7 შეცდომა, რომლებიც თქვენს მაკიაჟს იაფფასიანს ხდის. განვიხილოთ ვარსკვლავების მაგალითზე

1757
7 შეცდომა, რომლებიც თქვენს მაკიაჟს იაფფასიანს ხდის. განვიხილოთ ვარსკვლავების მაგალითზე
7 შეცდომა, რომლებიც თქვენს მაკიაჟს იაფფასიანს ხდის. განვიხილოთ ვარსკვლავების მაგალითზე

მაკიაჟი ქალების უმეტესი ნაწილის განუყოფელი ნაწილია, ის მათი დამცველი და ჯავშანია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ქალები წელიწადში დაახლოებით 335 საათს გარეგნობას უთმობენ. და როგორი სამწუხაროა, როცა მთელი ძალისხმევა პრაქტიკულად ერთი შეცდომის გამო წყალში ჩაყრილი ხდება. ერთ შეცდომას შეუძლია მთელი გარეგნული იერი გააფუჭოს და მფლობელს მოუვლელი იმიჯი მიანიჭოს. მაგრამ შეცდომები იმისთვის არის საჭირო, რომ შემდეგ ისინი გაანალიზოთ და დასკვნები გამოიტანოთ.

ტონალური საშუალება

მარცხენა სურათზე ემბერ ჰერდი მხოლოდ 32 წლის არის, მაგრამ სქლად წასმული ტონალური საშუალებით ყველაზე წვრილი ნაოჭიც კი გამოკვეთილი არის და მას სახეზე 10 წლით აბერებს. მარჯვენა სურათზე ემბერმა ბუნებრივ მაკიაჟს მიანიჭა უპირატესობა და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

დასკვნა:

ზომიერების გრძნობა მსგავსი შეცდომის დაშვების უფლებას არ მოგცემთ. ტონალური საშუალება სახის ფერს უნდა ათანაბრებდეს და არ უნდა ფარავდეს.

მის წასმამდე კანი უნდა მოამზადოთ: ის კარგად გასუფთავებული და დატენიანებული უნდა იყოს.

ტონალურის წასმის შემდეგ დამაფიქსირებელი სპრეი ან თერმული წყალი გამოიყენეთ. ეს ტონის ყველა ფენას დაამაგრებს, თუ რამდენიმე საშუალება ერთდროულად გამოიყენეთ.

ასაკობრივ მაკიაჟში სქელი ტონის გამოყენებას მოერიდეთ. ჩვეულებრივ ის დათვურ სამსახურს გვიწევს და კანის ყველა ნაკლს ხაზს უსვამს.

ფერის კორექცია

როგორი ეფექტის მიღწევა სურდა სიენა მილერს, როცა ფაიფურის მსგავს კანზე ეს ნარინჯისფერი ბრონზერი წაისვა, უცნობია, რადგან მისი კარგად გამოხატული სახე კიდევ უფრო მეტ გამოკვეთას არ საჭიროებს. სამაგიეროდ ცნობილია, თუ რას მიაღწია: აი უკვე 13 წელია ეს წარუმატებელი სურათი დამწყებ ვიზაჟისტებს უჩვენებს, თუ რა არ უნდა გააკეთონ.

„ბზინვარება, ქალბატონებო!“ – თქვა ვიზაჟისტმა ლი მიშელმა და მისა. ისე რომ, 30 წლის მსახიობი სოლარიუმის ხანდაზმულ მსხვერპლს დაემსგავსა. თავად შეადარეთ, თუ რამდენად ახალგაზრდულად და უფრო მომხიბვლელად გამოიყურება ლია მკაცრი კონტურის და სტრობინგის გარეშე. (1 წლის სურათი)

აი, ევა ლონგორიამ გადაწყვიტა ბუნებრივი ფერისთვის გადაეხვია და საკუთარ თავს არისტოკრატიული სიქათქათე მიანიჭა. მაგრამ ამისთვის ცივი ფერები გამოიყენა და მაკიაჟი სმოკი თვალებით დაასრულა,  შედეგად კი არაჯანსაღი იმიჯი მიიღო. შეადარეთ: მეორე სურათზე თბილი ფერები და მწვავე ლაქების არ არსებობა ევაზე უფრო უკეთ მუშაობს.

დასკვნა:

კონტურინგი ტრენდული აღარ არის, მაგრამ თუ ფერებით კორექციაზე უარის თქმა არ გსურთ, უმჯობესია ფერი სწორად შეარჩიოთ: კანის ფერზე ერთი ტონით მუქი და მასთან ტემპერატურაზე წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს.

სტრობინგმაც პოზიციები დათმო, მაგრამ სურვილის მიხედვით შეგიძლიათ კანს მსუბუქი მბზინვარება მიანიჭოთ, ამისთვის თხევადი ჰაილაითერი, ან თხელი ფანქარი გამოიყენე.

და კვლავ ზომიერებას შეგახსენებთ: ბრონზერი და კონსილერი ექსპერიმენტისთვის ფართო სივრცეს შლის, მაგრამ ზოგჯერ (და ხშირად) უმჯობესია ბუნებრივ თემებზე ძალიან არ გადაუხვიოთ.

სადაფი

სადაფს ცალკე თემა ეკუთვნის. უბრალოდ შეხედეთ, მისმა უადგილო მბზინვარებამ როგორ დააბერა კეტრინ ზეტა-ჯონსი. აქ, რა თქმა უნდა, სახის ფერის და ტუჩის პომადის ფერიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ თვალები და ტუჩები არ ბზინავს და უკვე უკეთეს შედეგს მიაღწევთ. და საერთოდ თუ მასზე უარს იტყვი, უკეთესი იქნება.

გარდა იმისა, რომ სადაფი ასაკს გმატებთ, ის სურათსაც აფუჭებს, გადაღების დროს ვიზუალურად სახის ნაწილს შთანთქავს. ეს ჩვენ როუზ მაკგოუენმა თავისი იმიჯით წარმოგვიდგინა.  ვიმედოვნებთ, რომ მან ეს სპეციალურად გააკეთა, რადგან როუზი ბევრად უკეთესად გამოიყურება, როცა სადაფის კოსმეტიკის გამოყენებით ჩვენი ყურადღების გადატანას არ ცდილობს.

დასკვნა:

უბრალოდ სადაფი დაივიწყეთ: თუ თქვენ 25 წელზე მეტის ხართ, ის უადგილოა. ასაკობრივ მაკიაჟში კი საერთოდ სახიფათოა.

როგორც ვარიანტი… თუმცა არა, არანაირი ვარიანტი – დაივიწყეთ.

წარბები

რა დაემართა რაშიდა ჯონსის წარბებს და რატომ არიან ისინი ასე განსხვავებულნი, ჩვენ უკვე ვერ გავიგებთ, მაგრამ ამ ერთი სამწუხარო ასიმეტრიის გამო მთელი მაკიაჟის ფუჭდება. არადა ერთი წლის წინ საკმაოდ ლამაზი წარბებით თავს იწონებდა. სხვათა შორის, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა გავლენას ახდენს პომადის ფერი სახეზე: არასწორად შერჩეული ფერი მთელ იმიჯს იაფფასიანს ხდის.

ყველაზე შავწარბიანი ქერათმიანი ვარსკვლავი ემილია კრალკი თითქმის ყოველთვის საზღვარზე დადის, მაგრამ ჩვეულებრივ მის იმიჯს შავი ფერის ძირები არჩენს. მაგრამ ამ შემთხვევაში..ვცდილობთ ეს თეატრალურ იმიჯად გავასახოთ (აქ მხოლოდ ფერუმარილი რად ღირს), მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ დრაკონებზე არ დაფრინავთ, უმჯობესია წარბების და თმის ფერის ბალანსი დაიცვათ.

აი, კრელ დეინსმა სახეზე წარბები საერთოდ უგულებელყოფა და შედეგად ისინი სახიდან გაქრა. რა თქმა უნდა, ქერათმიანი ქალები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ წარბების მოხატვის დროს, კლერმა აქ გადააჭარბა… მაგრამ ამ შემთხვევაში თვალების მკვეთრი მაკიაჟი არ უნდა გამოეყენებინა. საბედნიეროდ, მსახიობმა შეცდომა გამოასწორა.

დასკვნა:

დღევანდელი მოდა ბუნებრივი წარბების მიმართ საკმაოდ ლმობიერი არის: და ასე რომ წარბების დაპუტვა საჭირო არაა, უბრალოდ ოდნავ ფორმა მიეცით და დავარცხნეთ.

წარბები არ შეიჭრათ: ეს ყოველთვის შესამჩნევია, ასე არაბუნებრივად გამოიყურება. წარბების დასავარცხნი გელი დაგეხმარებათ, რომ წარბები ისე დავარცხნოთ, როგორც გსურთ.

წარბები სახის განწყობას ქმნის, ამიტომ ფორმის კარდინალურ ცვლილებას მოერიდეთ.

წარბების ფერი თმის ფერთან და მაკიაჟთან ჰარმონიაში უნდა იყოს, მისგან მკვეთრად გამოხატული არ უნდა იყოს.

მოვლა წარბებსაც სჭირდება: ზეთი, ნიღაბი, დატენიანება. მშრალი, აქერცლილი კანი იდეალური ფორმის წარბების იმიჯსაც კი გააფუჭებს.

თუ წარბები გულს არ გიხარებთ, დრო და ფული არ დაზოგოთ რომ კორექცია გაუკეთოთ და კარგ სპეციალისტთან მიხვიდეთ, რომელიც წარბების სწორად მოვლის მეთოდებზე გიამბობთ და ფორმის შენარჩუნებას გასწავლით.

ტუში და ლაინერი

ფიქრობთ, მარცხენა სურათზე ბრიტნი სპირსი ცხელ ოთახში ხმაურიანი წვეულების შემდეგ არის გადაღებული? ან მისი ცხოვრების რთულ პერიოდში, რომელიც განქორწინებასთან და ალკოჰოლთან არის დაკავშირებული? არა, ეს კალათბურთის მატჩზე არის გადაღებული, რომელსაც მომღერალი მიმზიდველ შეყვარებულთან ერთად დაესწრო. მაგრამ ლაინერის არასწორი წასმის გამო მოუვლელ იმიჯს ტოვებს. მეორე სურათზე ყველაფერი ბევრად უკეთესად არის.

