10 სასარგებლო პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ბუნებრივი გზით გაწმენდენ

1793
10 სასარგებლო პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ბუნებრივი გზით გაწმენდენ
10 სასარგებლო პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ბუნებრივი გზით გაწმენდენ

ადამიანების უმეტესობა სწრაფი ტემპით ცხოვრობს და ამ რბოლაში ჯანსაღი კვებისთვის დრო არ რჩებათ. შედეგად კუჭს მავნე საკვებით ივსებენ, რომლებიც კუჭს და სხვა ორგანოებს ტვირთავს. მაშინაც კი, თუ ახლა ასეთი მიდგომა გამართლებული მიგაჩნიათ, ერთხელ სხეულთან ასეთი მიდგომა თავს იჩენს.

თქვენთვის სასარგებლო პროდუქტების სია შევადგინეთ, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაციონში მარტივად ჩართოს. მათი დახმარებით სხეულს ყოველდღიური ტოქსინებისგან მარტივად გაწმენდთ. რომელი მათგანი არის უკვე თქვენს მენიუში?

10.ჭარხალი

ეს ბოსტნეული მდიდარია რკინით, კალციუმით და ანტიოქსიდანტური ბეტაინით – ეს მცენარეული პიგმენტია, რომელიც ჭარხალს წითელ ფერს ანიჭებს. ბეტაინი უჯრედების მდგომარეობას აუმჯობესებს და ღვიძლის (ორგანიზმის გამწმენდი ცენტრის) უჯრედებს აღადგენს. ღვიძლი მიღებული ტოქსინების მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს, ასე რომ ბუნებრივად გამწმენდი ბოსტნეულის მიღება ზედმეტი არ იქნება.

რჩევა: ორთქლზე მოამზადეთ ან მოხარშეთ კანიანად, რომ ყველა მკვებავი ნივთიერება შეუნარჩუნოთ. გამომცხვარი ან შემწვარი ჭარხალი გარნირის სახით ასევე გამოდგება. ახალი ნედლი ბოსტნეული ხშირად გამაჯანსაღებელი სმუზის მოსამზადებლად გამოიყენება. ასევე შეგიძლიათ სალათს გახეხილი სახით დაუმატოთ.

9.ხახვი და ნიორი

ორივე ბოსტნეული შეიცავს ფლავონოიდს, რომლებიც ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტის, გლუტატიონის წარმოებას ხელს უწყობს. ის ღვიძლს დეტოქსიკაციური ფერმენტების გამომუშავებაში და საკვების მომნელებელ სისტემას ტოქსიკური ნარჩენების მოშორებაში ეხმარება. ამასთან ბოსტნეული ღვიძლის მუშაობას ამსუბუქებს თავისი ანტიბაქტერიული, ანტი პარაზიტული და ზოგადი გამაძლიერებელი თვისებების წყალობით.

რჩევა:ნებისმიერი დეტოქს დიეტა ამ ორ ინგრედიენტს მოიცავს. ნედლი ან შემწვარი ხახვი შეგიძლიათ სალათს თამამად დაუმატოთ, სახლის პასტა გამომცხვარი ნივრით და სასარგებლო კრეკერები შესანიშნავი წასახემსებელი გახდება.

8.მწვანილი

მუქი ფერის მწვანილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ქლოროფილის დახმარებით წმენდს. ეს მცენარეული პიგმენტი ფიტოსინთეზის პროცესში სინათლეს შთანთქავს, რომლის შედეგადაც ენერგია წარმოიშვება. გარდა ამისა, ტოქსინებს და სხვა თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს. ასევე ორგანიზმიდან დაგროვებული მძიმე ლითონები გამოაქვს.

ქლოროფილს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ორგანიზმს ტუტოვანს ხდის, ბიოლოგიურ სითხეებში სიმჟავეს აქრობს.

რჩევა:თანამედროვე პროდუქტები ბევრ მჟავას შეიცავენ, ასე რომ სამზარეულოში ყოველთვის გქონდეთ ისპანახი, კომბოსტო, გაღივებული ხორბალი და სხვადასხვა მუქი ფერის მწვანილი. გაღივებული ხორბალი შეგიძლიათ სმუზს და წვენს დაუმატოთ, ისპანახიდან კი გემრიელი წვნიანი გამოვა.

7.წყალი ლიმონით

ციტრუსი – საკვების მომნელებელი სისტემის პირველი დამხმარეა, რადგან მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით. ისინი ღვიძლის ფერმენტებს ააქტიურებენ, ტოქსინებს წყალში ხსნადს ხდიან და ნაწლავებს ასუფთავებენ. ასე რომ, ყველა სიბინძურის მოშორებას შეძლებთ, თუ ორგანიზმს წყლით ჩარეცხავთ.

რჩევა:დილა 1 ჭიქა თბილი წყლისა და 1 ლიმონის ან ლაიმის წვენის ნარევით დაიწყეთ, მწიკვი ზღვის მარილი, ცოტა თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი დაუმატეთ. ცარიელ კუჭზე დალიეთ, რომ ენერგიით აივსოთ, ნაწლავების მუშაობა და კანის მდგომარეობა გააუმჯობესოთ.

