რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ გულძმარვის დროს და რომელმა შეიძლება გამოიწვიოს ის

0
525

გულძმარვა არის მტკივნეული წვის შეგრძნება გულმკერდის ან ყელის არეში. ეს ხდება მაშინ, როდესაც კუჭის მჟავა მოქმედებს საყლაპავის ლორწოვან გარსზე. იგი ამ დროს ხდება რეტროგრადული. არსებობს პროდუქტები, რომელიც გაგათავისუფლებთ გულძმარვისგაგ და არსებობს ის პროდუქტებიც, რომლებიც ამას იწვევენ. დღეს ჩვენ ამ პროდუქტებზე ვისაუბრებთ.

რომელი პროდუქტები იწვევენ გულძმარვას

  • პომიდორი
  • ციტრუსი
  • ნიორი, ხახვი
  • ყავა
  • ცხელი წიწაკა
  • პიტნა
  • მწარე შოკოლადი
  • გაზიანი სასმელები

თქვენ უნდა შეისწავლოთ თქვენი სხეული და გაიგოთ რომელი პროდუქტებია თქვენთვის საზიანო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გავიგოთ, სხვა პროდუქტებმაც შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს. შეიძლება უშუალოდ მისი ჭამის დროს არაფერი გავნოთ, მაგრამ თუ ზოგიერთ პროდუქტს შეჭამთ ძილის წინ, გულძმარვის რისკი იზრდება.

რომელი საკვაბი არ იწვევს გულძმარვას და ებრძვის მას

  • ბანანი
  • ნესვი
  • შვრია
  • კეფირი
  • მარცვლეულის პური
  • ბრინჯი
  • მწვანე ბოსტნეული
  • კარტოფილი
  • ოხრახუში

გულძმარვა შეიძლება ხშირად გქონდეთ დილით, როდესაც კუჭი ჯერ კიდევ ცარიელია, და თქვენ პირველი მიირთვით ყავა ან მჟავე გრეიფრუტი და არ მიირთვით საუზმე. უმჯობესია შეჭამოთ შვრია და ბანანი, ნუ მიირთმევთ ნურც ციტრუსს და ნურც ვაშლს.

თუ გულძმარვა ძალიან ხშირია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან გამომწვევი მიზეზი შეიძლება უფრო სერიოზული იყოს. არ დააიგნოროთ თქვენი სხეულისიდან წამოსული სიგნალები!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი