ფრთხილად! 7 ნიშანი რომ თქვენ ტოქსიკური დედა ხართ

1688
ფრთხილად! 7 ნიშანი რომ თქვენ ტოქსიკური დედა ხართ
ფრთხილად! 7 ნიშანი რომ თქვენ ტოქსიკური დედა ხართ

დედები ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ ბავშვებისთვის ყველაფერს საუკეთესოს აკეთებენ. ამასთან შეიძლება შებოჭონ, თვითშეფასება დაუკარგონ და ჩარჩოებში მოაქციონ. ამასთან ზოგიერთი მათგანი ვერც აცნობიერებს, თუ მათი ქცევა ბავშვებზე როგორ აისახება. საკუთარ თავს მეორე კუთხიდან შეხედეთ, რომ გაიგოთ, „თქვენი აღზრდით“ სხვა ადამიანების ცხოვრებას ხომ არ ანგრევთ.

ტოქსიკური დედის ნიშნები

1.თქვენ ყველაფერს აკრიტიკებთ

თქვენ გსურთ, რომ ბავშვი ყველაფერში საუკეთესო იყოს. ბავშვი ასეთი რომ გახადოთ, აუცილებელია შეცდომები და მარცხი ცხვირში ადინოთ?

„შენ ზარმაცი ხარ, ნახატი ძალიან მარტივი გამოვიდა…მე თუ არა ვინ გეტყვის სიმართლეს?“

ალბათ გსურთ, რომ ადამიანმა შეცდომები აღიაროს, მაგრამ მუდმივი კრიტიკა თვითშეფასება მხოლოდ აქვეითებს.

2.თქვენ პირად საზღვრებს არღვევთ

თითოეული მშობელი საკუთარ შვილზე ნერვიულობს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ხშირად. „ტოქსიკური დედა“ ოთახში კაკუნის გარეშე შემოდის, ნივთებში იქექება, ლაპარაკს ისმენს. ისინი თავად წყვეტენ, თუ ბავშვები ვის უნდა შეხვდნენ და იმეგობრონ. ასეთი ქცევის შედეგი შეიძლება საშინელი იყოს.

3.თქვენ ნაკლებს აქებთ

თქვენ გეშინიათ რომ ბავშვს ზედმეტად აქებთ, სწორედ ამიტომ ამას არ აკეთებთ. „რომ იფიქროს, რომ სრულყოფილია და განვითარება აღარ სცადოს? – ასე ფიქრობთ. მაგრამ თავში სცენარს თავად ქმნით, რომელიც, სავარაუდოდ, არასდროს მოხდება. ქება არ შეწყვიტოთ!

4.ფიქრობთ, რომ ბავშვი ყველაფერს თქვენს ჯინაზე აკეთებს

ბავშვი ყველაფერს თქვენს ჯინაზე აკეთებს: „დაიბადა იმისთვის, რომ ცხოვრება გამინადგუროს“, „გვიანობამდე სეირნობს – რომ ვინერვიულო“, „ცუდად სწავლობს, რომ ნერვები მომიშალოს“. თავში არ მოგსვლიათ, რომ მიზეზი შეიძლება სულ სხვამ რამ იყოს?

5.თქვენ სხვა ბავშვებს ადარებთ

„აი ანას ბავშვი შესანიშნავია!“ – ეუბნებით ბავშვს, რომ კარგი მაგალითის ნიმუში აჩვენოთ. მაგრამ ბავშვი უკეთესობისკენ შეცვლას არ ცდილობს. ის მხოლოდ კიდევ ერთხელ არწმუნებს საკუთარ თავს, რომ წარუმატებელია.

6.ცდილობთ ბავშვისთვის მეგობარი იყოთ

თუ ბავშვთან ურთიერთობაში ნდობის მოპოვება გსურთ, აუცილებელი არაა იყოთ „მაგარი მეგობარი“. მან ავტორიტეტი უნდა იგრძნოს. ბავშვი და „მაგარი დედა“ მეგობრები არ უნდა იყვნენ, რომ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ.

7.თქვენ მანიპულირებას ახდენთ

ბავშვიდან რომ რაღაცას მიაღწიოთ, მისით მანიპულირებას ახდენთ. თქვენ ცრემლებს ღვრით, თანაგრძნობას იწვევთ. მისი გრძნობები, გეგმები და ოცნებები არ გაინტერესებთ. თქვენ პირადი კეთილდღეობა გაინტერესებთ.

ალბათ ბავშვისთვის ყველაფერი საუკეთესო გსურთ. ზოგჯერ გვგონია, რომ რაღაცას საკეთილდღეოდ ვაკეთებთ, პირიქით, ეს შეიძლება ზიანის მომტანი იყოს. მსგავსი ნიშნები შენიშნეთ?