ასტროლოგიური პროგნოზი ბავშვებისთვის, რომლებიც 2019 ღორის წელში დაიბადებიან

1534

მომავალი 2019 წელი მიწის ღორის წელია. ასტროლოგებს სწამთ, რომ ეს წელი კარგია ბავშვის გასაჩენად.

მიწა – გამძლეობის, სიმტკიცის, თვითდისციპლინის სიმბოლოა.

საუკეთესო თვე 2019 წელს ბავშვის გასაჩენად: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.

საუკეთესო შანსი გააჩინოთ ბიჭი: ჩასახოთ ივლისში, დედის ასაკი – 18, 20, 32 და 42 წელი.

საუკეთესო შანსი გააჩინოთ გოგო: ჩასახოთ აპრილში, დედის ასაკი – 21, 22 და 29 წელი.

როგორი იქნებიან ბავშვები, რომლებიც ღორის წელში დაიბადებიან?

2019 წელს დაბადებულ ბავშვებს კარგი ჯანმრთელობა ექნებათ. ისინი ენერგიულები იქნებიან, სპორტი, მოძრაობა ეყვარებათ, მოგზაურობა და თავგადასავლები დააინტერესებთ.

ეს ბავშვები ბედნიერები, გულწრფელები, ოდნავ გულუბრყვილო და დახმარებისთვის ყოველთვის მზად იქნებიან. მათ ბევრი მეგობარი ეყოლებათ. მათ კეთილი სული აქვთ და ძალიან პატიოსნები არიან.

ამ ბავშვებს ასევე კარგი ორგანიზაციული უნარები და მანერები აქვთ. კურდღლებთან და თხებთან შესანიშნავად მეგობრობენ, მაგრამ მაიმუნებმა შეიძლება მოატყუონ.

ღორის წელში დაბადებული ბავშვები მშობლებს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობიან. მაშინაც კი როცა ზრდასრულები ხდებიან.

უპირატესობა: მგრძნობიარე, კეთილის მოსურნე, პასუხისმგებლობით აღსავსე და მეგობრული.

ნაკლი: ორჭოფობა, სხვა საქმეზე სწრაფად გადართვა, ხშირად სნობები არიან.

თავსებადია დრაკონთან, ვეფხვთან და თხასთან.

თავსებადი არაა მამალთან და გველთან.

დედების და ბავშვების თავსებადობა ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით.

თუ თქვენ ხართ ვირთხა (1948, 1960, 1972, 1984, 1996 წლებში დაბადებული) თქვენ თავსებადი ხართ ბავშვთან, რომელიც დრაკონის (1976, 1988, 2000, 2012) და მაიმუნის (1980. 1992, 2004, 2016) ნიშანშია დაბადებული.

თუ თქვენ ხართ ხარი (1961, 1973, 1985, 1997) უმჯობესია, რომ ბავშვებს თქვენი ნიშანი ჰქონდეთ.

თუ თქვენ ხართ ვეფხვი (1962, 1974, 1986, 1998) ადვილად იპოვით კონტაქტს ბავშვთან, თუ ის დაბადებულია თხის (1979, 1991, 2003, 2015) და ღორის (1983, 1995, 2007, 2019) წლებშია დაბადებული.

თუ თქვენ ხართ კურდღელი (1963, 1975. 1987) უმჯობესია რომ თქვენი ბავშვები დაბადებულნი იყვნენ ძაღლის (1999,2011) და ცხენის (1990, 2002, 2014) წელში.

თუ თქვენ ხართ დრაკონი (1952, 1964, 1976, 1988) საერთო ენას ბავშვთან ადვილად იპოვით, თუ ის დაბადებულია მაიმუმის (1980, 1992, 2004, 2016) ან ვირთხის (1984, 1996, 2008, 2020) წელში.

გველის ნიშნის ქვეშ დაბადებული დედები (1941, 1953, 1965, 1977, 1989) უფრო ეთავსებიან მამლის (1981, 1993, 2005, 2017) და ხარის (1973, 1985, 1997, 2009) ნიშნებს.

თუ თქვენ ცხენი ხართ (1966, 1978, 1990) კარგი იქნება თუ თქვენი ბავშვი დაბადებული იქნება ვეფხვის (1986, 1998, 2010), თხის (1991, 2003, 2015) ან დრაკონის (1988, 2000, 2012) წლებში.

თუ თქვენ თხა ხართ (1955, 1967, 1979) ურთიერთობას ადვილად დაამყარებთ, თუ ბავშვი დაბადებული იქნება კურდღლის (1975, 1987, 1999, 2011) და ცხენის (1990, 2002, 2014) წლებში.

მაიმუნის ნიშნის დედები (1956, 1968, 1980) თავსებადი არიან ბავშვებთან, რომლებიც დაბადებული არიან ვირთხის (1984, 1996, 2008, 2020), ვეფხვის (1986, 1998, 2010) და ღორის (1995, 2007, 2019) წლებში.

თუ ჰოროსკოპით მამალი ხართ (1957, 1969, 1981) კარგი იქნება, თუ ბავშვები დაბადებულნი იქნებიან დრაკონის (1988, 2000, 2012), ძაღლის (1982, 1994, 2006, 2018) და გველის (1989, 2001, 2013) ნიშნების ქვეშ.

დედები ძაღლის ნიშნის ქვეშ (1958, 1970, 1982) ყველაზე მეტად თავსებადი არიან დრაკონის (1988, 2000, 2012), ცხენის (1990, 2002, 2014) ან ვეფხვის (1986, 1998, 2010) ნიშნებთან.

თუ თქვენ ღორის ნიშნის ქვეშ (1959, 1971, 1983) ხართ დაბადებული, საერთო ენას ყველაზე უკეთ გამონახავთ თხის (1991, 2003, 2015), დრაკონის (1988, 2000, 2012) ან კურდღლის (1987, 1999, 2011) ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბავშვებთან.

როგორ ფიქრობთ, ეს ჰოროსკოპი სიმართლეს შეესაბამება? თქვენ რომელ წელს დაიბადეთ?