ამ ახალი წლისთვის ვამზადებ 5 იდეალურ სალათს წვეთი მაიონეზის გარეშე

9246
ამ ახალი წლისთვის ვამზადებ 5 იდეალურ სალათს წვეთი მაიონეზის გარეშე
ამ ახალი წლისთვის ვამზადებ 5 იდეალურ სალათს წვეთი მაიონეზის გარეშე

ქალური ლოგიკა დაუმარცხებელია: ჯერ თვეობით მკაცრ დიეტას იცავენ, საკუთარ თავს ერთი კანფეტის მირთმევის უფლებასაც არ აძლევენ, არომატულ ფუნთუშებზე უარს ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს იდეალურ ფორმაში იყვნენ. მაგრამ შემდეგ რა ხდება? მაიონეზით მორთულ სხვადასხვა სახის სალათებს მივირთმევთ, ეს კი მანამ გრძელდება, სანამდე საახალწლო ღამიდან დარჩენილს ბოლომდე არ დაამთავრებთ.

ჩვეულებრივ ასეთი რიტმის შემდეგ წონაში დასაკლებად 2-ჯერ მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რადგან დაკარგული კილოგრამები ბრუნდება, ამასთან მეგობრებიც თან მოჰყვება. კუჭს და ნერვებს ასეთ გამოცდას რატომ უტარებთ, თუ მაიონეზის სალათა შეგიძლიათ სხვა არანაკლებად გემრიელი კერძით ჩაანაცვლოთ? რამდენიმე საინტერესო იდეას გთავაზობთ, გაეცანით.

ორიგინალური სალათები საახალწლოდ

მსუბუქი სალათი ქათმის ხორცით და ბროწეულით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 მოხარშული ქათმის ბარკალი
  • 1 ბროწეული
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.ბარკალს კანი მოაშორეთ, წვრილ კუბებად დაჭერით. გასუფთავებული ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში შეწვით.

2.ბროწეული გაასუფთავეთ და მარცვლები ამოიღეთ. ოხრახუში დააქუცმაცეთ.

3.ყველ ინგრედიენტი სასალათეში აურიეთ და ლიმონის წვენი, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოასხით.

სალათი კიბორჩხალის ჩხირებით და სოკოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 200 გრ ქამა სოკო
  • 200 გრ კიბორჩხალას ჩხირები
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 ქილა სიმინდის კონსერვი
  • 1 კონა სალათის ფურცლები
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით

მომზადება:

1.გარეცხეთ და დაჭერით მცირე ზომის კუბებად კამა სოკო, დააქუცმაცეთ ხახვი, ინგრედიენტები ხახვის გამჭირვალობამდე ტაფაზე ზეთში შეწვით. შემდეგ გახეხილი სტაფილო, მარილი და წიწაკა დაუმატეთ და მომზადებამდე შეწვით.

2.კიბორჩხალას ჩხირები ნახევარ რგოლებად დაჭერით. შემწვარი კიბორჩხალას ჩხირებს აურიეთ, სიმინდის კონსერვი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სუფრაზე კერძი სალათის ფურცლებთან ერთად გაიტანეთ.

„ბერძნული“ სალათი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 3 პომიდორი
  • 5 ახალი კიტრი
  • 0,5 წითელი ხახვი
  • 150 გრ ბრინზა
  • 15 ზეთისხილი კურკის გარეშე
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • 0,5 ჩ/კ ორეგანო
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

1.გასუფთავებული წიწაკა, პომიდორი და კიტრი მსხვილ კუბებად დაჭერით. წითელი ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით. ბოსტნეული სასალათეში მოათავსეთ.

2.მოსართავის მოსამზადებლად ნიორი დაპრესეთ, მარილი, მარილი, შავი წიწაკა, ლიმონის წვენი და ზეითუნის წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3.სალათს მოსართავი მოასხით, კუბებად დაჭრილი ბრინზა, ორეგანო და ზეთისხილი დაუმატეთ.

კომბოსტოს სალათი ბროწეულით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,5 თავი პეკინური კომბოსტო
  • 0,5 თავი წითელი კომბოსტო
  • 1 კონა კამა
  • 0,5 ბროწეული
  • მზესუმზირას ზეთი
  • 2 ს/კ ღვინის ძმარი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.კომბოსტო დაჭერით და ღრმა თასში მოათავსეთ, დაქუცმაცებული კამა და ბროწეულის თესლი დაუმატეთ.

2.ნიორი დაპრესეთ, ძმარი, ზეთი და მარილი აურიეთ. მიღებული ნარევით სალათი მორთეთ. კარგად აურიეთ და სუფრაზე გატანის წინ ბროწეულის თესლი მოაყარეთ.

კომბოსტოს სალათი ფორთოხლით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3 სტაფილო
  • 1 ფორთოხალი
  • 0,5 ლიმონი
  • 3 ვაშლი
  • 400 გრ პეკინური კომბოსტო
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.კომბოსტო წვრილად დაჭერით. ფორთოხალი გაასუფთავეთ და დაჭერით ზომიერ ნაჭრებად.

2.ვაშლი გაასუფთავეთ, გული ამოაჭერით, ფენებად დაჭერით და ლიმონის წვენი მოასხით. მიღებული ინგრედიენტები სასალათეში მოათავსეთ.

3.მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო დაუმატეთ და მზესუმზირას ზეთით მორთეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.

აი, ასეთი გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო სალათებით შეგიძლიათ საახალწლო სუფრა მრავალფეროვანი გახადოთ. ამ რეცეპტების შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!