რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველ დღე შვრიას მიირთმევთ

5727

საუზმე არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება. დიეტოლოგები ამბობენ, ისინი საუზმეზე ყოველთვის შვრიას უწევენ რეკომენდაციას.

ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა მიირთვათ შვრია ყოველ დღე.

შვრია უნდა იყოს სუფთა, დაზიანებისგან და ჭუჭყისაგან თავისუფალი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ხილი, თხილი, დარიჩინი, ნაღები, ან უცხიმო იოგურტი გემოვნებით.

1. თქვენი კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება

შვრია კანის დაავადებების იდეალური მკურნალია, მათ შორის ეგზემას და დერმატიტის, რადგან იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებისა და ნუტრიენტები.

თუთია კანს ტოქსინებისგან წმენდს და აახალგაზრდავებს მას. რკინა ატენიანებს კანს, მანგანუმი ხსნის შეშუპებას და ანთებას, მაგნიუმი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კანის უჯრედების მუდმივ განახლებას.

2. თქვენი კუნთები სწრაფად გაიზრდება

მხოლოდ 8 ს.კ. შვრია თქვენი სხეულის ყოველდღიური ცილის მიღების 15% -ით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პროტეინთან ერთად მიიღებთ ვიტამინ E-ს, ანტიოქსიდანტებს, გლუტამინს, რაც ხელს შეუწყობს კუნთების სწრაფად გაზრდას.

3. შვრიაში ბევრი ანტიოქსიდენტია

შვრია მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ებრძვიან ქავილს, კანის ანთებას და მაღალ წნევას. ის შეიცავს ბეტა გლუკანს, რომელიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. საუზმეზე შვრიასთან ერთად, სასარგებლო იქნება ფორთოხლის წვენი.

4. უფრო მეტი ენერგია გექნებათ

შვრია მდიდარია ნახშირწყლებით, რაც ავსებს სხეულს ენერგიით. ეს კარგად გამოგკვებავთ და შიმშილს დიდი ხნის განმავლობაში აღარ იგრძნობთ.

5. თქვენ დაიკლებთ წონაში

შვრიის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს წონის დაკარგვას. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საუზმეზე შვრიის მირთმევის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში შიმშილს ვეღარ იგძნობთ, ამიტომ დღის განმავლობაში ნაკლებს მიირთმევთ.

6. შემცირდება ქოლესტერინის დონე

შვრია შეიცავს ბეტა-გლუკანს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებას.

ლინოლემიური მჟავა და ცელულოზა, რომელიც შვრიის შემადგენლობაშია, შეამცირებს სისხლის ტრიგლიცერიდებსა და  ქოლესტერინის დონეს. ეს საკვები ნივთიერებები ქმენდს არტერიიის კედლებს  და იცავს ჩვენს სხეულს ისეთი სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა ათეროსკლეროზი, გულის შეტევა და ინსულტი.

7. გულის დაავადება რისკი მცირდება

შვრია მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც იცავენ გულის უჯრედებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას. შვრიის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტები, რაც ამცირებენ სისხლძარღვების კედლების დაზიანების ალბათობს.

8. მოიშორებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს

ექსპერტები რეკომენდაციას იღებენ დღე-ღამეში 25 და 35 გრამ ცელუზოზას მიღებას. შვრია შეიცავს ამ ნორმის 1/5-ს.

სწორედ ამ მიზეზების გამოა შვრია იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც.