ბედნიერების საფუძველი ახალი წლის პირველ 12 დღეში იდება, აი, რა უნდა გააკეთოთ

2922
ბედნიერების საფუძველი ახალი წლის პირველ 12 დღეში იდება, აი, რა უნდა გააკეთოთ
ბედნიერების საფუძველი ახალი წლის პირველ 12 დღეში იდება, აი, რა უნდა გააკეთოთ

გსურთ, რომ მომავალ წელს გაგიმართლოთ? ბედნიერების საფუძვლები შეგიძლიათ წლის პირველ 12 დღეში ჩადოთ.

ახალის წლის პირველი 12 დღე ცხოვრების 12 მთავარი სფეროს სიმბოლოს წარმოადგენს.

1 იანვარი

ეს დღე თქვენ გარეგნულ მხარეს დაუთმეთ. ეს არა მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურაა, არამედ საკუთარი თავის მიმართ თქვენი დამოკიდებულება.

2 იანვარი

ცხოვრების მატერიალური მხარის გეგმა შეადგინეთ. თქვენი მიზნები და მიახლოებითი გეგმა დააფიქსირეთ. ამ დღეს ფული არავითარ შემთხვევაში არ ისესხოთ.

3 იანვარი

ეს დღე თვითგანვითარებას უნდა დაუთმოთ. დაფიქრდით, ახალი რისი გაგება გინდათ, ან რომელ სფეროში გსურთ განვითარება.

4 იანვარი

ეს დღე ოჯახში გაატარეთ. ეს წლის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერის გარანტი იქნება.

5 იანვარი

ეს დღე შეგიძლიათ თქვენს თავს დაუთმოთ. 5 იანვარი შემოქმედების, ჰობის, სამსახურის სიმბოლოა.

6 იანვარი

ჯანმრთელობის დღე. მომავალი წლის მიზნები ჯანმრთელობის კუთხით განსაზღვრეთ: რომელი ანალიზების გაკეთება არის საჭირო, სამკურნალოდ დასასვენებელად სად უნდა წახვიდეთ.

7 იანვარი

ეს დღე ქორწინების და მყარი ურთიერთობის სიმბოლოა. ოჯახის და ურთიერთობის თქვენი იდეალური სურათი შექმენით.

8 იანვარი

სარისკო მოქმედებას უმჯობესია თავი აარიდოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

9 იანვარი

ეს დღე მოგზაურობის და განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს. ამ დღეს შეგიძლიათ აირჩიოთ მიმართულება დასასვენებლად ან უნივერსიტეტი სასწავლებლად.

10 იანვარი

ეს დღე სამსახურს, კარიერას ბევრი რამით უკავშირდება. დაისახეთ მიზნები კარიერული ზრდის და პროფესიული მიღწევების კუთხით.

11 იანვარი

ეს დღე მეგობრობის სიმბოლოა. 11 იანვარი შეგიძლიათ მეგობრებს დაუთმოთ. ასევე ძალიან კარგია ამ დღეს საკუთარი ფიქრების და სურვილების ვიზუალიზაცია.

12 იანვარი

12 იანვარი სულიერების, ლოცვის, მედიტაციის სიმბოლოა. ეს დღე სულიერ ზრდას მიუძღვენით.

თქვენ როგორ ატარებთ ახალ წელს? ამ რიტუალების შესახებ იცოდით?