ბავშვი რომ ავად არასდროს არ გახდეს: 10 ოქროს წესი ექიმი კომაროვისგან

48573

ყველა დედას სურს, რომ მისი ბავშვი იყოს ძლიერი და რაც შეიძლება ნაკლებად გახდეს ავად. მაგრამ როგორ უნდა დაიცვათ ბავშვი მიკრობების, ვირუსების და სხვადასხვა ინფექციებისგან, თუ ის ბაღში ან სკოლაში დადის?

„ეს სავსებით შესაძლებელია!“ – მიიჩნევს ცნობილი პედიატრი, ევგენი კომაროვი.

ამისთვის 10 ოქროს წესი უნდა დაიცვათ.

1.ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა იყოს სუფთა ჰაერზე 

მტკიცედ უთხარით „არა“ ტელევიზორს, კომპიუტერს და სხვა მოწყობილობას. ამის ნაცვლად ბავშვთან ერთად პარკში ან საბავშვო მოედანზე სასეირნოდ გადით. დაე მან ირბინოს, იხტუნოს, ითამაშოს დაჭერობანა ან ფეხბურთი, სასრიალოთი ისრიალოს. ამასთან ისე ჩააცვით, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და არ გაოფლიანდეს.

2.ბავშვის საუკეთესო დასვენება ქალაქგარეთ გასვლა არის

გაქვთ თქვენ აგარაკი ან მშობლების სახლი სოფელში? ეს შესანიშნავია? იმუნიტეტის გასაძლიერებლად სუფთა ჰაერზე, ბოსტანიდან ამოტანილი ბოსტნეულის, ახალი რძის, მდინარეში ბანაობის და ბალახზე ფეხშიშველა გავლაზე უკეთესი არაფერი არ არის. ბავშვი ტბაზე ან მთაში წაიყვანეთ და არა ბევრი ხალხით სავსე კურორტზე.

3.სტერილობაში არ გადააჭარბოთ

ბავშვი, რომელიც სტერილურ პირობებში გაიზარდა – ვირუსებისა და მიკრობებისთვის „ადვილი მონაპოვარია“. ცოტა მტვერი და სიბინძურე კი იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასე რომ, თუ ბავშვი სეირნობის დროს ვაშლს მიწაზე დააგდებს, ვაშლი სალფეთქით გაწმინდეთ და კვლავ ხელში მიეცით – არაფერი საშინელება არ მოხდება.

4.აფთიაქის ვიტამინებით არ გაერთოთ

ყველაზე კარგი ვიტამინის კი ქიმიას წარმოადგენს. სასარგებლო ნივთიერებები ბავშვმა ბუნებრივი გზით უნდა მიიღოს – ხილის, ბოსტნეულის, მწვანილი, რძის და სხვა პროდუქტების გამოყენებით.

5.ბავშვს ძალით არასდროს არ აჭამოთ

თუ ბავშვი ჯანმრთელია, მაგრამ ჭამაზე უარს ამბობს, ამაში დამნაშავე თქვენ ხართ. ბავშვი პატარა ველოსიპედით პარკში, სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ, დაე მადაზე მოვიდეს. ენერგიის დახარჯვის შემდეგ, ჭამას თავად მოგთხოვთ.

6.პატარას ბევრი ტკბილეული არ მისცეთ

სწრაფი ნახშირწყლები – ნივთიერებათა ცვლის პროცესს არღვევს და გაცხმიანობას იწვევს. ასე რომ შოკოლადის, კანფეტის და გაზიანი სასმელების მიღება შეზღუდეთ. ამის ნაცვლად ვაშლი, ბანანი, ყურძენი ან ხილი-კენკრა იყიდეთ.

7.ნაწლავის რეგულარულ მუშაობას თვალი ადევნეთ

მუდმივი ყაბზობა ან დიარეა ბავშვის იმუნიტეტს ასუსტებს. სწორედ ამიტომ ბავშვის ნაწლავები საათივით უნდა მუშაობდეს და რეგულარულად დაიცალოს. ამაში უჯრედისის შემცვლელი პროდუქტები დაგეხმარებიან – ფაფა, ბოსტნეული, მარცვლეულის პური. მნიშვნელოვანია, რო ბავშვმა საკმარისი რაოდენობით სითხე მიიღოს და მხოლოდ მშრალი პროდუქტით არ იკვებებოდეს.

8.ბავშვის ოთახში ოპტიმალური ტემპერატურის რეჟიმი დააყენეთ

ბავშვის ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა არის 20 გრადუსი, ჰაერის ტენიანობა კი მაქსიმუმ 50%. საბავშვო ოთახი სველი ქსოვილით ხშირად გაწმინდეთ, ასევე ბავშვის დაძინებამდე ოთახი კარგად გაანიავეთ. ოთახიდან მტვრის დამგროვებელი ნივთები – ხალიჩები, მძიმე ფარდები, რბილი ავეჯი აიღეთ. სწორედ ისინი ალერგიის ხშირი მიზეზი ხდებიან.

9.“ბავშვების“ დაავადებამ არ შეგაშინოთ

ბევრ მშობელს ეშინია, რომ პატარა ბაღიდან ჩუტყვავილას ან წითელას მოიტანს. მაგრამ ეს თუ ბავშვობაში არ გადაიტანა, გართულებების ალბათობა იზრდება. ასე რომ „ბავშვობის“ დაავადებები უმჯობესი ადრეულ ასაკში გადაიტანოთ.

10.ბავშვი საბავშვო ბაღისთვის წინასწარ მოამზადეთ

საბავშვო რეჟიმში კვების და ძილისთვის ბავშვის მომზადება დიდი ხნით ადრე დაიწყეთ. სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში არ შეზღუდოთ. ბავშვები ბებია-ბაბუებთან ხშირად დატოვეთ. ასე უფრო სწრაფად და მარტივად მიეჩვევა ბაღს. და თავიდან აიცილებს ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც ხშირად დაავადების მიზეზი ხდება.

ეს მარტივი წესები ყველა მშობელმა უნდა დაიცვას. და მერწმუნეთ, ბავშვები უფრო ჯანმრთელები და მხიარულები იქნებიან.

თქვენ როგორ აძლიერებთ ბავშვის იმუნიტეტს?