სხვადასხვა სახის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. ექიმბაშები ამბობენ, რომ მას განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს და გირჩევენ ტანსაცმლის ჯიბეში მუდმივად რამდენიმე ცალი წაბლი იქონიოთ.

თუ მომზადებაზე ვსაუბრობთ, წაბლის ყვავილი და ფოთოლი უმჯობესია მაისში შეაგროვოთ. კაკალს სექტემბრიდან დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე ამზადებენ, ხოლო ფესვებს ოქტომბრის დასაწყისიდან.

ასეთი წარმოუდგენელ სასარგებლო თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს. ნაყოფი შეიცავს ბევრ ესცინს, ტანინს, ასევე C, K, B1 ვიტამინებს. ხალხურ მედიცინაში წაბლი ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის აღსადგენად, თრომბის პროფილაქტიკისა და სისხლის სიბლანტის შესამცირებლად შესანიშნავ წამლად ითვლება.

მალამოს სახით ცხენის წაბლის გამოყენება კურნავს ძველ და ჩირქოვან ჭრილობებს, ფართო დამწვრობას და ძირმაგარას. ნამდვილ საგანძურს წაბლის ნაყენი წარმოადგენს, რომელიც ყველაფერთან ერთად ვარიკოზულ ვენებს კურნავს. გთავაზობთ ამ ნაყენის რეცეპტს.

წაბლის ნაყენი ვარიკოზული ვენებისთვის

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად უნდა აიღოთ წაბლის ნაყოფი, გაასუფთაოთ. ჯერ ეკლები უნდა მოაშოროთ, შემდეგ ქერქი. რბილობი ბლენდერში ან ხორცის გასატარებელ მანქანაში უნდა დააქუცმაცოთ. შემდეგ 100 გრ დაქუცმაცებულ წაბლს 1 ლ ხარისხიანი არაყი უნდა დაასხათ.

ნარევი ზუსტად 1 კვირით ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. ყოველდღე შეანჯღრიეთ. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და სუფთა ჭურჭელში გადაიტანეთ. ესეც ასე, ნაყენი მზადაა. ნაყენი დღეში 3-ჯერ, 15 წვეთი შიგნით უნდა მიიღოთ, ასევე დაზიანებულ ადგილებში დილა-საღამოს შეიზილოთ. ის დაგეხმარებათ შეშუპების, ფეხების სიმძიმის, კრუნჩხვების დროს, რომლებიც გაფართოებული ვარიკოზული ვენების დროს ჩნდება.

კომპლექსური თერაპია ფეხებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს, რა თქმა უნდა, ჯადოსნური ელექსირი არაა და უკვე მიშვებულ ვარიკოზს რამდენიმე მიღებით ვერ განკურნავს. მაგრამ ეფექტი შესამჩნევი იქნება, თუ პროცედურას რეგულარულად გაიკეთებთ. ნაყენი შეგიძლიათ ჩალურჯებების და ტრავმების დროს მიიღოთ.

ნაყენის სხვა რეცეპტიც არსებობს, რომელიც წაბლის ქერქისგან მზადდება. 30 წაბლის ქერქი შეაგროვეთ, დააქუცმაცეთ, მასა კომფორტულ ჭურჭელში მოათავსეთ და 1 ლ არაყი დაასხით. შემდეგ ბნელ ადგილას 2 კვირა გააჩერეთ.  გადაწურეთ და ჭამამდე ნახევარი საათით 50 მლ წყალში გახსნილი 25 წვეთი ნაყენი მიიღეთ.

ასეთი კურსი 3 კვირა გრძელდება, ამის შემდეგ 1 კვირით შესვენება უნდა გააკეთოთ და კვლავ გააგრძელოთ. ეს ნაყენი დაგეხმარებათ ჰიპერტონიის და ვარიკოზული ვენების დროს. ოღონდ გახსოვდეთ რომ თვითმკურნალობა სახიფათოა, ამიტომ გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!