5 შეცდომა სტილში, რომლებიც ასაკოვან ქალს ვიზუალურად ასუქებს

1026
5 შეცდომა სტილში, რომლებიც ასაკოვან ქალს ვიზუალურად ასუქებს
5 შეცდომა სტილში, რომლებიც ასაკოვან ქალს ვიზუალურად ასუქებს

ასაკთან ერთად, სტილის ცვლილებები, ტანსაცმლის შეგრძნება და მასში საკუთარი თავის წარმოდგენა უნდა მოხდეს. ეს უბრალოდ სასაცილოა – ერთი მოდის შენარჩუნება როგორც ახალგაზრდობაში, ისე ზრდასრულ ასაკში. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება სწრაფად მიმავალია.

საკუთარი გარეგნობის მიმართ ყურადღების გამოჩენა – ნახევარი წარმატებაა. და აი მეორეც. ასევე, ერთი კაბა მსოფლიოს ყველა ქალს არ მოუხდება, თუმცა არის ზოგადი შეცდომები სტილში, რომლებიც თითქმის ყველა ქალის გარეგნულ მხარეს აფუჭებს. ყურადღება მიაქციეთ, თქვენც უშვებთ მსგავსს შეცდომას თუ არა. ქვემოთ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რაც ვიზუალურად ადამიანს ასაკს მატებს და ასუქებს.

1.ძალიან ბევრი შავი

უსიტყვოდ, შავი ფერი ჩვენი ყველაფერია: მშვიდობაშიც და დღესასწაულშიც. ბალზაკის ასაკში მასზე ბოლომდე უარის თქმა არ ღირს, მაგრამ სჯობს ბოროტად გამოყენებაზე ხელი აიღოთ.

2.შეუსაბამო ზომის ტანსაცმელი

სწორი ზომის ტანსაცმელი ადამიანის სხეულს უფრო უხდება! ეს მარტივი ხრიკი დაიმახსოვრეთ!

მოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც „ოდნავ პატარაა“ ან გათვლილი იყო ფიგურაზე „წონაში დაკლების შემდეგ“ ხაზს გაუსვამს ყველაფერს, რაც უმჯობესია რომ დამალოთ.

3.ძალიან გრძელი კაბა

სტილისტები ამბობენ, რომ მასზე აუცილებლად უნდა თქვან უარი ადამიანებმა, რომლებმაც უკვე მოწიფულ ასაკს მიაღწიეს.

თუმცა, როგორ ავარჩიოთ კაბა. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ფეხსაცმლის ტიპი, რომლის ჩაცმასაც აპირებთ: მთლიან ძირზე თუ მაღალ ქუსლზე.

ყველაზე ოპტიმალური კაბის სიგრძე – კოჭს ოდნავ ზემოთ.

4.უზარმაზარი სათვალეები

თუ თქვენ მრგვალი სახის ფორმა გაქვთ, სათვალის ჩარჩო გონივრულად შეარჩიეთ. ნახეთ: რაც უფრო მეტ ადგილს იკავებს სათვალე თქვენს სახეზე, მით უფრო ცუდი. თქვენს სახეს კიდევ უფრო მეტად მრგვალს ხდის.

5.ფეხსაცმელი ერთიან ძირზე

დიახ, ეს ყოველდღიური ფეხსაცმლის შესანიშნავი ვარიანტია. მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არ დაგავიწყდეთ, რომელიც რატომღაც დიდხანს არ გაგხსენებიათ.

მცირე ზომის ქუსლი სიარულის მანერას მთლიანად ცვლის!

ქალებო, გისურვებთ ყველაზე მსუბუქ განწყობას! და კიდევ – ტანსაცმელს, რომელიც თქვენ დაგამშვენებთ.