ტუჩებიდან სიმშრალის და ბზარების მოშორების 8 ნაბიჯი

1400

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ იტანჯება ჩვენი ტუჩები ზამთრის ყინვის დროს. არანაირი ტუჩსაცხი არ იცავს ბზარებისგან და სიმშრალისგან. თუმცა არსებობს ეფექტური გზები, რომლებიც მოგაშორებთ ყველა ამ სიმპტომს.

ნაბიჯი #1: გაარკვიეთ, რამდენ წყალს სვამთ

ბზარები შეიძლება გამოვლინდეს დეჰიდრატაციის დროს. აქედან გამომდინარე, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ტუჩებზე კანი გაბზარვას იწყებს, დაფიქრდით, რამდენ სითხეს იღებთ.

აუცილებლად უნდა დალიოთ დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი.

ნაბიჯი #2: გამოიყენეთ სპეციალური ტუჩის ბალზამი

ჰიგიენური ტუჩსაცხი ან ბალზამი უნდა შეირჩეს 15 ან უფრო მაღალი UV ფილტრების მაჩვენებლით. თუ ბზარები უკვე გამოჩნდა, UV სხივები მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. და თავიდან ასაცილებლად ეს ბალზამი გამოიყენეთ.

ასევე გამოიყენეთ ისეთი ჰიგიენური ტუჩსაცხი ან ჩვეულებრივი ტუჩსაცხი არომატების გარეშე, მათ შეიძლება ტუჩის გაღიზიანება და ალერგიაც კი გამოიწვიონ.

ნაბიჯი #3: არ გამოიყენოთ ქილაში მოთავსებული ბალზამი

ასეთი ბალზამი ცუდია, იმიტომ, რომ როდესაც თითებს იყენებთ, შესაძლოა უამრავი ბაქტერია გადმოიტანოთ. თუ ტუჩები უკვე დაბზარულია, ამგვარი ბალზამის გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო შედეგები.

ნაბიჯი #4: ძლიერი ქარის დროს დაიფარეთ სახე შარფით

ტუჩების შარფით დაფარვა ძლიერი ქარის დროს თავიდან აგაცილებთ ბზარებს და ტენიანობის დაკარგვას.

ნაბიჯი #5: შეძინეთ ჰაერის დამატენიანებელი

მოგეხსენებათ, ზამთარში ჩვენ ბინებში აყენია გათბობა. ცხელი ჰაერი კი ძალიან აშრობს კანს.

ასე რომ, აირჩიეთ მოწყობილობა, რომელიც ჰაერს დაატენიანებს. ამ შემთხვევაში კანი გახდება უკეთესი, შეინარჩუნებთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ნაბიჯი #6: გამოიყენეთ ჰიდროკორტიზონის მალამო ბზარების სამკურნალოდ

გამოიყენეთ ჰიდროკორტიზონის მალამო. ის თავიდან აგაცილებთ ბზარებს. მალამო გამოიყენეთ მხოლოდ ღამე, წაისვით თხელი ფენა და დილით ჩამოიბანეთ.

მთავარია, რომ ფენა იყოს თხელი. გამოიყენეთ მალამო ერთი კვირით – ეფექტი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ნაბიჯი #7: სახის დაბანის წინ, აუცილებლად წაისვით ტუჩის ბალზამი და შემდეგ დაიბანეთ სახე

სახის დაბანის წინ, აუცილებლად წაისვით ტუჩის ბალზამი და შემდეგ დაიბანეთ სახე განსაკუთრებით მაშინ, თუ ტუჩები დაზიანებულია. ეს დაგიცავთ პრობლემებისგან.

ნაბიჯი #8: გაიკეთეთ სისხლის ანალიზი

თუ დაიცავით ყველაფერი და ტუჩები კვლავ სავალალო მდგომარეობაშია, შეიძლება გქონდეთ ვიტამინი B-ს ნაკლებობა, დაბალი ჰემოგლობინი ან უმნიშვნელოვანესი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა.

უმჯობესია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ სისხლის ანალიზი. ექიმი დაგინიშნავთ სპეციალურ ვიტამინებს და მიკროელემენტებს.