მოდური ჰოროსკოპი. ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი მოდის ჩვევების მიხედვით

1215
მოდური ჰოროსკოპი. ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი მოდის ჩვევების მიხედვით
მოდური ჰოროსკოპი. ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი მოდის ჩვევების მიხედვით

ვინ უარყოფს მოდის კანონებს, ვინ ანიჭებს უპირატესობას კლასიკას, ვინ ეთაყვანება მოდურ ბრენდებსა და ლოგოებს? გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების მოდურ თავისებურებებს და ყველაზე მოდურს გამოვარჩევთ!

დავალაგოთ ზოდიაქოს ნიშნები რეიტინგის მიხედვით

გთავაზობთ, ბოლო ადგილით დავიწყოთ, რომ თანდათანობით მწვერვალს მივაღწიოთ.

12.თხის რქა

ზამთრის თვის წარმომადგენელს მყუდრო და კომფორტული ნივთები უყვარს. უპირატესობას ანიჭებენ მარტივ, მაგრამ ამავდროულად დახვეწილ სტილს.

11.ქალწული

პრაქტიკული ქალწული ხარისხიან ნივთებს ირჩევს, რომლებიც მას დიდხანს და ერთგულად ემსახურებიან. სწორედ ამიტომ, მაღაზიაში ყოველი მისი იშვიათი ვიზიტი უნივერსალური გარდერობის შექმნას ეძღვნება.

10.კირჩხიბი

ყოველთვის დახვეწილი, მაგრამ არა მოსაწყენი, თუმცა მუდმივ კლასიკას უპირატესობას ანიჭებენ. ელეგანტური ნივთები უყვართ, სწორედ ამიტომ ბრბოში მათ გამორჩევას ყოველთვის მოახერხებთ.

9.თევზები

მთვარესავით იდუმალებით მოცულ თევზს ყურადღების მიქცევა და წარმოუდგენელი ეფექტის მიღწევა შეუძლია. შეიძლება მისი ტანსაცმლის დეტალები ვერ დაიმახსოვროთ, მაგრამ ეს რომ „ვაუ“ იყო თავში მაინც ჩაბეჭდილი გექნებათ!

8.სასწორი

მუდმივ ორჭოფობას სასწორი იქამდე მიყავს, რომ მათი გარდერობი სავსეა ნივთებით, რომლებიც დილიდან საღამომდე შეიძლება ჩაიცვათ და ყველაფერი აქტუალური იქნება. და თუ გამორჩევა არის საჭირო, მაშინ ყუთებიდან აბრეშუმს და ზამშს გამოიღებენ.

7.ვერძი

უბრალო ნივთების შეხამების უნარი მისგან ახალ მოდურ სახეს ქმნის – ეს კრეატიული ვერძის საქმეა. თუ მათ აქსესუარებს დაუმატებთ, შეგიძლიათ მოდურ ჩვენებაზე კი გამოხვიდეთ.

6.მერწყული

მათ რამდენიმე მეტრით დაშორებულ დაკიდული ზუსტად იმ ნივთის აღმოჩენა შეუძლიათ, რომელიც მათ ფერის, ქსოვილის ხარისხის და ფორმის მიხედვით მოუხდებათ. და რაც მთავარია, ფასის მიხედვით, რაც მას გარდერობის შესავსებად განსაკუთრებულად სასურველს ხდის.

5.მორიელი

იმპულსურმა და ემოციურმა მორიელმა ყოველთვის იცის, თუ რა რაოდენობის უნდა შეიძინოს, რომ თავისი გამოსვლით ფურორი მოახდინოს. ტანსაცმლის ლუქის შექმნა უყვართ, საფუძვლად კი ყველაზე საყვარელ ნივთს ღებულობენ, ასეთი კი მათ გარდერობში ბევრი არის.

4.ტყუპები

ცნობილი შოპაჰოლიკი, რომელსაც სხვადასხვა სტილის ნივთების შეძენა უყვარს, რადგან ერთფეროვნებით იღლება. ამასთან ახერხებენ ერთმანეთს შეუხამონ ნივთები, რომლებიც სხვებზე ძალიან უშნოდ გამოიყურება.

3.ლომი

იმიჯის ექსპერიმენტი? მარტივია! ამაყი და თვითკმარი ლომი შესანიშნავად გამოიყურება როგორც კლასიკურ კოსტუმში, ასევე ფერად საზაფხულო გრძელ კაბაშიც. ყოველთვის მოდას მისდევს, არჩევანის გაკეთების დროს მხოლოდ საკუთარ გემოვნებას ენდობა.

2.კურო

კომფორტის და სილამაზის მოყვარული გარდერობს ყოველთვის ულტრა თანამედროვე ნივთებით ავსებს. თითოეული მისი გამოსვლა – სამყაროში საკუთარი თავის შესახებ მორიგი განაცხადია.

1.მშვილდოსანი

სიყვარულის მოყვარულ მშვილდოსანს გარდერობიც წარმოუდგენელი ზომის აქვს. ამის წყალობით წარმოუდგენელი ლუქების შექმნას ახერხებს, ერთი შეხედვით შეუფერებელ ნივთებს და სტილს ერთმანეთს ახამებს. მათი იმიჯი მხედველობიდან არ გამოგრჩებათ!

საკუთარი თავი ამ აღწერაში იცანით? მეგობრები და ახლობლები? ზოდიაქოს ნიშნების მოდის ჩვევების შესახებ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.