6.თესლი და კაკალი

თუ ცხოვრება წახემსების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ის სასარგებლო გახადეთ. ხელში მცირე ზომის შეფუთვა ნუში, ნიგოზი, სელის ან მზესუმზირას თესლი ყოველთვის გქონდეთ.

ნუშის რეგულარული მიღება ღვიძლის გარშემო ცხიმოვან დაგროვებას მოგაშორებთ.

ნიგოზში ბევრი ამინომჟავა არგინი არის, რომლებიც ღვიძლს ამიაკისგან წმენდს. ის ტვინის მუშაობისთვისაც სასარგებლო არის.

სელის თესლი განწყობას აუმჯობესებს. დაფქული სელის თესლი ორგანიზმს უჯრედისს აწვდის, ნაწლავებიდან ტოქსინებს გამოდევნის. ამასთან უჯრედის მადას აქვეითებს და გახდომას ხელს უწყობს.

მზესუმზირას თესლი მდიდარია მაგნიუმით – მინერალებით, რომლებიც სისხლის არტერიულ წნევას, გულის რიტმს და ლიპოლიზის პროცესს არეგულირებს.

5.იოგურტი

იოგურტი ბევრ პრობიოტიკს შეიცავს, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიებს მიკროფლორის ბუნებრივი გზით გაძლიერებაში ეხმარება, საჭმლის მომნელებელ სისტემას მუშაობაში ხელს უწყობს და ორგანიზმის იმუნურ რეაქციას აუმჯობესებს.

რჩევა: უცხიმო იოგურტს ან იოგურტს ცხიმის დაბალი შემცველობით მოერიდეთ, რადგან მათში ბევრი შაქარია. უპირატესობა „ცოცხალ“ იოგურტს მიანიჭეთ.

4.ბაბუაწვერას ან მწვანე ჩაი

ბაბუაწვერა ღვიძლს ტოქსინების მოშორებაში ეხმარება და სისხლს დეზინფექციას ხელს უწყობს, ხოლო მწვანე ჩაიში უფრო მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე შავ ჩაიში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთი მცენარისგან არის. კოფეინი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, მატონიზირებელ და შარდმდენ თვისებას ფლობს, ასევე დაგეხმარებათ შებერილობის დროს, წყლის შეკავებას თავიდან აგაცილებთ.

3.კოჭა

კოჭა ხშირად გამოიყენება შებერილობის, ნაწლავის მუშაობის დასარეგულირებლად და ორგანიზმიდან ნარჩენების და ტოქსინების გამოსადევნად. ის დაგეხმარებათ გაზის წარმოშობის და გულძმარვის დროს, რომლებიც მკვდარ პარაზიტებთან არის დაკავშირებული. კოჭა კუჭის წვენის გამომუშავებას აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ პარაზიტებს კლავს და ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. ის საკვების მომნელებე სისტემას უფრო ეფექტურად მუშაობს აიძულებს, მეტაბოლიზმს აჩქარებს და ღვიძლს სწორად ფუნქციონირებაში ხელს უწყობს.

რჩევა:კოჭა სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ. სცადეთ დალიოთ კოჭის ჩაი თაფლთან და ლიმონთან ერთად ან სმუზის, სალათის, წვნიანის შემადგენლობაში ჩართეთ.

2.სტაფილო

სტაფილო მდიდარია გლუტატიონით და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შარდმდენ ბოსტნეულად ითვლება. მასში ბევრი ბეტა-კაროტინი და A ვიტამინია. სტაფილო გულ-სისხლძარღვთა სისტემას ეხმარება და იმუნიტეტის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს.

რჩევა:ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთი მეთოდია ის, რომ დამუშავებული პროდუქტი 1-2 დღის განმავლობაში არ მიიღოთ. სტაფილო და სხვა ნედლი ბოსტნეული მიიღეთ და ახალ დაწურული ბოსტნეულის წვენი დღეში რამდენჯერმე დალიეთ. ასევე ბევრ ტოქსინს მოიშორებთ. იდეალური იქნება თუ დეტოქს მენიუში მწვანე ან ბაბუაწვერას ჩაის ჩართავთ.

1.კიტრი

რატომღაც კიტრს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. მისი უპირატესობა არის ორგანიზმის დეტოქსიკაცია საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობის და ღვიძლის გაწმენდის ხარჯზე. კიტრი ორგანიზმს წყლით ავსებს და ბუნებრივ შარდმდენ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც სისხლიდან და ნაწლავებიდან ტოქსინებს გამოდევნის.

რჩევა:კიტრი გაზის წარმოშობას ასევე ამცირებს და წყლის შეკავების დისკომფორტს გვაშორებს, ასე რომ საღამოს ვახშმის შემდეგ რამდენიმე ცალი კიტრის მიღება ურიგო არ იქნება.

ბონუსი:როგორ გავწმინდოთ ნაწლავები ტოქსინებისა და პარაზიტებისგან სახლის პირობებში

1 ჩ/კ სტაფილოს წვენი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ, აურიეთ ვაშლის წვენი, კოჭა და ახალ დაწურული ლიმონის წვენი. მზა ნარევი მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ 1 ჭიქა ნარევი ყოველთვის, როცა წყურვილს იგრძნობთ ან შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის დროს. ხარისხიანად გაწმენდას გისურვებთ!

რამდენად ხშირად იწმენდთ ორგანიზმს? რომელ მეთოდებს იყენებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.