მე ამ ხორცის რულეტს ყოველ ჯერზე ვაკეთებ, როდესაც ჩემს მეუღლეს სამსახურში პრემიას აძლევენ

1638

ბევრი დიასახლისი უკვე ფიქრობს რომელი კერძები მოამზადოს დღესასწაულზე სტუმრებისთვის. ჩვენ გთავაზობთ იტალიური კერძის რეცეპტს, რომელიც მოხარშული ხორცით მზადდება. ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტებს. მშრალი სანელებლები შეგიძლიათ ახალი მწვანილებით ჩაანაცვლოთ.

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს ოჯახში ეს კერძი ზამთრის არდადეგებისთვის მომზადდებოდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ცხარე რულებით წყალობით, დაჭრილი ხორცი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

მასალები:

  • 1 კგ ძროხის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 100 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 400 მლ ტომატის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 კვერცხი
  • 200 გრ ყველი
  • 3 ს.კ. თეთრი პურის სუხარი
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ოგანგანი
  • 1/2 ჩ.კ. გამხმარი რეჰანი
  • 1/2 ჩ.კ. გამხმარი ოხრახუში
  • 1/2 ჩ.კ. ახალი წიწაკა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

მომზადება:

1. ჩაშუშეთ ხახვის რგოლები და დანაყეთ ნიორი.

2. შეურიეთ ნიორი, სუხარი, რეჰანი, ორეგანო, ოხრახუში და მარილი პატარა თასში. დაამატეთ კვერცხი, გახეხეთ ყველი და აურიეთ ყველაფერი.

3. გადმოიღეთ ხორცი საჭრელ დაფაზე და დააბრტყელეთ. არ გაჭრათ, თორემ ორ ცალს მიიღებთ ერთის მაგივრად. ხორცის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს. დაამატეთ მარილი და პილპილი.

4. მომზადებული მასა განათავსეთ ხორცის მთელს ზედაპირზე.

5. ყურადღებით გადაახვიეთ ხორცი ისე, რომ რულეტი მიიღოთ. ეცადეთ შიგთავს თავდაპირველი მდგომარეობა შეუნარჩუნოთ. 

6. მჭიდროდ შემოახვიეთ სპეციალური ძაფი.

7. მოათავსეთ ტაფაზე, სადაც იქნება მოთუშული ხახვი, ტომატის წვენი და ღვინო. შემოახვიეთ ფოლგა და

მოათავსეთ ღუმელში 180 გრადუსზე, 2 საათის განმავლობაში.

8. იმისათვის, რომ რულეტის ზედაპირი კარგად მომზადდეს, მოაშორეთ ფოლგა და ისევ შედგით ღუმელში 20 წუთით.

გაუზაირეთ ამ გემრიელი კერძის რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც.