კაკაოსგან დამზადებული 7 საუკეთესო სასმელი, რომლის მომზადებაც ზამთარში ნამდვილად ღირს

2174

ცხელი კაკაო ნამდვილად ქმნის საშობაო განწყობას. შოკოლადის არომატი, ნაქსოვი შარვალი ნაძვის ხის ნახატებით, ღიმილი და ფერადი განათება.კაკაო აერთიანებს ადამიანებს, მას შეუძლია ერთად შეკრიბოს მთელი ოჯახი.

ჩვენ გთავაზობთ კაკაოსგან დამზადებულ 7 საუკეთესო სასმელს, რომლის მომზადებაც ზამთარში ნამდვილად ღირს.

საახალწლო კაკაო

მნიშვნელოვანი შენიშვნა: თითოეული რეცეპტი განკუთვნილია 2 ჭიქისთვის. ჩვენ გვჭრდება დაახლოებით 200 მლ რძე და 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი. დეტალებს ქვემოთ მოგიყვებით.

კლასიკური კაკაო დარიჩინით

სწრაფი და მარტივი რეცეპტი შოკოლადის სასმელისთვის. თქვენ დაგჭირდებათ: 20 გ კაკაო, 20 გ შაქარი, 400 მლ რძე, კენკრის არომატი, ვანილი და დარიჩინი.

1. დადგით რძე ცეცხლზე. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ კაკაო შაქრი სანელებლები.

2. დავამატეთ 2 ჩ.კ. თბილი რძე და ნაზად რაურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მთლიან რჩეს და აადუღეთ.

კაკაო ფორთოხლით და კონიაკით

ეს სასმელი ალკოჰოლურია, ასე რომ, ცხელი საკმაოდ გემრიელია.

1. სასმელი მოამზადეთ ძირითადი რეცეპტის მიხედვით.

2. ცხელ კაკაოს და დაამატეთ 30 მლ კონიაკი.

ცხარე კაკაო წიწაკით

იმისათვის, რომ 2 ჭიქა გააკეთოთ, 400 მლ რძეს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილის 3 ჩ.კ. ნახევარი ჩაის კოვზი ვანილი, შაქარი და დარიჩინი.

1. დავამატოთ რძეს სანელებლები. პარალელურად, კაკაოს დავამატოთ წიწაკა. ჩაასხით ნარევი რძეში და ადუღეთ 1-2 წუთით დაბალ ცეცხლზე.

2. როცა სასმელი მომზადდება, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სხვადასხვა არომატი დაამატოთ.

კაკაო რომით და გახეხილი ბანანით

ეს არის ძლიერი ალკოჰოლური სასმელების და ტკბილეულის ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის. ალბათ ყველაზე ელეგანტური და სადღესასწაულო კოქტეილი ჩვენი სიიდან.

აიღეთ 400 მლ რძე, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ჩ.კ. წყალი, 200 გ შოკოლადის ნაყინი, 70 რ შოკოლადი, 100 გრამი რომი და 2 ბანანი.

1. დაჭერით ბანანი და დააბლენდერეთ თბილ რძესთან ერთად.  დაამატეთ შოკოლადი და კარგად აურიეთ რძეში.

2. შეურიეთ შაქარი და წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ სქელი სიროფი არგ გაკეთდება. დაამატეთ რომი. გააფორმეთ შოკოლადით, ბანანით და ნაყინის ბურთულით.

ჯინჯერი და კაკაო

კიდევ ერთი უგემრიელესი სასმელი თქვენს კოლექციაში. ეს არ არის მხოლოდ გემრიელი და თბილი, არამედ საკმაოდ ჯანსაღი. ჯინჯერი არის ძლიერ მოქმედი წამალი. რაც უფრო მეტს გამოიყენებთ, მით უკეთესი.

2 ჭიქის მოსამზადებლად აიღეთ 500 მლ რძე, 1.5 სუფრის კოვზი შაქარი, 2 კოვზი ფქვილი, 2 ცალი შოკოლადი და ჯინჯერი.

1. დადგით რძე და ჯინჯერი ცეცხლზე და აადუღეთ.

2. დაამატეთ კაკაო. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი.

3. გააფორმეთ სასმელი გახეხილი შოკოლადით.

კაკაო ზეფირით

აიღეთ 400 მლ რძე, 20 გ კაკაო, 20 გ ზეფირი და 2 ფილა მუქი შოკოლადი.

1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. იმავდროულად, ჩაასხით რძე ქვაბში და დაამატეთ ეს ინგრედიენტები. კარგად აურიეთ და აადუღეთ.

2. სასმელი ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭიქაში და დაამატეთ ზეფირი. ჭიქა მოათავსეთ ღუმელში რამდენიმე წუთით, სანამ ზეფირი წითელ ფერს არ მიიღებს.

კაკაო მარილთან ერთად

2 ჭიქის მოსამზადებლად, აიღეთ 400 მლ რძე, 4 კოვზი კაკაოს ფხვნილი, შაქარი, ვანილი, წიწაკა, დარიჩინი და მარილი.

1. აადუღეთ რძე. ცალკე შეურიეთ მარილი და სანელებლები შემდეგ დაამატეთ კაკაო და თბილი წყალი. აურიეთ ნარევი, დაამატეთ რძეს და ადუღეთ.

2. შეავსეთ ჭიქები და დაამშვენეთ კაკაოს ფხვნილით, დარიჩინითა და შაქრით.

ეს სასმელი საკმაოდ დაბალკალორიულია. ასე რომ, მისი მირთმევა თამამად შეგიძლიათ. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და ერთად შექმენით საახალწლო განწყობა.