წყვილმა აღმოაჩინა, რომ ბებიის კუთვნილი ვაზა 19 მილიონი დოლარი ღირს

2617

დღესასწაულები სავსეა დეკორაციებით: ჩემოდნებით, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთებით, ჰელოუინის კოსტუმებით, ასევე სხვადასხვა უსარგებლო ნივთებით, რომელიც ყიდვის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს.

მაგრამ რა მოხდება, თუ $ 19 მილიონი ღირს ის, რაც თქვენს სხვენში იმალება?

სწორედ ასეთი რამ მოხდა ერთ ფრანგულ ოჯახში, როდესაც აღმოაჩინეს ცინის დინასტიის იშვათი ვაზა, რომელიც ფეხსაცმლის ყუთში იყო გადამალული.

ოჯახი ამბობს, რომ ვაზა შემთხვევით აღმოაჩინეს და ის მათ დიდ ბებია-ბაბუას ეკუთვნოდა.

ეს ვაზა მათ ოჯახში აღმოჩნდა 1947 წელს, როდესაც ბიძა გარდაიცვალა.

ვაზა იმ სიაში შედის, რომელთა შორის იყო ჩინური ფაიფური, ორი დრაკონებიანი სავარძელი, ყვითელი აბრეშუმის ქსოვილები და ბრინჯაოს სარკეები.

მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა ის შესაფასებლად წაიღო და აღმოჩნდა, რომ ეს ვაზა მე-18 საუკუნით თარიღდება.

ვარაუდობდნენ, რომ აუქციონზე ფასი 590-დან 825 ათას დოლარამდე იქნებოდა.

საბოლოო ჯამში, მფლობელებმა ბევრად უფრო მეტი მიიღეს, დაახლოებით 19 მილიონი დოლარი. როდესაც ერთ-ერთმა ექსპერტმა, ოლივიე ვამიერმა, დაინახა ვაზა, ის მისით გაოცებული დარჩა.

ეს იყო ფაიფურის ვაზა, მასზე აღბეჭდილი იყო იმპერატორ კიანლოგის მეფობის დროის ნიშანი, რომელიც 1736-1795 წლებში ჩინეთს მართავდა.

“ვაზა ძალიან იშვიათია. ჩვენთვის ცნობილი ნიმუშებიდან, ეს განსხვავებულია”, – ამბობენ ექსპერტები. “ამ პერიოდიდან დამზადებული ფაიფურის პროდუქცია პრაქტიკულად არ გვხვდება ბაზარზე. მათი უმრავლესობა მსოფლიოს მუზეუმებშია მიმოფანტული.”

ამ პერიოდის ფაიფურის თასი ჰონკონგში, აპრილში, 30 მილიონ დოლარად გაიყიდა.

თუმცა, მფლობელებმა ამ ვაზაში მიმზიდველი ვერაფერი აღმოაჩინეს.

,,ჩვენ დიდად არ მოგვეწონა ვაზა, ჩვენს ბებიას და ბაბუასაც არ მოსწონდათ ის” – განაცხადა ვაზის მესაკუთრემ.

ექსპერტი ჰენრი ჰოვარდ-სნეიდი, აზიური მიმართულებების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ის უფრო მეტი აღმოჩენილი იქნება მომავალში.

“ჩინურ ხელოვნებას საუკუნეების მანძილზე პატივს მიაგებდნენ, მაგრამ ბევრი სამუშაო დროის გამო ის დავიწყებას მიეცა”, – ამბობს ის. “თანამედროვე კოლექციონერთა ინტერესების გათვალისწინებით, ახლა დროა მათ სახლს რაღაც უჩვეულო შემატონ.”

ვაზა აუქციონზე სერიოზული კამათის მიზეზი გახდა, რის გამოც ფასი 20-ჯერ გაიზარდა.

ეს ვაზა მე-18 საუკუნის ყველაზე ძვირადღირებული ნივთია, რომელიც პარიზში აუციონზე გაიყიდა. გასაკვირია, რომ ის ფეხსაცმლის ყუთში ინახებოდა.

ამბის უფრო დეტალურად გაგებისთვის უყურეთ ვიდეოს: