50 წლის შემდეგ მყიფე ორგანიზმში ცვლილებები ხდება, რომელთა შესახებ ქალების 90 %-მდე არაფერი იცის

2323
50 წლის შემდეგ მყიფე ორგანიზმში ცვლილებები ხდება, რომელთა შესახებ ქალების 90 %-მდე არაფერი იცის
50 წლის შემდეგ მყიფე ორგანიზმში ცვლილებები ხდება, რომელთა შესახებ ქალების 90 %-მდე არაფერი იცის

კლიმაქსი ქალებისთვის ნამდვილ გამოცდას წარმოადგენს. პასპორტში ციფრის მატებასთან და გარეგნულ ცვლილებასთან ერთად ქალის ცხოვრებაში დაუკითხავდ იჭრება განწყობის ხშირი ცვლილება, თავის ტკივილი, გაღიზიანება, ძალების დაკარგვა, ზედმეტი სანტიმეტრები და ყველა ის უსიამოვნო სიმპტომი, რომლებიც მენოპაუზის პერიოდს თან ახლავს. მაგრამ პანიკა არ ღირს! ფიტოთერაპევტები დარწმუნებულნი არიან, რომ ზოგიერთი სამკურნალო მცენარე კლიმაქსის პერიოდის მარტივად გადატანაში დაგეხმარებათ.

დღეს გიამბობთ, თუ ქალებმა, რომლებიც ცხოვრების რთულ პერიოდს კლიმაქსს გადიან, სააფთიაქო მედიკამენტი რითი ჩაანაცვლონ. რომელი სამედიცინო მცენარე არის შეუცვლელი ქალების ჯანმრთელობისთვის მენოპაუზის პერიოდში?

მცენარეები ქალებისთვის

წითელი სამყურა

ანტისეპტიკური, შარდმდენი, ამოსახველებელი და შემკვრელი თვისებების წყალობით სამყურა ფიტოთერაპიის მოყვარულთა რჩეული მცენარეა. წითელი სამყურა კლიმაქსის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია – მის შემადგენლობაში აღმოჩენილია ფიტოესტროგენები, რომლებიც მოქმედებით ქალების სქესობრივი ჰორმონის მსგავსია.

მენოპაუზის პერიოდში სამყურას ბალახის რეგულარული მოხმარება განწყობას და ძილს არეგულირებს, კანის სიმშრალეს და ლორწოვან გარსს ამცირებს, სასქესო ფუნქციას აღადგენს, თმას და ფრჩხილებს აჯანსაღებს, ასევე ინტენსიური ცხელების შემცირების წყალობით ქალების საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს.

სალბი

მენოპაუზის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო სიმპტომებს წარმოადგენს გაძლიერებული ოფლდენა და ე.წ. ცხელება – მოულოდნელი ცხელი ტალღა, რომლებიც ჩვეულებრივ თავის გარსს, მკერდს და კისერს ეხება. სალბი კლიმაქსის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ, ხოლო ზოგიერთი ქალი მისი დახმარებით ცხელებას დიდი ხნით დაივიწყებს.

სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად 3 ჩ/კ მშრალ სალბის 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ და 2 ჩ/კ ნაყენი ძილის წინ მიიღეთ.

თავშავა

თავშავა მენოპაუზის პერიოდში ქალების ნამდვილი მხსნელია. მრავალწლიანი მცენარე სასიამოვნო არომატით შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც ქალის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. ამ მცენარის ნაყენი ცხელებას ამცირებს, ნერვოზს აქრობს, ძილი ნორმაში მოჰყავს და დაზიანებულ ნერვულ სისტემას აღადგენს.

სამკურნალო მცენარის მომზადება საკმაოდ მარტივია: 2 ს/კ დაქუცმაცებული მშრალი მცენარე 1 ლიტრი მოცულობის თერმოსში ჩადეთ და მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ. ნაყენი შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ცალკე, ან ჩაის დაუმატოთ. გამოყენების წინ მარლაში აუცილებლად გაწურეთ. ჭიქის მესამედი ჭამამდე და ცხელება დაივიწყეთ!

ციმბირული ჯენშენის ფესვები

ციმბირული ჯენშენი უნიკალური მცენარეა. ის იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს, ნივთიერებათა გაცვლის პროცესს არეგულირებს და ქალის ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.

ნაყენის ან ნახარშის რეგულარული გამოყენება ქალებს კლიმაქსის პერიოდში დაეხმარება, მის სიმპტომებს შეამსუბუქებს: განწყობას აუმჯობესებს, დეპრესია და აპათია ქრება, თავის ტკივილები და თავბრუსხვევა გაქრება, ნივთიერებათა ცვლის პროცესი აღდგება, ცხელება და მისი ინტენსიურობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ციმბირული ჯენშენი შეგიძლიათ ნაყენის ან ნახარშის სახით მიიღოთ. 50 გრ მცენარეს 500 მლ არაყი დაასხით და 21 დღე ბნელ ადგილას შეინახეთ. დღეში 3-ჯერ 30 წვეთი მიიღეთ. წინასწარ ნაყენი 50 მლ წყალს აურიეთ. შესანიშნავი ეფექტი აქვს ციმბირულ ჯენშენს პოტენტილასთან ერთად: 1 თვე პოტენტილა მიიღეთ, მე-2 თვე – ვარდისფერი როდიოლას ნახარში.

ხარისძირა

დავიწყოთ იქედან, რომ მცენარე საკმაოდ სახიფათოა და აუცილებლად მკაცრად ინსტრუქციის მიხედვით უნდა მიიღოთ, არცერთი გრამით მეტი! ხარისძირა სახსრების მდგომარეობასა და ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, ხოლო შარდმდენი და მოსადუნებელი ეფექტის წყალობით მცენარე ნაწლავების გასაწმენდად, ტოქსინების და შლაკების გამოსადევნად, ასევე გასახდომად ფართოდ გამოიყენება.

და მიუხედავად იმისა, რომ ფიტოთერაპევტები ხარისძირას რეკომენდაციას იშვიათად უწევენ, სწორედ კლიმაქსის დროს მისი გამოყენების დროს ეფექტი მნიშვნელოვნად აღინიშნება. ქალები კლიმაქსის ასაკში, რომლებიც ხარისძირას მონელების პროცესის დასარეგულირებლად სვამდნენ, ფიტოთერაპიის პერიოდში ცხელების საერთოდ არ არსებობას აღნიშნავდნენ.

ეფექტური ბალახები უძილობის და დეპრესიის საწინააღმდეგოდ

1.კატაბალახა

კატაბალახა რეკომენდებულია ძილის პრობლემების დროს, რომლებიც შფოთვით და სტრესით არის გამოწვეული. მისი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებით ძლიერად სვიასთან ერთად ვლინდება.

2.ლეონურუსი

ნამდვილად ეფექტური დამამშვიდებელი, რომელიც შეგიძლიათ 24 საათში 4-ჯერ უსაფრთხოდ მიიღოთ. კარგად ამშვიდებს!

3.კრაზანა

კრაზანა კლიმაქსის პერიოდში მცირე დეპრესიას შესანიშნავად ებრძვის.

4.როდიოლა

ძვირფასი ფესვები დაგეხმარებათ სტრესის დროს, დაღლილობას გააქრობს, მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას გააუმჯობესებს, რაც მენოპაუზის პერიოდში მნიშვნელოვანია.

5.ათასფურცელა

ათასფურცელა დაგეხმარებათ არა მხოლოდ დეპრესიის, ცუდი განწყობის და ცხელების დროს. ეს მცენარე ზოგად გამაძლიერებელ, ანტიბაქტერიულ, სისხლის მიმოქცევის აღმდგენ თვისებებს ფლობს და არტერიულ წნევას შესანიშნავად ამცირებს.

მცენარეების ნაკრები კლიმაქსის დროს

ნაკრები #1

აიღეთ 4 ს/კ ლეონურუსი, ამდენივე ჩიტისთვალა, 3 ს/კ ბერულა, 5 ს/კ მაყვალის ფურცლები, 2 ს/კ კუნელის ყვავილები და აურიეთ. აუცილებლობის შემთხვევაში 1 ჩ/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და როგორც ჩაი, ისე დალიეთ.

ნაკრები #2

სამკურნალო ჩაის სახით კლიმაქსის დროს შეგიძლიათ სხვადასხვა რაოდენობის მარმუჭის, კრაზანას, ბარამბოს და სვიას ნარევი მოადუღეთ.

ნაკრები #3

თუ ჭინჭარს, მატიტელას და ვარდის ნაყოფს (თითო 1 ჩ/კ) მოადუღებთ და დილით დალევთ, სასმელს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ექნება, განწყობას აგიმაღლებთ და ზოგად ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.

ნაკრები #4

თანაბარი პროპორციებით მშრალი პიტნა, აბზინდა, კამას თესლი და ცაცხვის ყვავილი ერთმანეთს აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 15 წუთით ადუღეთ. ნაყენი გადაწურეთ, მდუღარე წყალი დაასხით, რომ სრული ჭიქა გამოვიდეს. მიიღეთ დილა-საღამოს ნახევარი ჭიქა. გააგრძელეთ 3 თვე. 1 თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ ფიტოთერაპიის კურსი გაიმეოროთ.