აი. ანდრეა რაიზბორომ გადაწყვიტა ლაინერი საერთოდ არ გამოეყენებინა. სამაგიეროდ წამწამების ტუშის გამოყენება არ დაეზარა. შედეგად – მაკიაჟში აშკარა დისბალანსი და წინ წამოწეული თვალის თეთრი გარსი. მეორე სურათთან შეადარეთ, სადაც მსგავსი შეცდომა დაშვებული არაა.

დასკვნა:

ქუთუთოების ბაზა გამოიყენეთ. ან პუდრის თხელი ფენა წაისვით ლაინერის ან ფანქრის ზემოთ.

თუ არქიტექტურული ხაზები თქვენს მიზანს არ წარმოადგენს, შეგიძლიათ ლაინერის ზემოთ მსგავსი ფერი გადაისვათ. ოღონდ ჩრდილები კარგი პიგმენტის უნდა იყოს, ფუნჯი მყარი, მოძრაობა არა ჰაეროვანი, არამედ მიმაგრებული.

მაკიაჟის გასასწორებლად ბამბის ჩხირები გამოიყენეთ. ამასთან უმჯობესია თუ მშრალ ჩხირებს გამოიყენებთ.

ეცადეთ ტუშს, ლაინერსა და ჩრდილს შორის ჰარმონია დაიცვათ. როცა რომელიმე მათგანი სხვებს ფარავს, შედეგი კარგი არ გამოდის.

მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა გამოიყენეთ.

ტუჩის კონტური

პალომა ფეიტი საკმაოდ ეპატაჟური ქალბატონია, მაგრამ გადღაბნული პომადა ეს იმიჯის ნაწილი არაა, რადგან ჩვეულებრივ მომღერალს ძალიან აკურატული მაკიაჟი აქვს.

დასკვნა:

პომადა საზღვრებში რომ ჩაჯდეს, ეს ჩარჩო უნდა გამოკვეთოთ – ამისთვის ტუჩის ფანქარი გამოიყენეთ.

შეგიძლიათ პომადის ბაზა გამოიყენოთ. განსაკუთრებით გამოადგებათ ლამაზმანებს 30 წლისას, რადგან პომადის წასმა წვრილი ნაოჭების გაჩენას არ გამოიწვევს.

გლუვი ფერის პომადები შესანიშნავი ვარიანტებია.

პომადა ნაკლებად გაიდღაბნება, თუ თხელ ფენად წაისვამთ. პომადის წასმის შემდეგ, სალფეთქით ზედმეტი მოიშორეთ. უმჯობესია თუ პომადას ფუნჯით წაისვამთ.

ულტრათანამედროვე ტრენდი

წელს მოდაშია ფირუზის ყველა ელფერი. მაგრამ ასეთი მაკიაჟის გაკეთება და სასაცილოდ არ გამოჩენა, საკმაოდ რთულია. სარა ჯესიკა პარკერმაც თითქმის კი ვერ მოახერხა. მარცხენაზე მსახიობი Met Gala 2018 წლის დაჯილდოებაზე არის, რომელიც თითქმის თეატრალურია. ცხოვრებაში მსახიობი უფრო განსაზღვრავს, თუ რა არის მოდური და რა უხდება.

დასკვნა:

მოდის დიზაინერები ყოველ სეზონზე ბევრ კრეატიულ იდეას აჟღერებენ: ეს მათი სამუშაოა რომ მოწყენილობა არ იყოს. მაგრამ პოდიუმიდან ყველაფერი ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გამოაგადებათ.

სანამ ოფისში ან წვეულებაზე მართკუთხა ჩრდილებით, საფეთქლებამდე ლაინერის ისრებით და ვერცხლისფერი პომადით გაემგზავრებით, ასეთი მაკიაჟის სახლში გაკეთება სცადეთ. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ზედმეტი არაა?

ზოგჯერ ასეთი არასტანდარტული ტრენდები შეგიძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ, თუ მათში ცვლილებას შეიტანთ: ფორმა და ლაინერის ფერი დატოვოთ, მაგრამ უფრო ადეკვატური ზომები გამოიყენოთ. სცადეთ და თქვენი ვარიანტი იპოვეთ.

შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ისინი თვითგანვითარების ძლიერი სტიმულატორები შეიძლება გახდნენ, თუ შეცდომებს გაანალიზებთ და უკეთესობისკენ შეცვლას შეეცდებით. შესაძლოა, ჩვენი სტატიის დახმარებით, სხვისი შეცდომების გათვალისწინებას შეძლებთ და მსგავს შეცდომას თავად არ დაუშვებს.

თქვენ რას დაუმატებთ ჩვენს დაკვირვებას? კიდევ რომელი შეცდომები აფუჭებს მაკიაჟს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.