ფლავი საცხობ ცელოფანში: ყურადღების მიქცევა არ უნდა, შედგით და დაივიწყეთ, არ დაიწვება, მორევა არ სჭირდება

2228
ფლავი საცხობ ცელოფანში: ყურადღების მიქცევა არ უნდა, შედგით და დაივიწყეთ, არ დაიწვება, მორევა არ სჭირდება
ფლავი საცხობ ცელოფანში: ყურადღების მიქცევა არ უნდა, შედგით და დაივიწყეთ, არ დაიწვება, მორევა არ სჭირდება

როცა პატარა ვიყავი, ბებია დღესასწაულზე ყოველთვის ფლავს მიმზადებდა. ის იმდენად გემრიელი იყო, რომ თავად იმაზე ფიქრი რომ ბებიასთან ფლავისთვის მივდიოდით, მუცლის სასიამოვნო წრიალს მაწყებინებდა. სხვათა შორის, ამ ფლავის რეცეპტი ბებიამ ბაბუასთან ერთად უზბეკეთში ცხოვრების დროს ისწავლა (ბაბუა სამხედრო პირი იყო და ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა).

ბებია დიდი ხანია ჩვენთან უკვე აღარ არის, მაგრამ ახლა დღესასწაულზე ფლავზე მე ვამზადებ. სწორედ ბებიას რეცეპტით, მაგრამ ერთი ხრიკის გამოყენებით. და ეს ხრიკია – საცხობი ცელოფანი.

საცხობ ცელოფანში მომზადებული კერძი წარმოუდგენლად გემრიელი, წვნიანი და არომატული გამოვა. რაც მთავარია – მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივი ხდება, რადგან ასე ფლავი არ დაიწვება, არ მიეკვრობა, მომზადების დროს მორევა არ სჭირდება და საცხობი ფორმაც სუფთა რჩება.

როგორ მოვამზადოთ ფლავი ღუმელში

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი ფლავი საცხობ ცელოფანში. ძალიან მარტივად მზადდება, არაფერი არ დაიწვება და ღუმელთან დგომა პრაქტიკულად არ დაგჭირდებათ!

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ბრინჯი
  • 600 გრ ხორცი (ფილე)
  • 1 ლ წყალი
  • 3 ხახვი
  • 1-2 სტაფილო
  • 2 თავი ნიორი
  • 1,5 ჩ/კ სანელებლები ფლავისთვის
  • 0,5 – 1 ჩ/კ კურკუმა
  • 0,5 – 1 ჩ/კ ტკბილი პაპრიკა
  • 1,5 ჩ/კ კოწახურის კენკრა
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1.ბრინჯი ცივ წყალში კარგად გარეცხეთ (მინიმუმ 6-7-ჯერ). ნებისმიერი სახისბრინჯი გამოგადგებათ. მე ორთქლზე დამუშავებულ ბრინჯს ვიყენებ.

2.ხახვი კუბებად დაჭერით, სტაფილო – ჩხირებად ან სახეხზე კორეული სტაფილოს მსგავსად გახეხეთ.

3.ფლავისთვის ნებისმიერი ხორცი გამოდგება. გარეცხეთ და კუბებად დაჭერით.

გაცხელებულ ტაფაზე მცენარეული ზეთი მოასხით და ხორცი შეწვით. სითხის გამოსვლამდე და ოდნავ ოქროსფერის მიღებამდე შეწვით, დაახლოებით 7 წუთით. მარილის მოყრა ჯერ საჭირო არაა!

4.ხორცი ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ. ტაფას მცენარეული ზეთი კიდევ დაუმატეთ, მასში ხახვი და სტაფილო შეწვით, სანამ რბილი არ გახდება.

5.ხორცის ჭურჭელს ხახვი, სტაფილო და მზა ბრინჯი დაუმატეთ. ახლა სანელებლები დაუმატეთ: ფლავის სანელებლები, ტკბილი პაპრიკა, კურკუმა, კოწახურის კენკრა, შემდეგ მარილი. ყველაფერი ერთმანეთს კარგად აურიეთ.

6.დაახლოებით 50-60 სმ საცხობი ცელოფანი მოჭერით, მასში მზა ფლავი გადაიტანეთ და ყველაფერს ცხელი წყალი დაასხით.

მე რადგან ორთქლზე მომზადებული ბრინჯი მაქვს, ის სხვა სახეობებზე უფრო მაგარი არის, ამიტომ 1 ლ წყალს ვუმატებ. თუ ბრინჯი მრგვალი და გრძელი სახეობის არის 800 მლ წყალი საკმარისი იქნება. ბრინჯის ზემოთ 2 თავი ნიორი დადეთ.

7.ღუმელი 190 გრადუსამდე გააცხელეთ და მასში ფლავი, წინასწარ საცხობ ცელოფანში გახვეული, შედგით. ამ ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში აცხვეთ.

8.ესეც ასე, ფლავი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მზა ფლავი სუფრაზე ახალ ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად გაიტანეთ. საცხობ ცელოფანში და ღუმელში გამომცხვარი ფლავი კლასიკური ფლავისგან განსხვავდება, მაგრამ ნაკლებად გემრიელი არ გამოდის.

ფლავის მომზადების ამ მეთოდის შესახებ სოციალურ ქსელში მეგობრებს უამბეთ. ვიმედოვნებ, ამ რეცეპტის გამოყენებით თქვენც ისეთივე გემრიელი ფლავი გამოგივათ, როგორც მე!